1,973 წაკითხვაბათუმის მოსახლეობა, ქალაქის ნავსადგურში, ქიმიური ტერმინალის მშენებლობას აპროტესტებს და ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს. მიმართვის ტექსტს „მედიაპრესი“ უცვლელად გთავაზობთ: პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ბ–ნ ბიძინა ივანიშვილს! ბ–ნო ბიძინა, მოგახსენებთ, რომ ქალაქ ბათუმის ნავსადგურში, ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობის კატეგორიული წინააღმდეგობის მიუხედავად, მიმდინარეობს ქიმიური ტერმინალის მშენებლობა. აღნიშნული ტერმინალი უსაფრთხოების თვალსაზრისით შეიცავს დიდ რისკებს, კერძოდ: 1. ტექნოგენური საფრთხეს, რომელიც შესაძლოა გამოიწვიოს იმ ქიმიური […]

1,736 წაკითხვააშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, „დიდი რვიანის“ შემადგენლობაში რუსეთის დაბრუნება მიზანშეწონილია. ეს განცხადება ტრამპმა ვაშინგტონში, რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან შეხვედრაზე გააკეთა.  ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. „ჩემი აზრით, „დიდი რვიანის“ შემადგენლობაში რუსეთის ხილვა უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა. თუ ვინმე ამის გაკეთებას გადაწყვეტს, მე წინააღმდეგი არ ვიქნები. ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტ ობამაზე უფრო ჭკვიანი აღმოჩნდა, რის გამოც ობამამ რუსეთის „დიდი რვიანიდან“ გაძევება მოინდომა“,  – […]

915 წაკითხვარუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს, საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ხვდება.  ამის შესახებ ინფორმაციას gazeta.ru ავრცელებს. ორი ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იქნება განხილული,  შეხვედრის მთავარი თემა კი უკრაინასა და სირიაში არსებული კრიზისის მოგვარებაა. რუსეთის დელეგაციაში ასევე შედიან, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი, პრეზიდენტის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი და საფრანგეშში რუსეთის ელჩი ალექსეი მეშკოვი. შეხვედრაზე ასევე […]

975 წაკითხვაამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის განცხადებით, ავღანეთში გამარჯვების მოპოვება ერთ კვირაში შეუძლია. ინფორმაციას ამის შესახებ gazeta.ru ავრცელებს. ამერიკის ლიდერის თქმით, მას შეუძლია საომარი მოქმედებები ათ დღეში დაასრულოს,  ეს პროცესი მილიონობით ადამიანის სიკვდილს გამოიწვევს, რაც ტრამპის თქმით, ასეთი შედეგის დადგომა მას არ სურს. „მე არ მსურს ამ გზის გავლა“ – აცხადებს ტრამპი.

3,772 წაკითხვაოდესის სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, ათი კი მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას მომხდარი ტრაგედიის შესახებ სააგენტო riafan.ru ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ტრაგედია შაბათს ღამით, „Токио Стар“ – ის სასტუმროში მოხდა. ხანძარი სასტუმროს მეორე სართულზე გაჩნდა. ხანძრის ლოკალიზებაში 65 მაშველი და 13 ერთეული სპეცტექნიკა იყო ჩართული.

2,511 წაკითხვა„მე გეუბნებით, რომ სამთავრობო ცვლილებები მოსალოდნელი არ არის“ – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განუცხადა. ვოლსკის განცხადებით, მამუკა ბახტაძე არის ინტელექტუალური, ენერგიული და ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელსაც მართვა შეუძლია. „დიდი ხანია, რაც მედია კითხვას სამთავრობო ცვლილებების შესახებ სვამს. როდესაც არის საკვაძნო, გარდამტეხი პერიოდი, ქვეყანაში რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება, დგება წინასაარჩევნო წელიწადი, მედიასაშუალებების წარმომადგენლები ყოველთვის სვამენ კითხვას მოსალოდნელ […]

1,911 წაკითხვამომღერალი პაატა ბურჭულაძე სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. „დღისით, მზისით, ოთხ-ხუთ ოკუპანტ სამხედროს ვერ უვლიან, ოკუპირებულ ტერიტორიას აფართოვებინებენ! წამზომს ურთავენ ოჯახებს და სახლებიდან ყრიან და ეს მავნებლები ანტისახელმწიფოებრივი ფილმების გადაღებით არიან დაკავებული. იმის მაგივრად, რომ ამ ოჯახებს იცავდნენ დღეს ისევ 11 წლის წინ რა იყო იმის გარჩევაზე და გადაბრალებაზე უნდათ ყურადღების გადატანა. ივანიშვილი მოსწრებაზეა, აგვისტოში უნდა ყველა “შავი საქმის” […]

2,136 წაკითხვა„ის,  რაც გუგუტიაანთკარში ხდება, არის რუსული მცოცავი ოკუპაციის გაგრძელება, რომელიც 2008 წლის შემდეგ არ შეჩერებულა“ – წერს პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე სოციალურ ქსელში. პარტიის ლიდერი არსებულ ვითარებაში ნაწილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებს: „ფაქტია, საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა რუსული ოკუპაციის შეჩერება მიუხედავად იმისა, რომ ისინი ოკუპანტების მიმართ საკმაოდ ლოიალობით გამოირჩევიან.  ისიც ფაქტია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის […]

4,264 წაკითხვალალი ცერაძე 1994 წლის გაზაფხულის ერთ მშვენიერ დილას თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ასურეთს ვეწვიე… ატირებული ვაზის რქა, სითბოს და სიცოცხლის მფრქვეველი ასურნელებულიახლადმოხნული მიწა, აყეფებული ბომბორა ეზოს ძაღლები, აბღავლებული ხარ–ფური, ჩიტების გალობით შეჯერბული გამჭვირვალე ცისფერი ზეცა, ახლადკოკრილ ვარდ–ყვავილებთან მოლივლივე პეპლები, ყველაფერი იზიდავდა და ხიბლავდა სულსა დათვალს. მხოლოდ რაღაც უსიამოვნო სევდა მაინც ისადგურებდა გულში, როცა ამ მზის გულზეგადაშლილ სოფელს გადავხედავდი, რაღაც უხილავი […]

1,882 წაკითხვატელეკომპანია “იმედი”-ს ჟურნალისტების ნაწილი სოციალურ ქსელში ეხმიანებიან ფილმს, რომელიც აგვისტოს ომთან დაკავშირებით მომზადდა.  ისინი წერენ, რომ არ იზიარებენ ფილმის ერთ-ერთ მთავარ ხაზს, რომელიც რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის შესახებ გამოთქმულ ვერსიას ეხება. „არ ვიზიარებ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული მასალის ერთ-ერთ მთავარ ხაზს. მიუღებელია რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმული ვერსია და ამას წლების განმავლობაში ომის თემაზე ჩვენ მიერ […]