63 წაკითხვაევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთი ცდილობს გაანადგუროს თავისუფლების ღირებულებები უკრაინაში, რადგან მას ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის ეშინია. „ჩვენ, ევროპელები ვაფასებთ ჩვენს თავისუფლებას, დემოკრატიას, აზროვნებისა და სიტყვის თავისუფლებას“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. „უკრაინა იბრძვის ევროპის იდეალებისთვის, რომლებსაც ჩვენ დღეს ვზეიმობთ. რუსეთში, პუტინმა და მისმა რეჟიმმა გაანადგურეს ეს ღირებულებები. მათ ეშინიათ […]

54 წაკითხვაუკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ლიდერების მოსკოვში „გამარჯვების დღის“ აღსანიშნავად გამართულ აღლუმზე დასწრებას ამორალურ და არამეგობრულ ნაბიჯად აფასებს. „აღნიშნული სახელმწიფოების ლიდერების მონაწილეობას საჯარო ღონისძიებაში, ომის დამნაშავესთან ერთად, რომელსაც თავი მოაქვს ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უპრეცედენტო ომის გაჩაღებით, განვიხილავთ, როგორც ამორალურ და არამეგობრულ ნაბიჯს უკრაინის მიმართ და უპატივცემულობის გამოხატვად უკრაინელი ხალხის მიმართ, რომელიც გადარჩენისა […]

60 წაკითხვაროგორც გუშინ მალტის პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე დღეს მალტის პრეზიდენტმა დაგვიდასტურა მალტის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საქმეში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილი მალტის პრეზიდენტთან შეხვედრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე მალტა საქართველოს ერთ-ერთი გულმხურვალე მხარდამჭერია. „დღეს მალტის პრეზიდენტთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ისევე, როგორც გუშინ მალტის პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე დღეს მალტის პრეზიდენტმა დაგვიდასტურა მალტის უპირობო მხარდაჭერა […]

61 წაკითხვასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ორბელიანის მოედანზე, „ევროპის დღეების“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო. ორბელიანის მოედანი შვედურ დღეს მასპინძლობს. „ყველას მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. პირველ რიგში, მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისათვის. მინდა მივესალმო ჩვენს მეგობრებს, ევროკავშირის ელჩს, ბატონ პაველ ჰერჩინსკის, განსაკუთრებით, მინდა მივესალმო შვედეთის ელჩს და ჩვენს მერს, კახა კალაძეს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ეს დღეები “ევროპის დღეებს” აღვნიშნავთ. გუშინ ელჩებთან ერთად აღვნიშნეთ ევროპის […]

85 წაკითხვასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრ კატრინ კოლონას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. „აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს საფრანგეთის ძლიერ და ქმედით მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების მიმართულებით გაწეულ უდიდეს […]

82 წაკითხვამოსამართლეების სანქცირება პირდაპირ ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის თავზე ყულფის მოჭერას,- ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა. როგორც ის განმარტავს, ივანიშვილი სანქციებზე დარდობს. „ყველაფერი აქამდე მიდის, ეს არის ყველზე ბოლო ინსტანციის ძალაუფლება, რომელშიც წყდება ყველაფერი – ფინანსური საკითხები, პოლიტიკური დევნის საკითხები, არჩევნების შედეგები. იქიდან დაიწყეს, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მისთვის, ამიტომ სანქციების დარდი აქვს ახლა“, – განაცხადა გოცირიძემ. მისივე განმარტებით, […]

118 წაკითხვადღევანდელ კრიზისულ პერიოდში, რომელიც, როგორც ჩანს, მალე არ დასრულდება, ევროკავშირს აქვს საუკეთესო დრო იმ როლის და ფუნქციის შესასრულებლად, რისთვისაც ის შეიქმნა, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პრაღაში ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაზე კოლეგებს. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ამჟამად რაც ყველაზე მეტად სჭირდება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, არის მკაფიო, გაზომვადი და ინსტიტუციური პროცესი, ნაკლებად სუბიექტური, მიკერძოებული პოლიტიკური შეხედულებებით. მისი […]

85 წაკითხვაპარლამენტი სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის კენჭისყრაზე გატანას დღესაც გეგმავს. საკითხის დასაზუსტებლად პარლამენტის თავმჯდომარეს დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ მიმართა, რაზეც შალვა პაპუაშვილმა უპასუხა, რომ „დღის წესრიგი არ არის განახლებული“ და შესაბამისად, საკითხი კენჭისყრაზე გამოვა. „კენჭსაყრელი საკითხები რაც არის შეტანილი დღის წესრიგში, დღის წესრიგი ჩვენ არ განგვიახლებია. რაც არის დღის წესრიგში, ყველა ეს საკითხი დადგება კენჭისყრაზე, საკითხების […]

75 წაკითხვაროცა საქმე ეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, რაც მათი [ოპოზიციის] ინიციატივაა დღეს, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, მგონი, საბოლოო ჯამში, ისინი ხელს გამოკრავენ საგამოძიებო კომისიის შექმნას მათ წინააღმდეგ – კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ჩადენილი დანაშულები საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, შესაბამისად, მათ არა გამოძიება, არამედ, სისტემატიზაცია სჭირდებათ. ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა 2008 […]

73 წაკითხვაპარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დავით კეზერაშვილის მიერ „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტის სხვისთვის გადაცემა უნდა შეფასდეს არა გადაფორმებად, არამედ „ტელევიზიის გადამალვად“. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, კეზერაშვილი ცდილობს, ტელევიზიას საკუთარი მძიმე რეპუტაციის ტვირთი დროებით მაინც ჩამოხსნას. „თავისუფალი ჟურნალისტიკა შეუთავსებელია იმასთან, რომ დავით კეზერაშვილი, მაღალი ალბათობით, საერთაშორისო თაღლითობით ნაშოვნი ფულით აფინანსებს მედიის საქმიანობას. ამიტომ, ეს უნდა შეფასდეს არა ტელევიზიის ვინმესთვის გადაცემად ან გადაფორმებად, არამედ ტელევიზიის გადამალვად. […]