2,239 წაკითხვატელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი და ნაციონალური მოძრაობის წევრი ზაალ უდუმაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე არიან დაბარებული. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას.

1,312 წაკითხვაყიფშიძის ქუჩის სისხლიანი გარჩევის ერთ-ერთი მონაწილის ვინაობა და დაპირისპირების სავარაუდო მიზეზი ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა. როგორც ირკვევა, ერთ-ერთი პირი, რომელიც მძიმედ არის დაშავებული და ამჟამად საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩბა, ლევან ძნელაძეა, ხოლო ქალი, რომელიც საქმეში ფიგურირებს და გუშინ “კურიერის” მიერ გავრცელებულ ექსკლუზიურ კადრებშიც ჩანდა, მარიკა წერეთელი. ლევან ძნელაძის ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, ოჯახი ფლობდა მიწას რომელზედაც საცხოვრებელი სახლის აშენებას აპირებდნენ […]

1,874 წაკითხვათბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ორი ადამიანი. ორივე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მე-9 საავადმყოფოში გადაიყვანა. თვითმხილველების ინფორმაციით, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირებაში სამი პირი ფიგურირებდა, რომელთა შორის ერთი ქალია. როგორც ისინი აცხადებენ, ორი პირიდან ერთი ბარძაყის არეშია დაჭრილი, მეორეს კი ჭრილობები თავის და მუცლის არეში აღენიშნება. ექიმი ირაკლი ფირცხალაშვილი ამბობს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის კვალი არც ერთ მათგანს […]

1,334 წაკითხვაპატიმართა შეწყალების საქმეზე გენერალურ პროკურატურაში 28 სექტემბერს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას საადვოკატო ბიუროს პარტნიორებს გამოკითხავენ. უწყებაში გიორგი ტალახაძეს, გიორგი მიროტაძეს და ლაშა ხურცილავას 13:00 საათზე ელოდებიან. შეწყალების საკითხზე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. შეწყალების საქმეზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი 27 სექტემბერს გამოკითხეს. 26 სექტემბერს კი გენპროკურატურაში ამ მიზნით პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ანგი […]

2,014 წაკითხვასაქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით სხვადასხვა პირების მიმართ ზეწოლისა და შანტაჟის შესახებ მის მიერ მედიაში გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, -ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დეპუტატს საგამოძიებო უწყებიდან გუშინ დაუკავშირდნენ, თუმცა მან განაცხადა, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში პროკურატურაში ვერ გამოცხადდება. „ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ საგამოძიებო უწყებაში მისვლის თარიღს პროკურატურას ორშაბათს თვითონ […]

1,573 წაკითხვარამდენიმე ამბავი, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა, ერთ-ერთი სოფლიდან იწყება. არასრულწლოვნებს, პორნოგრაფიულ ფოტოებს სავარაუდოდ ოჯახის წევრების თანხმობით უღებდნენ და შემდეგ საზღვარგარეთ ყიდდნენ. მსხვერპლთა და ბრალდებულთა ნათესავები ამტკიცებენ, რომ ფოტოების პორნო შინაარსზე არაფერი იცოდნენ. ბავშვთა პორნოგრაფიის საქმესთან დაკავშირებით სიუჟეტი “იმედის კვირამ” მოამზადა. როგორც სიუჟეტში ბავშვთან პორნოგრაფიის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის შვილი, 8 წლის გოგოს და ამბობს, ფოტოგადაღებები სარეკლამო ხასიათის იყო, “მაგალითად თეთრეული […]

1,908 წაკითხვასამართალდამცავებმა ტექნიკის მაღაზია „ზუმერის“ გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. დაკავებულმა პირებმა მაღაზიაში უკანონოდ შეაღწიეს, სადაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ მობილურ ტელეფონებს, სხვადასხვა სახის აქსესუარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, 2 პირი: 2003 წელს დაბადებული გ.ჭ. და 2003 წელს დაბადებული თ.გ. დააკავეს. […]

1,984 წაკითხვარუსთაველზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, სამართალდამცველებმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით 2000 წელს დაბადებული ლ.კ. მომხდარიდან მალევე, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 12 სექტემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 1998 წელს დაბადებულ გ.ყ.-ს ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო […]

943 წაკითხვანიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს – ამის შესახებ, ინფორმაცია მთავარმა საგამოძიებო უწყებამ გაავრცელა. მათივე ინფორმაციით, 10 სექტემბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, დემონსტრაციულად დაარღვია თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დაწესებული აკრძალვა და საკუთარი სურვილით, საგამოძიებო ორგანოს უარის მიუხედავად, დატოვა საცხოვრებელი ადგილი. პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნიკა მელიას ქმედება წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების დარღვევას, რომლის განმეორების შემთხვევაშიც შესაძლოა მის მიმართ უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება […]

1,881 წაკითხვათემქაზე 62 წლის ქალის, გულნარა პივაზის, მკვლელობის საქმე გახსნილია. სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებული 57 წლის მამაკაცი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მკვლელობაში ბრალდებულმა ქალს ანგარების მოტივით, ურთიერთშელაპარაკების დროს, ბლაგვი საგნისა და ცივი იარაღის გამოყენებით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც სახლიდან ძვირადღირებული ნივთები გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მაზლის დაკავება ნათესავებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. აღნიშნულის შესახებ “ინტერპრესნიუსს” მოკლული […]