1,687 წაკითხვამარნეულის მერსა და მეუფე გიორგის შორის, ნარიმან ნარიმონოვის ძეგლის გამო დაპირისპირება გრძელდება. საკვირაო წირვის შემდეგ მეუფე გიორგიმ მრევლს მოუწოდა ხმა არ მისცენ “ქართული ოცნების” კანდიდატს. მეუფე გიორგი აცხადებს, რომ ზაურ დურგალი ეროვნული ინტერესების მოღალატეა და მას საკანონმდებლო ორგანოში არაფერი ესაქმება. “გუშინ გარეჯი ჩვენ ჩაგვიკეტეს წაგვართვეს და ვინც ჩვენ გარეჯი წაგვართვა, თავის დროზე მიაკუთვნა მეზობელ სახელმწიფოს, დღეს მისი ძეგლი პატივით […]

1,453 წაკითხვაახალგაზრდა ქალი თბილისის საკრებულოს დეპუტატის ოჯახის წევრს ძალადობაში ადანაშაულებს. საქმე ეხება წუხელ მუხიანში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც, გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის თამარ ბახსოლიანს მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკურად გაუსწორდნენ. ბახსოლიანის მეუღლეს მუხიანში უბნის სასურსათო მარკეტი აქვს, თავად კი გამყიდველად მუშაობს. როგორც თავად ყვება, დაახლოებით 24:00 საათზე მაღაზიაში მივიდა ახალგაზრდა მამაკაცი, ბერდია ხაბულიანი, რომელმაც უთხრა, რომ ლუდი ნისიად მიეცა. ქალმა ხაბულიანი […]

3,845 წაკითხვა„იმედის“ უკვე ყოფილი ჟურნალისტები, დები ნატა და ნანუკა ქაჯაიები სამუშაოდ „ტვ პირველზე“ გადავიდნენ. დებმა „ტვ იმედი“ რამდენიმე დღის წინ დატოვეს. „ეს ორი სილამაზე გოგო. უმაგრესები, ნიჭიერები. საუკეთესოები კეთილი იყოს თქვენი ფეხი „ტვ პირველზე“!!! ისე მიყვარხართ და ისე მიხარიხართ!!!. ბევრი და დიდი წარმატებები თქვენ, ამიერიდან, უკვე ერთად! მიყვარს „ტვ პირველი“ და ჩემი დები ქაჯაიები“ ინგა გრიგოლია

1,903 წაკითხვაპოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს: „არ ვიცი რამდენ ხანს მოანდომებს ხელისუფლება თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებას, თუ საერთოდ გამოიძია იმ პირობებში, როცა მის ოჯახს თურმე გაჩუმება ურჩიეს (როგორც ადვოკატისგან შევიტყვეთ). ფაქტია რომ ახალგაზრდა წარმატებული გოგონას სიკვდილი არ არის რიგითი კრიმინალური ეპიზოდი და საკმაოდ ბნელით მოცული საქმეა. რა თქმა უნდა ჯობს, გამოძიებას დაველოდოთ, ოფიციალურსაც და დამოუკიდებელსაც, მაგრამ რაკი დიდი ალბათობით […]

6,258 წაკითხვალევან ბერძენიშვილის ლექციები ახალგაზრდებში და სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ცოტა ხნის წინ, ქსელში მისი მორიგი ლექცია გავრცელდა, სადაც “ალუდა ქეთელაურს” განიხილავს. ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის თქმით, ვა­ჟას გმი­რი მიხ­ვდა, რომ მტრო­ბა არ არ­სე­ბობს, რომ ქის­ტი მტე­რი არ არის, რომ მუ­ცა­ლი მტე­რი არ არის და მი­ვი­და იმ აღი­ა­რე­ბამ­დე, რომ ადა­მი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის­თვის მგე­ლი არ უნდა იყოს. ის ამ­ბობს, რომ მუს­ლი­მის ცხო­ნე­ბა ქრის­ტეს­თვის გა­სა­გე­ბი […]

