1,418 წაკითხვააშშ-ი დაიცავს სირიის ნავთობსაბადოებს და დაპირისპირების შემთხვევაში, ნებისმიერ მოწინააღმდეგეს სამხედრო ძალით უპასუხებს, მათ შორის რუსეთსა და სირიას, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, მარკ ესპერმა განაცხადა. მარკ ესპერის თქმით, ვაშინგტონის ამოცანაა, რომ ნავთობსაბადოები მოკავშირე ქურთულმა დაჯგუფებამ, „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ გამოიყენოს. პენტაგონის ხელმძღვანელის განცხადებით, ამერიკელი სამხედროები ნავთობსაბადოებს უკვე იცავენ. სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროები ერაყიდან სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, […]

908 წაკითხვააშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვლადიმირ ზელენსკი „რუსეთის ახალ პრეზიდენტად“ მოიხსენია. შეცდომაზე ამერიკელმა ჟურნალისტმა, დენიელ დეილმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაამახვილა ყურადღება. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება თეთრი სახლის ვებგვერდზეც არის განთავსებული. ვლადიმერ ზელენსკისთან საუბრის სტენოგრამის გავრცელების შემდეგ დონალდ ტრამპმა თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან შესანიშნავი საუბარი ჰქონდა. „რუსეთის ახალმა პრეზიდენტმა, ის კარგი კაცია, განცხადება გააკეთა. იქ არაფერი იყო. არავითარი ზეწოლა მასზე არ ყოფილა“, – აღნიშნა ტრამპმა. 25 […]

1,492 წაკითხვაამერიკელი პოლიტიკური მრჩეველი და აშშ-ის არმიის ვეტერანი ლუკ კოფი სირიიდან გაყვანილი ამერიკელი სამხედროების საქართველოში განთავსების ინიციატივით გამოდის. აღნიშნული რეკომენდაცია კოფიმ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა. „შეთავაზება: ამერიკის შეერთებული შტატების ჯარი, რომელიც სირიას ტოვებს, შეიძლება, საქართველოში გაიგზავნოს და გახდეს „ჰორიზონტს მიღმა“ ძალა, რომელიც სწრაფად უპასუხებს „ისლამურ სახელმწიფოს“, იმ შემთხვევაში თუ ის კვლავ გაძლიერდება“,- წერს ლუკ კოფი „ტვიტერის“ გვერდზე. კოფის რეკომენდაციით, ამერიკის შეერთებულ […]

1,460 წაკითხვა“რუსეთი შავ ზღვაში სამხედრო საზღვაო წვრთნებს იწყებს, სადაც მონაწილეობას მიიღებენ როგორც სამხედრო მოსამსახურეები, ასევე სპეციალური სამხედრო ტექნიკა, წვრთნების დროს განხორციელდება ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გაშვებაც, რეალურად, შესაძლოა ამ წვრთნებმა საქართველო საფრთხის წინაშე უკვე მეორედ დააყენოს. საქმე ისაა, რომ 2008 წლის ივლისში აგვისტოს ომამდე რუსეთმა კავკასიაში მასშტაბური სამხედრო წვრთნები ჩაატარა, სამხედრო წვრთნების მონაწილეებს დაურიგდათ ბროშურები, რომელიც შეიცავდა ინფორმაციას საქართველოს შეიარაღებული […]

899 წაკითხვაყირგიზ ჟურნალისტს კაბაი კარაბეკოვს პატიმრობა ემუქრება, რადგან მას არ აქვს საშუალება ქვეყნის პრეზიდენტს, სოორონბაი ჟეენბეკოვს კომპენსაცია 10 დღის განმავლობაში გადაუხადოს. ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ იტყობინება. ბიშკეკში გასული წლის ოქტომბერში სასამართლომ ჟეენბეკოვის სარჩელზე ღირსების შელახვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, რომლის საფუძველზეც ჟურნალისტს და სააგენტო 24.კგ-ს კომპენსაციის სახით, პრეზიდენტის სასარგებლოდ 60 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. სარჩელს საფუძვლად 11 სექტემბერს […]

853 წაკითხვა„აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სირიაში შეჭრის გამო ანკარას ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს“, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, სანქციები, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში ამოქმედდება. აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ქურთებზე თურქეთის თავდასხმის შესაჩერებლად ვაშინგტონს სამხედრო ძალის გამოყენება არასოდეს განუხილავს და ტრამპმა კვირას პენტაგონს დაავალა, ჩრდილოეთ სირიიდან ამერიკული ჯარის გაყვანა უზრუნველყოს. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სტივენ მნუჩინის, თქმით, ტრამპმა თურქეთს […]

1,616 წაკითხვააშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურის დაწყების შესახებ განაცხადა, – იუწყება CNN-ი. „მე ვაცხადებ იმის შესახებ, რომ წარმომადგენელთა პალატა იწყებს ოფიციალურ გამოძიებას იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში. ექვს კომიტეტს ვაძლევ განკარგულებას დაიწყონ თავიანთი გამოძიებები“, – განაცხადა ნენსი პელოსიმ ტელემიმართვაში. თავად ტრამპმა ამას „კუდიანებზე ნადირობა“ უწოდა. იმპიჩმენტის დაწყების მიზეზი ტრამპის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების შეჩერების შესახებ ბრძანება გახდა. მანამდე […]

1,741 წაკითხვააშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, „დიდი რვიანის“ შემადგენლობაში რუსეთის დაბრუნება მიზანშეწონილია. ეს განცხადება ტრამპმა ვაშინგტონში, რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან შეხვედრაზე გააკეთა.  ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. „ჩემი აზრით, „დიდი რვიანის“ შემადგენლობაში რუსეთის ხილვა უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა. თუ ვინმე ამის გაკეთებას გადაწყვეტს, მე წინააღმდეგი არ ვიქნები. ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტ ობამაზე უფრო ჭკვიანი აღმოჩნდა, რის გამოც ობამამ რუსეთის „დიდი რვიანიდან“ გაძევება მოინდომა“,  – […]

919 წაკითხვარუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს, საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ხვდება.  ამის შესახებ ინფორმაციას gazeta.ru ავრცელებს. ორი ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იქნება განხილული,  შეხვედრის მთავარი თემა კი უკრაინასა და სირიაში არსებული კრიზისის მოგვარებაა. რუსეთის დელეგაციაში ასევე შედიან, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი, პრეზიდენტის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი და საფრანგეშში რუსეთის ელჩი ალექსეი მეშკოვი. შეხვედრაზე ასევე […]

979 წაკითხვაამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის განცხადებით, ავღანეთში გამარჯვების მოპოვება ერთ კვირაში შეუძლია. ინფორმაციას ამის შესახებ gazeta.ru ავრცელებს. ამერიკის ლიდერის თქმით, მას შეუძლია საომარი მოქმედებები ათ დღეში დაასრულოს,  ეს პროცესი მილიონობით ადამიანის სიკვდილს გამოიწვევს, რაც ტრამპის თქმით, ასეთი შედეგის დადგომა მას არ სურს. „მე არ მსურს ამ გზის გავლა“ – აცხადებს ტრამპი.