92 წაკითხვათურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ომის დანაშაულისთვის უნდა გასამართლდეს. „ნეთანიაჰუ, ღაზას ჯალათი, არა მხოლოდ ომის დამნაშავეა, არამედ მას, როგორც ღაზას ჯალათს აუცილებლად გაასამართლებენ, ისევე, როგორც მილოშევიჩი გაასამართლეს“, – განაცხადა ერდოღანმა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაერო გააკრიტიკა და უშიშროების საბჭოს წევრი სახელმწიფოები ძალადობის შეწყვეტის მცდელობების დაბლოკვაში დაადანაშაულა. „ერთი მხრივ, არის 121 ქვეყანა, რომელიც ამბობს „შეაჩერეთ ომი“ და […]

101 წაკითხვაკრემლი აცხადებს, რომ ფინეთ-რუსეთის საზღვარზე პოლონური ჯარის განთავსება დაძაბულობას გამოიწვევს. “ეს არის აბსოლუტურად ზედმეტი ღონისძიება საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რადგან იქ არანაირი საფრთხე არ არსებობს. ფინელებმა ნათლად უნდა იცოდნენ, რომ საზღვრებზე სამხედრო ნაწილების კონცენტრაციის გაზრდა ჩვენთვის საფრთხეს შექმნის”, – განაცხადა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას. პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელმა იაცეკ სიევიერამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “მოკავშირეთა მხარდაჭერის ოფიციალური მოთხოვნის საპასუხოდ ჰიბრიდული […]

90 წაკითხვასაფრანგეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი ომების გაჩაღებისთვის ნიადაგს ამზადებს. ამის შესახებ აზერბაიჯანი პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა კონფერენციაზე “დეკოლონიაზაცია: ქალების გაძლიერება და განვითარება” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ალიევის თქმით, საფრანგეთი უარს ვერ ამბობს თავის კოლონიალურ პოლიტიკაზე, პატივს არ სცემს იმ ერების უფლებებსა და თავისუფლებისკენ სწრაფვას, რომლებიც ევროპის მიღმა ცხოვრობენ. “საფრანგეთი სტაბილურობას არღვევს არა მხოლოდ თავის ყოფილ და ახლანდელ კოლონიებში, არამედ ამავდროულად ჩვენს რეგიონშიც […]

187 წაკითხვარამ­დე­ნი­მე თვის წინ მუ­სი­კოს­მა დათო ევ­გე­ნი­ძემ თურ­ქეთ­ში ღვიძ­ლის გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა. დო­ნო­რი მისი მე­გო­ბა­რი, მომ­ღე­რა­ლი გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვი­ლი იყო. ოპე­რა­ცია 25 აპ­რილს ჩა­ტარ­და,12 სა­ა­თი გაგ­რძელ­და და რო­გორც ქი­რურ­გმა აღ­ნიშ­ნა, საკ­მა­ოდ რთუ­ლი პრო­ცე­სიც იყო. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლა­ფერ­მა კარ­გად ჩა­ი­ა­რა. ევ­გე­ნი­ძე სამ­შობ­ლო­ში რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ დაბ­რუნ­და. რო­გორც ამ­ბობს, ოპე­რა­ცი­ამ­დე გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხე­ბი პრობ­ლე­მებს ქმნი­და, მათ შო­რის ფი­ნან­სე­ბი, რაც მუ­სი­კო­სის თქმით, პრე­მი­ერ­მა მო­აგ­ვა­რა. მან “იმე­დის” […]

298 წაკითხვათურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა, რა დროსაც არ გამორიცხა “ახალი ინიციატივები”. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული გამოცემა Daily Sabah თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების საკითხების სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე ცნობით, საუბრისას ერდოღანმა თურქულ ქალაქ მერსინში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში რუსეთის წვლილისთვის პუტინს მადლობა გადაუხადა. განცხადების თანახმად, საუბრისას ასევე თურქულ-რუსული ურთიერთობები და რეგიონული საკითხები იქნა განხილული. “საუბრისას ასევე […]

283 წაკითხვარუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა, სადაც 24 და 25 აპრილს გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა “სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა. ხვალ მისი თავმჯდომარეობით გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება”, – დაწერა მან „ტელეგრამის“ არხზე. სერგეი ლავროვი დღეს გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს შეხვდება. მანამდე გაერო-ში რუსეთის მუდმივმა […]

143 წაკითხვარუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ხერსონში, „დნეპრის“ ჯარების ჯგუფის შტაბბინას და ლუგანსკში, ეროვნული გვარდიის ჯგუფის „ვოსტოკის“ შტაბბინას ეწვია, – ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. „ვლადიმერ პუტინმა ხერსონის რეგიონში „დნეპრის“ ჯარების დაჯგუფების შტაბ-ბინაში მოისმინა საჰაერო სადესანტო ძალების მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ მიხაილ ტეპლინსკის, „დნეპრის“ ჯარების ჯგუფის მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ ოლეგ მაკარევიჩის და სხვა სამხედრო ხელმძღვანელების მოხსენებები“, – აცხადებენ კრემლში. რუსული მედიის ცნობით, შეხვედრაზე […]

149 წაკითხვარუსეთი დაინტერესებულია, რომ უკრაინაში კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. “დაინტერესებული ვართ, რომ უკრაინის კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ჩვენ არაერთხელ ავხსენით დეტალურად, რა ხდება, მიზნები, რაც ამ კუთხით გვაქვს”, – განაცხადა ლავროვმა ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაურო ვიეირასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, ბრაზილიელ კოლეგასთან განიხილა კონტექსტი, რომელიც მხედველობაში […]

240 წაკითხვააშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპის სასამართლოს წინაშე 4 აპრილს წარდგება. გამოძიების ინფორმაციით, 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ტრამპმა ერთ-ერთ პორნოვარსკვლავს თანხა გადაუხადა იმის სანაცვლოდ, რომ მასთან სავარაუდო ურთიერთობის შესახებ საუბარი შეეწყვიტა. სასამართლოში მისვლამდე ტრამპმა სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მხარდამჭერებს 2024 წლის საარჩევნო კამპანიისთვის თანხების მობილიზაციისკენ მოუწოდა. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მისი მოწინააღმდეგეები საარჩევნო კამპანიებში მილიონობით დოლარს ხარჯავენ და მათი მიზანი […]

269 წაკითხვაუკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 5 აპრილს პოლონეთს ეწვევა, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტის აპარატის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა მარკინ პრჟიდაჩმა ადგილობრივ მედიას განუცხადა. „ოთხშაბათს, 5 აპრილს, ველოდებით უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტს პოლონეთში“, – განაცხადა პრჟიდაჩმა. მისი თქმით, ზელენსკი პოლონეთში პრეზიდენტ ანჯეი დუდას მიწვევით ჩადის. ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტი ზელენსკი პოლონელებთან და პოლონეთში მცხოვრებ უკრაინელებთან შეხვედრას გეგმავს.