1,687 წაკითხვა„ტაბულას“ რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს: „ერთადერთი მიზეზი, რითიც სააკაშვილი მხარდაჭერას ინარჩუნებს ისაა, რომ დიდი გამარჯვება მის ანგარიშზეა. ისაა გამარჯვების სიმბოლო. ვადაგასული სიმბოლო. მაგრამ, მაინც სიმბოლო. “მიშას შეუძლია ბიძინას დამარცხება” – ეს ასულდგმულებს მის მხარდამჭერს, რომელსაც არა მიშას თაყვანისცემის, არამედ ბიძინას დამარცხების ჟინი ამოძრავებს არჩევნებიდან არჩევნებამდე. მიშა ძალიან კარგად ხვდება, რომ დღეს ბიძინას დამარცხება ძალიან იოლია. ძალიან იოლია, […]

1,136 წაკითხვანაციონალური მოძრაობის წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში არსებულ პირად დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას და სოციალურ ქსელში საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს. “დიდხანს ვიფიქრე, დამეწერა თუ არა ეს პოსტი. გადავწყვიტე, რომ მაინც კი. ადამიანი მარტო იბადება და მარტო კვდება. თამარ ბაჩალიაშვილიც, ისევე როგორც ყველა სხვა, მარტო შეხვდა საკუთარ ტრაგიკულ დასასრულს. არ ვიცით, რატომ ან როგორ. ნორმალურ ვითარებაში ამას გამოძიება, კანონის […]

1,481 წაკითხვა,,ტაბულას” რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,ბექა ოდიშარია სკამზე დამდგარი ყავს 500 კაცს ნანახი – მიშას სადღეგრძელოს ასე სვამდა. ალბათ სხვებსაც დაულევიათ, უბრალოდ მე არ ვმოძრაობდი იმ სოციალურ წრეში, სადაც ასეთი მლიქვნელობა ნორმა იყო. მე რა ხალხშიც ვიყავი, ის ხალხი მიშას შენობით ელაპარაკებოდა. ამიტომ ამ ფაქტმა შოკი მომგვარა. ხოდა აი ახლა ფეისბუქს ვსქროლავდი და მის სამ წინადადებაზე შევყოვნდი […]

1,211 წაკითხვაირინა სარიშვილის პოსტი ფეისბუქში: ექსპერტი, რომელიც შეიძლება გიდადაც მუშაობდეს (სიმართლეც რომ იყოს) თურმე პრობლემაა და მწყემსი რომ ფეხოსანი პატრული აღმოჩნდება მერე რა ხო? ამ ხელისუფლების დამცველებო! ეგებ ცოტა გაიჭირვოთ და გააანალიზოთ – ექსპერტმა ყველა დასკვნა ოფიციალური ექსპერტიზის აღწერის აფუძველზე გააკეთა და ოდნავ ლოგიკის უნარი თუ დაგრჩათ, დღეს გული უნდა გქონდეთ შიშისგან გახეთქილი და არა ექსპერტს, გვარამიას ან მთავარ არხს […]

1,452 წაკითხვადეპუტატი, „ქართული ოცნების“ რეგიონალური მდივანი, დიტო სამხარაძე, სოციალურ ქსელში ავრცელებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის სტატუსის სქრინს და წერს: „ეს ნახეთ რა დღეშია? კომენტარები გახსენი ქვეშეფსია და ნახავ ხალხის აზრს! არ ვიცოდე მაინც შენი ქარაფშუტა „გრეხები“ ეს მართლა რუსეთის აგენტი. ერის სირცხვილი ფუუ შენი ბინძური ….. შენს შვილს ან ოჯახს, ვინმე ეხება? კაცობაზე ლაპარაკობ? პოლიტიკაში შვილებზე გადადიხარ? შენი კურდღელი […]