2,184 წაკითხვაზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის ათონის მთაზე მოღვაწე ბერი დააკავეს. გავრცელებული ონფორმაციით, ბერი პოლიციამ გუშინ აიყვანა.  შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულთან დაკავშირებით ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ. „გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძება – შენახვას გულისხმობს.

2,080 წაკითხვამოსამართლე ხათუნა ხარჩილავას განმარტებით, „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში – სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში კი გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული. ნიკა მელიას 25 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. ipn.ge

2,550 წაკითხვასაზარელი მკვლელობა ცაგერში. მოკლულია ორი პოლიციელი და დაჭრილია კიდევ ერთი პირი. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სოფელ ლაჯანის საზოგადოებრივ ცენტრში მომხდარს წინ უძღოდა შელაპარაკება პოლიციელებს შორის. რის შემდეგაც, სავარაუდოდ, მათ ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. შემთხვევის ადგილას მისულ ექიმებს ერთი სამართალდამცველებს გარდაცვლილი დახვდათ, მეორე კი საავადმყოფოში მისვლისთანავე დაიღუპა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი მოკლული „ქართული ოცნების“ დეპუტატის, კარლო კოპალიანის სიძეა. მესამე დაჭრილი ამ დრომდე […]

1,604 წაკითხვაუფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს და ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს ბრალი წარედგინებათ. შესაბამის განცხადებას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარმოებული გამოძიების შედეგად, ამირან (ბუტა) რობაქიძის და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის და ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოტანილია დადგენილება მათი ბრალდების შესახებ. საქმეზე ჩატარებული […]

2,346 წაკითხვაახალი ინფორმაცია ვრცელდება ატენის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით. ცნობილია რომ შემთხვევა გამთენიისას მოხდა, ახალგაზრდა მამაკაცმა, ლევან აბაშიძემ მისი და, თაკო აბაშიძე და დედა მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ფეისბუქის პროფილით ირკვევა, რომ  თაკო აბაშიძე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მერიაში. ბოლო სამუშაო ადგილად კი ატელიე „მაკრატელი“ აქვს მითითებული. მეზობლების ცნობით, ლევან აბაშიძე ლონდონიდან რამდენიმე თვის ჩამოსული იყო. რა გახდა […]

1,899 წაკითხვათბილისის ზღვაზე ნაპოვნი ახალგაზრდა ბიზნესმენის, ნოდარ ცხადაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ემზარ კვიციანის ძმისშვილი, ბექა კვიციანი დააკავეს. საქმეზე ერთი პირის დაკავებას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, თუმცა უწყებაში არ აკონკრეტებენ ვინ დააკავეს კონკრეტულად. “ნიუპიოტის” ინფორმაციით კი დაკავებული სწორედ ბექა კვიციანია, რომელსაც პოლიცია 3 დღის განმავლობაში ეძებდა. „ნიუპოსტისვე“ ინფორმაციით, სწორედ კვიციანმა მიაკითხა ცხადაძეს ისანში, სადაც გარდაცვლილს ავტონაწილების მაღაზია გქონდა და ის მანქანაში ჩაისვა. […]

1,878 წაკითხვათბილისის ზღვაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ემზარ კვიციანის ძმისშვილი, ბექა კვიციანი. ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმის გახსნას ადასტურებენ, თუმცა დაკავებულის ვინაობას არ აკონკრეტებენ. უწყების განმარტებით, ერთი მამაკაცი დაკავებულია, როგორც ბრალდებული”- წერს სააგენტო. ბექა კვიციანი მოკლულის შვილის ნათლიაა.

2,017 წაკითხვაშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველომ 12 ნოემბერს მოძრაობა “ქართული მარშის” ლიდერის, სანდრო ბრეგაძის მიერ სახალხო დამცველის ოფისში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახალხო დამცველის სამსახურებრივი საქმიანობისთვის ხელის შეშლის მიზნით მასზე ზემოქმედებას გულისხმობს. 12 ნოემბერს სანდრო ბრეგაძე და “ქართული მარშის” რამდენიმე წევრი ნინო ლომჯარიასთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა შეხვედრა […]

1,915 წაკითხვადეპუტატ  ემზარ კვიციანის თქმით, თბილისის ზღვაზე მოკლული მამაკაცი მისი ძმისშვილის ბექა კვიციანის მეგობარია. ბექა კვიციანს კი ორი დღეა ეძებენ.  კვიციანი გარდაცვლილ მამაკაცსა და მის ძმისშვილს შორის, რაიმე სახის კონფლიქტს უარყოფს. “ორივეს ეძებენ ორი დღეა უკვე. ორივე არიან დაკარგულები, ჯერ არ ვიცი, არაფერი. ჩემი ძმისშვილი ორი თვის უკან ვნახე ბოლოს,  ნათესაური კავშირი აქვთ, ერთად გაზრდილები და ბავშვის ნათლიაა ჩემი ძმისშვილი […]

2,670 წაკითხვაშინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლუატაციის ფაქტი გამოავლინა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალი არასრულწლოვან შვილებს – 2006 წელს დაბადებულ მ.უ.-ს და 2007 წელს დაბადებულ ნ.უ.-ს უკანონო შრომით ექსპლუატაციას უწევდა. კერძოდ, ი.უ. მათ, ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით, პეკინის გამზირზე მოწყალების შეგროვებას აიძულებდა. იმ შემთხვევაში, თუ მოზარდები საკმარის თანხას არ შეაგროვებდნენ, დედა შვილებს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სექსუალური ძალადობით ემუქრებოდა. სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში, […]