484 წაკითხვასალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ აქტი დღესვე უნდა გამოსცეს, ამ საკითხს მაინც თუ გადაჭრის, შეიძლება ითქვას, რომ ამ შეკრებას აზრი ჰქონდა,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან პრეზიდენტის მიერ დღეს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად იმართება. გოცირიძის თქმით, აქციას, რომელიც პრეზიდენტმა დააანონსა, ქვეყნის წინაშე არსებული ერთი პრობლემის გადაჭრა მაინც უნდა მოჰყვებოდეს და მას შეუძლია გადაჭრას გვარამიასთან დაკავშირებული პრობლემა, […]

512 წაკითხვაუკრაინელი სამხედროები სევეროდონეცკსა და ტოშკოვკაში მტრის თავდასხმებს წარმატებით იგერიებენ, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. “უკრაინელი ჯარისკაცები წარმატებით იგერიებენ მტრის თავდასხმებს სევეროდონეცკსა და ტოშკოვკაში, ბრძოლა გრძელდება”, – აცხადებენ გენშტაბში. „სევეროდონეცკის მიმართულებით მტერმა განახორციელა საცეცხლე შეტევა ჩვენს პოზიციებზე ნაღმტყორცნებიდან, არტილერიიდან და მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემებიდან. მათ ცეცხლი გაუხსნეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას სევეროდონეცკის, ლისიჩანსკის, ტოშკოვკას, უსტინოვკას, ბოროვსკოეს, მეტელკინოს დასახლებების […]

481 წაკითხვა20 ივნისის აქციის დაგმობით სალომე ზურაბიშვილი ახდენს ევროატლანტიკური მისწრაფების მქონე საზოგადოების გახლეჩას, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს. ნიკა მელიას თქმით, გაუგებარია, რა შედეგის მიღწევას ცდილობს ზურაბიშვილი და სვამს კითხვას, თუ რომელ პრობლემებს აგვარებს 16 ივნისს დაგეგმილი აქცია. „სალომე ზურაბიშვილი წყვეტს ვიზიტს ევროპაში, იმიტომ რომ ბრიუსელში დახვდა უმძიმესი ამბავი (როგორც თავად ამბობს); მოდის […]

748 წაკითხვასაქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბრიუსელის შემდეგ ვიზიტის განხორციელება კიდევ რამდენიმე ქვეყანაში სურდა, თუმცა მთავრობისგან უარი მიიღო, რის გამოც ბრიუსელიდან თბილისში დაბრუნება უწევს. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, საქართველოს პოზიციების დასაცავად გეგმავდა საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ჩასვლას, თუმცა მთავრობისგან მიიღო პასუხი, რომ „უკვე ყველაფერი გააკეთეს“. „ვიმყოფები ბრიუსელში, სადაც ჩამოვედი იტალიაში ჩემი ოფიციალური სახელმწიფო ვიზიტის შემდეგ იმისთვის, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ძალისხმევა არ დამეშურებინა ჩვენი კანდიდატურის […]

386 წაკითხვაევროპარლამენტის რეზოლუცია მძიმეა საქართველოსთვის არაერთ ასპექტში, თუმცა, სანამ ხელისუფლება და ნაციონალური ოპოზიცია ცდილობს რეზოლუციის მთავარ გზავნილად ერთი კაცის სანქცირება და მეორე კაცის პატიმრობა წარმოაჩინოს, ვკარგავთ სახელმწიფოსთვის მთავარს ,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. როგორც გახარია განმარტავს, რეალური საფრთხეა, რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები და რაზეც ოცნებობენ ჩვენი შვილები, ხელიდან იქნეს გაშვებული. „ ევროპარლამენტის რეზოლუცია […]

596 წაკითხვა 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოში კომპიუტერის იმ მომხმარებელთა პროპორციის კლების ტენდენცია გაგრძელდა, რომლებიც სხვადასხვა სახის კიბერშეტევებს ექვემდებარებოდნენ. ამრიგად, „კასპერსკის ლაბორატორიის“ თანახმად, ფინანსური მავნე პროგრამების შეტევები ნულამდე შემცირდა, 2021 წლის იანვარ-მარტში 0,4%-თან შედარებით. კლების ტენდენცია შეინიშნება გამოსასყიდი პროგრამების შეტევების კუთხითაც, რომლებსაც 2022 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში მომხმარებელთა 0,07%, ხოლო ერთი წლით ადრე 0,1% შეეჯახა. საქართველოში შემცირდა იმ მომხმარებლების წილიც, […]

433 წაკითხვაუკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ქალაქი სევეროდონეცკი დონბასში დაპირისპირების ეპიცენტრად რჩება. „ეს არის ძალიან სასტიკი ბრძოლა, ძალიან რთული. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული ამ ომის განმავლობაში. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ამ მიმართულებას იცავს. მრავალი თვალსაზრისით, იქ წყდება ჩვენი დონბასის ბედი,” – აღნიშნა ზელენსკიმ. ამასთან, პრეზიდენტმა ისაუბრა იმაზე, რომ რუსი ოკუპანტები გეგმავენ, ოკუპირებული რეგიონების მათ შორის საქართველოს რეგიონების, საფეხბურთო გუნდები […]

501 წაკითხვადღეს, 8 ივნისს, პლენარული სხდომა პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენით დაიწყება. შალვა პაპუაშვილი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშსა და სამოქმედო გეგმას წარადგენს. ამის შემდეგ კი, სესიაზე პოლიტიკური დებატები გაიმართება. პარლამენტის რეგლამენტით, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ანგარიშის წარდგენა სავალდებულოა და ეს, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ კვირაში ხდება.

624 წაკითხვასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ლოგიკას არ ექვემდებარება პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიურად განწყობილი და ანტიევროპული ჯგუფების გააქტიურებები ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მომენტებში სპონტანური და არამართული იყოს. როგორც სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, ეს არის გეგმა, რათა პროვოკაციებით, საქართველოს ხელი შეეშალოს ევროინტეგრაციის გზაზე. „ქვეყანა, რომლის მოსახლეობის 80%-ზე მეტი ევროკავშირში გაწევრიანებისა და ევროპული გზის მომხრეა, წარმოუდგენელია და ლოგიკას არ ექვემდებარება იმ პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიურად განწყობილი […]

317 წაკითხვაპარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ ნათია თურნავას მოუსმენენ. თურნავას კანდიდატურა პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტში მაისის ბოლოს შევიდა და საკითხი განსახილველად დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებს გადაეცა. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი 7 წლის ვადით ირჩევს. ეროვნული ბანკის საბჭოში ორი ადგილი ვაკანტურია. საბჭო, რომელიც 9 წევრით უნდა იყოს წარმოდგენილი, ამჟამად 7 წევრისგან შედგება. ნათია […]