117 წაკითხვამოლოდინების მიუხედავად, დღევანდელ პროცესზეც არ მოხდა მიხეილ სააკაშვილის ჩართვა კლინიკა ვივამედიდან. ამის მიზეზად პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ტექნიკური შესაძლებლობების არქონა დაასახელა. მისი თქმით, მათ უწყებას კლინიკა ვივამედში არ აქვს ამის საშუალება.

258 წაკითხვამიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი 14 დეკემბრის 11:00 საათამდე გადაიდო. ამის შესახებ მოსამართლე გიორგი არევაძემ განაცხადა და ეს გადაწყვეტილება ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძესთან შეათანხმა. როგორც მოსამართლემ განმარტა, იმისთვის, რომ სხდომა სხდომისთვის არ ჩატარებულიყო, შესთავაზა ადვოკატს, რომ მომდევნო პროცესი გაიმართოს 14 დეკემბერს, რასაც საბოლოოდ დათანხმდა შალვა ხაჭაპურიძეც.

110 წაკითხვასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, კონტრტერორისტული საქმიანობის პროცესში მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მოქალაქე ცისკარა ტოხოსაშვილი დააკავა. ოფიციალურ განცხადებას სუს-ი ავრცელებს: “ტოხოსაშვილმა საქართველო 2015 წელს დატოვა, ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა და რეგიონში მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა. ტოხოსაშვილი, იგივე „ემირი ისა“, საკმაოდ გავლენიან ფიგურად ითვლებოდა „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებს შორის. იგი აქტიურად მონაწილეობდა სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე ტერორისტულ […]

83 წაკითხვაეკა ბესელიას განცხადებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რომც შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, კანონის მიხედვით ის მაინც ვერ გათავისუფლდება, ვინაიდან, ის სხვა საქმეებშიც არის ბრალდებული. ამის შესახებ მან 5 დეკემბერს, რადიო “პალიტრის” ეთერში სტუმრობისას ისაუბრა. “პრეზიდენტის შეწყალების მოთხოვნა, როგორც ერთადერთი გამოსავალი, მე არ მგონია, რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი. ვერ გაათავისუფლებენ, რადგან როგორც კი მიიღებს პრეზიდენტი ამ პოლიტიკურ აქტს, სხვა საქმეზე, რომელზეც […]

358 წაკითხვაშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და სამეგრელოში 5 პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, 1995 წელს დაბადებული რ. დ. და 1977 წელს დაბადებული ლ. მ. „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით არიან დაკავებული, ხოლო 1982 […]

375 წაკითხვასაქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ექსპერტიზის დასრულებამდე სააკაშვილი მედიკამენტების მიღებაზე უარს აცხადებს. როგორც ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილს „ვივამედის“ კლინიკაში შეყვანიდან დღემდე დაახლოებით, 20 კილოგრამი აქვს დაკლებული და მისი მდგომარეობა კიდევ უფრო რთულდება. „წუხანდელთან შედარებით, უკეთესი სიტუაციაა, თუმცა, ზოგადად, რთული მდგომარეობაა. ეს რაც ჯანმრთელობას შეეხება. წამლების მიღებაზე უარი განაცხადა, თუმცა არა პროტესტის მიზნით. 86 კილოა. 20 კილოგრამი აქვს დაკლებული, […]

384 წაკითხვასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის ადვოკატის რამაზ ჩინჩალაძის განცხადებით, სოსო გოგაშვილს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება, კერძოდ სახის არესა და კიდურებზე. როგორც ადვოკატმა ე.წ. მოდულის შენობაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, გოგაშვილის სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სამედიცინო შემოწმებაზე გადაყვანა გუშინ ვერ მოხერხდა, თუმცა დღეს შესაძლებელია გადაიყვანონ, ან თავად მივიდნენ ექსპერტები მასთან. „დაზიანებები, რა თქმა უნდა, რეალურად აღენიშნება. სახის არეში საგრძნობლად შეიმჩნევა, […]

598 წაკითხვაშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვაზისუბანში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გუშინ გაჩენილ ხანძარს წინ მკვლელობა უძღოდა. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, 30 წლის პირმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა. შსს-ს ცნობით, ცოლ-ქმრის ცხედრებს, რომლებიც ხანძრის შემდეგ იპოვეს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს […]

849 წაკითხვა თამარ ჩერგოლეიშვილი მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს ღია წერილით მიმართავს და, გადასარჩენად, რეალობისთვის თვალის გასწორებას ურჩევს. “იცი, რომ შენდამი ნდობა მთლიანად გამქრალი მაქვს და არ მჯერა, რომ კვდები, როგორც არც ის მჯეროდა, რომ შიმშილობდი და როგორც ის არ მჯეროდა, რომ ჩამოხვიდოდი (არ მეგონა, რომ ციხეში წასასვლელად მზად ხარ) – შენ კარგად იცი, რომ შენდამი ნდობის საფუძველი მე არ გამაჩნია. შენ […]

405 წაკითხვათავდაცვის სამინისტრო სენაკის ბაზაზე ჯარისკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, პირველი კლასის რიგითმა ჯონი ჯაბას ძე ახალაიამ თავისივე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ჩაიდინა თვითმკვლელობა, რომელიც ასევე დააფიქსირა შემთხვევის ადგილზე არსებულმა ვიდეოსამეთვაყურეო კამერამ. ასევე კამერის ჩანაწერებით დგინდება, რომ ტრაგიკული ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდა მხოლოდ აღნიშნული პიროვნება. ფაქტზე დაუყონებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ 115-ე მუხლით. თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას […]