547 Viewsქართველებს წინაპრებისგან უნიკალური ქვეყანა გვერგო – დიდი ისტორიით, მრავალსაუკუნოვანი კულტურით და საოცარი ბუნებით. ჩვენ ქვეყნაში მთას, ზღვას, მინერალურ წყლებს და ქვიშასაც კი, მაცოცხლებელი ენერგია აქვს. მაგრამ არსებობს სრულიად გამორჩეული ადგილები, რომლებსაც თავისი პოტენციალით უდიდესი მიზიდულობის შექმნა შეუძლია. სწორედ ასეთია წყალტუბო – უნიკალური სამკურნალო, სარეაბილიტაციო და ტურისტული პოტენციალით. დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე წლებში, პრაქტიკულად გავერანდა წყალტუბოს სამედიცინო და ტურისტული ინფრასტრუქტურა. კურორტი, […]

482 Viewsმშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც მგზავრი დაიღუპა, მძღოლი კი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მეორე მანქანაც, შემხვედრი მიმართულებით მოძრავი „ჰონდაც“ მონაწილეობდა, რომელიც გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა. დაშავდა […]

678 Views„სამყაროში დიდი გეოპოლიტიკური ძვრებია. ყველა მოთამაშე ცდილობს თავისი აქტივების ინვენტარიზაციას და სადაც სუსტები არიან, იქ გაიძლიერონ პოზიცია. ამ გეოპოლიტიკურ თამაშში ამერიკის შეერთებული შტატები არცთუ უსაფუძვლოდ, საქართველოს განიხილავს საკუთარ აქტივად და აქ პოზიციის გამყარებას ცდილობს“ – აცხადებს „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გია ხუხაშვილი. ექსპერტი, „ჰერიტიჯის ფონდის“ მკვლევარის, ლუკ კოფის იდეას  აშშ-ის ჯარების საქართველოში განთავსებასთან დაკავშირებით, არარეალურად მიიჩნევს. „ლუკ კოფის ეს […]

376 Viewsაშშ-ი დაიცავს სირიის ნავთობსაბადოებს და დაპირისპირების შემთხვევაში, ნებისმიერ მოწინააღმდეგეს სამხედრო ძალით უპასუხებს, მათ შორის რუსეთსა და სირიას, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, მარკ ესპერმა განაცხადა. მარკ ესპერის თქმით, ვაშინგტონის ამოცანაა, რომ ნავთობსაბადოები მოკავშირე ქურთულმა დაჯგუფებამ, „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ გამოიყენოს. პენტაგონის ხელმძღვანელის განცხადებით, ამერიკელი სამხედროები ნავთობსაბადოებს უკვე იცავენ. სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროები ერაყიდან სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, […]

457 Viewsაშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვლადიმირ ზელენსკი „რუსეთის ახალ პრეზიდენტად“ მოიხსენია. შეცდომაზე ამერიკელმა ჟურნალისტმა, დენიელ დეილმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაამახვილა ყურადღება. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება თეთრი სახლის ვებგვერდზეც არის განთავსებული. ვლადიმერ ზელენსკისთან საუბრის სტენოგრამის გავრცელების შემდეგ დონალდ ტრამპმა თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან შესანიშნავი საუბარი ჰქონდა. „რუსეთის ახალმა პრეზიდენტმა, ის კარგი კაცია, განცხადება გააკეთა. იქ არაფერი იყო. არავითარი ზეწოლა მასზე არ ყოფილა“, – აღნიშნა ტრამპმა. 25 […]

640 Viewsტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დღეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე თანამდებობიდან გადადგომას გეგმავდა  თუმცა მისმა გარემოცვამ ილია მეორეს გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია და იგი ქალაქგარეთ მცხეთაში გაიყვანა.  გავრცელებული ინფორმაციით, პატრიარქი ამჟამად მცხეთაში იმყოფება.  

510 Viewsდღეს რამდენიმე სამთავრობო და კერძო ვებგვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა: ოფიციალური პირველი გვერდების ნაცვლად, ჰაკერებმა მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოაქვეყნეს წარწერით “I’ll be Back” (“დავბრუნდები”). შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. კიბერშეტევა განხორციელდა ასევე ტელეკომპანია „იმედზე“, „მაესტროსა“ და GDS-ზე, ამის გამო, დაახლოებით, 20 წუთის განმავლობაში პარალიზებული იყო ტელევიზიის მუშაობა. გამოძიება 2 მუხლით, 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო. „იმედის“ იურისტის ანდრო ლაშხის თქით, […]

546 Views სავარაუდოდ ჰაკერული შეტევის გამო ტელეკომპანია „იმედი“ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში იყო გათიშული, „მაესტრო“ კი ამ დრომდე შეფერხებით მუშაობს. გამოძიება 2 მუხლით, 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო. ტელეკომპანიაში უკვე იმყოფებიან კიბერუსაფთხოების სამმართველოს სპეციალისტები. „იმედის“ იურისტის ანდრო ლაშხის თქით, ზარალი დიდია. „ახლანდელი მდგომარეობით „იმედი“ ეთერშია, „მაესტრო“ კი ვერ მაუწყებლობს, გაფუჭებული და განადგურებულია კომპიუტერები, მათ შორის ძვირადღირებული ტექნიკა, სისტემაზე ბოლომდე წვდომა კვლავაც არ […]

692 Views დეკანოზი ალექსანდრე გალდავა ქართულ ეკლესიაში რუსული გავლენების არსებობას უარყოფს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. “მეუფე შიო არ არის რუსეთის კაცი, ის სულით ხორცამე ქართველია. ქალბატონმა ნესტან კირთაძემ რაც ილაპარაკა, არაფერი არ შეესაბამება სიმართლეს. ვინც იცნობს კათალიკოს პატრიარქს, იცის როგორი მყარია ის თავის გადაწყვეტილებებში და ქართული ეკლესიის საკეთილდღეოდ როგორ გადაწყვეტილებებს იღებს ყოველთვის”,- განაცხადა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ. კითხვაზე, […]

602 Viewsთუკი ქართულ-რუსულ ურთიერთობებს პოლიტიკის მიღმა, კულტურისა და ხელოვნების დონეზე განვიხილავთ, სურათი ბევრად უფრო კარგი ჩანს, ვიდრე პოლიტიკურ კონტექსტში. მაგრამ ამ მხრივაც ყველაფერი უპრობლემო როდია: გავიხსენოთ ქართული სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლ „ერისიონის“ გამოსვლა მოსკოვში 2013 წელს – მასმედიის მიერ მხარდაჭერილმა რამდენიმე მყვირალა „არასამთავრობო ორგანიზაციამ“ ისტერიკა მოაწყო ამ ფაქტთან დაკავშირებით. მაშინ ისინი უკმაყოფილონი დარჩნენ იმით, რომ „ერისიონი“ კრემლის დარბაზში გამოვიდა, […]

mediapress.ge@gmail.com