1,129 წაკითხვაპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, უმრავლესობის წევრმა თეა წულუკიანმა პარტია „მოქალაქეები“-ს თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილს მიმართა და მისი სიტყვები გაახსენა, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრებზე თქვა: „თქვენ თქვით ასეთი რამ, პარლამენტში დევს 90 მუთაქა „ქართული ოცნებიდან“ და 60 მგელი რომ შევალთ იქ, ნახეთ რას დავატრიალებთო, ეს ხომ თქვენი სიტყვებია? ახლა ჩვენ ვართ აქ 90 მუთაქა და თქვენ, მგლობის არაფერი გეტყობათ“- უპასუხა თეა წულუკიანმა ალეკო […]

1,064 წაკითხვათუ კალაძეს უნდა მერობა, ის დარჩება მერად“ – ამბობს ახალ თაობასთან ინტერვიუში პაატა ზაქარეიშვილი: „შესაძლოა კალაძეს პრემიერმინისტრობა უნდა სამომავლოდ და სულ სხვა მიმართულებით ფიქრობს. კალაძე თუ გაუშვეს, ის ახალ პარტიას შექმნის და სულ წაართმევს ხმებს მაგ საცოდავებს. კალაძე, გახარიასგან განსხვავებით, პოლიტიკაში დარჩება. კალაძე ძალიან ახლოს არის ივანიშვილის ოჯახთან. მას პირადად ბერა მფარველობს“.

1,231 წაკითხვაკომპოზიტორი, ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს: „ახლახანს დავბრუნდი სტუდიიდან, სადაც ჩემს უძვირფასეს მეგობრებთან ერთად ვწერთ ინოლა გურგულიას მუსიკის ალბომს ჩემი ვერსიებისთა და გაორკესტრებით. დღეს რამდენიმე ეპიზოდში სოლო ჩაგვიწერა ბექა გოჩიაშვილმა, მერე გიორგი ცაგარელმა (რომლის ინიციატივით დავიწყეთ ინოლას პროექტი) ჩაწერა თავისი პარტია მორიგ კომპოზიციაში. სიმფონიური ნაწილი უკვე ჩავწერეთ Lenø Records-ში, ახლა ვოკალის და სოლო ინსტრუმენტების დადების პროცესი […]

1,190 წაკითხვანიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა: „სოციალურ კვლევაში მივიღე მონაწილეობა. სამწუხაროდ, მკვლევარ ორგანიზაციას არ დავაკვირდი. ორგანიზაცია იკვლევდა „მესამე ცენტრის“ ამბებს. შეკითხვებიდან გამომდინარე, ძირითადი ფიგურანტი იყო სტრატეგია აღმაშენებელი და მისი პოზიციონირება. ასევე ძალიან ბევრი შეკითხვა იყო გახარიას ახალ პარტიაზე. მარა ბოლოს იყო სეფე შეკითხვა: რა დამოკიდებულება გექნებოდათ სტრატეგია აღმაშენებელსა და გიორგი გახარიას ახალ პარტიას ერთად რომ მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა. იმდენად გავოგნდი, პასუხიც […]

1,131 წაკითხვანატო ჩხეიძეს ნიკა მელია დაესიზმრა, ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა: სერიიდან: ცხადსიზმარიანა. „წუხელ ნიკა მელია მესიზმრა. კარზე ზარი დაირეკა. გავაღე. ზღურბლზე ნიკა დგას. – გამოვიქეცი ციხიდან, შენ უნდა დამმალო. – კარგი, დაგმალავ. აქეთ წამოდი – ვეუბნები. ბინის მეორე მხარეს გამყავს. – შენ ამ ოთახში იყავი. – რობოკოპები მომდევენ, უნდა შეაჩერო – მიბარებს ნიკა – კარგი – ვპირდები – რობოკოპები რომ […]

1,146 წაკითხვადაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ რამდენიმე ქვეყანაში ვაქცინირებულ ადამიანთა ჯანმრთელობა გაუარესდა აცრის შემდეგ, მაგრამ არა აცრის გამო. მისივე თქმით, სტატისტიკურად თრომბოემბოლიების რაოდენობა ვაქცინირებულ პოპულაციაში არ განსხვავდება არავაქცინირებულ პოპულაციაში თრომბოემბოლიების რაოდენობისგან. „რამდენიმე ქვეყანაში რამდენიმე პაციენტთან ვაქცინაციის შემდეგ, და არა ვაქცინაციის გამო ჯანმრთელობა გაუარესდა და ამიტომ შეჩერდა ვაქცინაცია. სტატისტიკურად თრომბოემბოლიების რაოდენობა იმ პოპულაციაში არ განსხვავდება არავაქცინირებულ პოპულაციაში […]

1,157 წაკითხვა„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ პრემიერ გახარიას პოზიციის მოულოდნელ შეცვლაზე ისაუბრა. „17 თებერვლის 17 საათამდე მისი პოზიციები იყო ზუსტად იდენტური იმისა, რაც ჰქონდათ გუნდის სხვა წევრებს, თუმცა სამწუხაროდ რატომღაც 17 საათზე ეს პოზიცია შეიცვალა. გვქონდა ჩვენ დისკუსია ამასთან დაკავშირებით, საზოგადოებას მივაწოდეთ გარკვეული ინფორმაცია. 17 საათი ზუსტად იქიდან მახსოვს, რომ იყო გარკვეული კომუნიკაცია ტექნიკური […]

1,156 წაკითხვა„გახარიამ მშობლების სახლთან კერძო დაცვის სამსახური ჩააყენა. რა საფრთხეს ელოდება ყოფილი პრემიერი. მიადგნენ გახარიას მამას, ზაურ გახარიას. „ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული პრემიერზე ღარიბაშვილის ჯგუფმა კომპრომატების ძებნა დაიწყო. ოცნება ეძებს, აქვს თუ არა გახარიას გადამალული ქონება და ვისია ქვემო მაჩხაანის ნუშის ბაღები. გახარიას ქონებას ეძებენ ყველგან და გახარიაზე კომპრომატებს ეძებენ ყველასთან.“ ესაა ნოდარ მელაძის საბათის ანონსი. გადაცემა ტვ პირველზე 13 […]

1,262 წაკითხვაგია ხუხაშვილის პოსტი ფეისბუქში: „აშკარად ჯადო აქვთ გაკეთებული. ძლივს ვაქცინა “დაითრიეს” და ზეიმის წინა დღეს ევროპის 9 ქვეყანამ შეაჩერა ამ ვაქცინის გამოყენება…“

1,225 წაკითხვაინგა გრიგოლიას პოსტი ფეისბუქში: „გიული ალასანია თუ დადიოდა ღარიბაშვილთან 2010-ში თუ 11-ში, სანდრა თუ დადიოდა,ნიკა რურუა და მთელი ნაციონალური მოძრაობა, როგორც ახლა მოგვახსენა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2011 წლამდე მათი პარტნიორი გამოდის სააკაშვილიც და მისი ხელისუფლებაც და დღეს ჩვენ გვეძახიან ნაციონალებს, ღმერთო,შენ უშველე ამ ქვეყანას“- წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.