2,169 წაკითხვამარტყოფში, ღვთაების მონასტერში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც მარტყოფის ღვთაების მონასტრის წინამძღვარმა მამა ბენიამინმა “პალიტრანიუსთან” საუბრისას განაცხადა, სავარაუდო მკვლელი წარსულში ნასამართლევი იყო და ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 18 წელი იმყოფებოდა. „03:15 წუთი იყო, როდესაც ჩემს ოთახში შემოვიდა სტუმარი და მითხრა, რომ მის ოთახში გარდაცვლილი იყო. რომ შევედი, დავინახე, რომ ლოგინში იყო ადამიანი და მას კისერში დანა ჰქონდა […]

2,508 წაკითხვასაქართველოს გენერალური პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად საპროკურორო საბჭოს მიერ 2019 წლის 17 დეკემბერს გამოცხადებული ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები დასრულდა. აკადემიურმა წრეებმა, სამართლის დარგის სპეციალისტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საპროკურორო საბჭოს 17 კანდიდატი წარუდგინეს. გენერალური პროკურორის პოსტის დასაკავებლად იურისტი და უფლებადამცველი გელა ჩივაძე იბრძოლებს, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია დამცველმა წარადგინა. გელა ჩივაძე დაიბადა ქალაქ ტყიბულში 1967 წელს. 1999 წელს დაამთავრა […]

1,095 წაკითხვასაპროკურორო საბჭოს, საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე, კიდევ ხუთი  კანდიდატი წარედგინა.  იურისტ დავით ზირაქაშვილის  კანდიდატურას,  გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე,  რეკომენდაცია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ გაუწია.     იურისტ ვიქტორ ახალბედაშვილის  კანდიდატურა  საპროკურორო საბჭოს  ა.ი.პ. ,,უფლებათა დაცვის ცენტრმა“ წარუდგინა. ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი კობა კობახიძე  სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ“ წარადგინა.  ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი დარიკო თორდია – სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა […]

2,200 წაკითხვაშინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, მსჯავრდებული ვანო მერაბიშვილი თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, პენიტენციურ დაწესებულებას, ე.წ. მატროსოვის ციხეს 20 თებერვალს დატოვებს. მერაბიშვილს პატიმრობის ვადა სწორედ ამ დღეს ეწურება. ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდის, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის […]

2,403 წაკითხვაპირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკითხული ერთ-ერთი პირის ჩვენების მიხედვით, გამსახურდიასა და საქმეში ფიგურანტ პირებს შორის დაპირისპირება ღვინის გამო დაიწყო. საქმეზე დაკითხული ერთ-ერთი პირის, მ.ხ-ს ჩვენება „ინტერპრესნიუსმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა. სააგენტოს ექსკლუზიური ინფორმაციით, ჩვენებაში მ.ხ. ყვება, რომ გამსახურდია და საქმეში ფიგურანტი პირები ერთ სუფრაზე მოხვდნენ, პირველი პრეზიდენტის შვილმა მათ „კარგი ღვინის მიტანა“ შესთავაზა, თუმცა ღვინო სუფრის წევრებს […]

2,268 წაკითხვათვითმხილველები ცოტნე გამსახურდიას დაჭრასთან დაკავშირებით დეტალებს ჰყვებიან. ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, ჩხუბის ხმაზე გარეთ გამოვიდა და ცოტნე გამსახურდია დაჭრილი დაინახა, რის შემდეგაც მან პირველადი დახმარება აღმოუჩინა. “ჩხუბი იყო, ხმაური, მეტი არაფერი, მე არ შევსწრებივარ. გასროლის ხმა არ იყო, ჩხუბი იყო და ხმაური ძალიან დიდი. არ ვიცი, რამდენი ადამიანი იყო დაჭრის დროს. მე მგონი, ჯერ არავინ არ არის დაჭერილი. როცა ხმაურზე გარეთ […]

2,138 წაკითხვასაქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის დაჭრასთან დაკავშირებით, ახალი დეტალები ირკვევა. აღნიშნულ ინფორმაციას kvira.ge ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას ვერაზე, შემთხვევის ადგილის მიმდებარედ პროფილაქტიკა ჰქონდა და ერთ-ერთი ვერსიით, მას კონფლიქტი სწორედ საკუთარ დამსაქმებლთან მოუხდა, ჩხუბის დროს კი ის მძიმედ დაჭრეს. თუმცა, ინციდენტის შესახებ ამ დროისთვის სხვადასხვა ვერსიაც ვრცელდება. შემთხვევის ადგილის მიმდებარედ პროფილაქტკის ერთი-ერთი თანამშრომელი შემთხვევასთან დაკავშირებით “კვირასთან” დეტალებს ყვება. მისი განცხადებით, […]

1,738 წაკითხვასახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რომელიც გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ მუქარით, მოტყუებით, შანტაჟით ან სხვა უკანონო ქმედებით პირის იძულებას განმარტების ან ჩვენების მიცემას, „მწვანე სკოლის“ დირექტორის მოადგილის გამოკითხვა მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში დაუდასტურეს. შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, 10 დეკემბერს “112“-ზე განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე თბილისში, […]

1,784 წაკითხვა„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია, პროკურატურაში მისვლას არ აპირებს. გიგა ბოკერიას თქმით, პროკურატურაში ის მოწმის სტატუსით არის დაბარებული და საქმე წინა ხელისუფლების დროს, უშიშროების საბჭოს მიერ თანხის არამიზნობრივ ხარჯვას უკავშირდება.  „არ ვაპირებ მისვლას. როცა მაგისტრი მოსამართლე დამიბარებს, მაშინ მივალ. ეს არის ძველი საქმე, რომელზეც 5 წელია ან უფრო მეტი, აღარ შევუწუხებივარ, არ გახსენებიათ. ეს არის ძველი, უშიშროების საბჭოს საქმიანობის […]

1,920 წაკითხვა„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ამჟამად კახეთის გზატკეცილზე მდებარე შსს-ს შენობაში ჰყავთ გადაყვანილი, – აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია „ახალი საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს. შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე სამართალდამცავებსა და „ახალი საქართველოს“ ლიდერ გიორგი ვაშაძეს შორის დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცავებმა გიორგი ვაშაძე საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩასვეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს. მასთან ერთად სამართალდამცავებმა კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს. იპნ