570 Views2003 წლის მთელი კამპანია, „ვარდების რევოლუციის“ ჩათვლით, დაფინანსებული იყო ჩემ მიერ, – ამის შესახებ პარტია “გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. „მე მქონდა გარკვეული სახის კავშირები მაშინაც, მანამდეც და მის მერეც. 2003 წელს, კონსპირაციებისა და შეთქმულებების თეორიებს რომ აწყობდით და იძახით, რომ თითქოს სოროსმა დააფინანსა „ვარდების რევოლუცია“, ან ბიძინა ივანიშვილმა, 2003 წლის მთელი კამპანია დაფინანსებული იყო ჩემ მიერ, მაშინაც […]

880 Views„2004 წელს ჩვენს წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ჩაიდინა დანაშაული. მან ძალადობითა და ყაჩაღობით მიითვისა ჩვენს საკუთრებაში არსებული სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, რითაც ფეხქვეშ გათელა ფუნდამენტური დემოკრატიული ღირებულებები, როგორიც არის სიტყვის თავისუფლება, საკუთრების ხელშეუხებლობა და რაც მთავარია, მოქალაქის თავისუფლება და ღირსება. დღეს „რუსთავი 2“-ის ირგვლივ დატრიალებულმა მოვლენებმა, არსებულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ დაგვაყენა იმ ფაქტის წინაშე, რომ შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს მედია-ლანდშაფტი საქართველოში. მაშინ, […]

629 Views„სასამართლომ პინგ-პონგის პრინციპით გააგრძელა ჩვენთან ურთიერთობა“, – ეს განცხადება „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პარტია “გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა გააკეთა. ოქრუაშვილის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის წილების დაყადაღებასთან დაკავშირებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა. „როგორც მოსალონდელი იყო და სხვას არც ველოდით, საქალაქო სასამართლომ უარი გვითხრა ყადაღის დადებაზე „რუსთავი 2“-ის წილებზე, სრულიად სასაცილო მოტივით იურისტებისთვის, თითქოს მოთხოვნა ყადაღაზე უნდა […]

730 Views„რუსთავი2“-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს. “რამდენიმე დღე გავიდა არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი  ქართული საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებიდან, რომელმაც ყველას დაანახა რომ სამართალი, შეიძლება გვიან, მაგრამ აუცილებლად აღსრულდება. “რამდენიმე დღეა, რაც ჩვენი მაქსიმალური ძალისხმევით,  მშვიდად და ცივილიზებულად ვცდილობთ განვაგრძოთ თანამშრომლობა. “18 ივლისს, სტრასბურგის გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე გავაკეთე განცხადება იმის თაობაზე, რომ არხზე ყველას შეეძლო დარჩენა და რომ ახალი მენეჯმენტი მზად იყო, […]

1, 204 Viewsრუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადების პირველმა ნაწილმა, რომელიც საქართველოსთვის სანქციების დაწესებას ეხებოდა — შვება მოჰგვარა საზოგადოებას,  განსაკუთრებით ბიზნესს. მეორე ნაწილმა — საქართველოს ისტორიასთან დაკავშირებით, გულისწყრომა და გაღიზიანება გამოიწვია ქართველ მეცნიერებაში და არა მარტო. პრესაში გაჩნდა ვრცელი სტატიები სათაურებით: „საქართველოს ისტორიის გაყალბება დანაშაულია“, „ამაოდ ეძებენ რუსები საფუძველს, ვითომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველო არ არის“ და სხვა. ქართველი მეცნიერები, ინტელიგენციის […]

659 Views„თუ ასე განავითარეს ურთიერთობები, ბოლოს აზერბაიჯანი, ეს ჩვენი კეთილი მეზობელი და მეგობარი ქვეყანა გადაიქცევა კლასიკურ ოკუპანტად“, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა, კირიონმა (ონიანი) განუცხადა. სასულიერო პირის განცხადებით, მონასტრის ტერიტორიაზე სიტუაცია მძიმეა. მისივე თქმით, მონასტერში შესვლის უფლება არც მესაზღვრეებს აქვთ, არც ტურისტებს და არც თვითონ სასულიერო პირებს. „სტაბილური მდგომარეობა არანაირად არ არის, ჩამორთმეული გვაქვს მონასტერში შესვლის […]

1, 136 Views„2“-ის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის ხმაურიან ინტერვიუს „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, შალვა შავგულიძე ეხმაურება. შავგულიძე ოქურაშვილის ინტერვიუზე დაყრდნობით, არ გამორიცხავს, რომ სისხლის სამართლებრივი დავა დაიწყოს. მისივე თქმით, ქიბარ ხალვაშის მხრიდან თაღლითობის ნიშნები იკვეთება. „ალბათ, შეიძლება დაფიქრება აქ სისხლის სამართლებრივი კუთხითაც დავაზე, ვინაიდან თუ დადასტურდება ის გარემოებები, რაზეც ისაუბრა გუშინ ირაკლი ოქრუაშვილმა ნოდარ მელაძესთან ინტერვიუში, აქ იკვეთება მე, რა თქმა უნდა, […]

598 Views„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი და პოლიტიკური პარტია “სამართლიანი საქართველოსთვის” დამფუძნებელი ეკა ბესელია, “რუსთავი2”-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებში ხელისუფლების ინტერესებს ხედავს. „ვაკვირდები მოვლენებს… ვაანალიზებ… ვცდილობ ემოციამ არ გადაფაროს ობიექტურობის სივრცე ჩემში.  სწრაფად ვითარდება მოვლენები და დროში ოდნავ დაშორებაა საჭირო , რათა უკეთ დაინახო მიზეზ-შედეგობრივი კავშირი! “რუსთავი 2” დაუსრულებელი დავის ბედისწერას თავს ვერ აღწევს! ეს ალბათ არც არასდროს დასრულდება და ხელისუფლების ცვლილებების […]

611 Views “სააკაშვილის დროს, რუსთაველზე მიმდინარე მთელი მიტინგების პროცესი უმეტესწილად დაფინანსებული იყო ჩემს მიერ. ამას ვაკეთებდი არა ჩემი ფულით,”-ეს განცხადება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა შაბათის კურიერში გააკეთა და განმარტა, რომ ხელისუფლებიდან წამოსვლის შემდეგ, მას ყოველთვის ჰქონდა იმისა საშუალება, რომ მოეზიდა საჭირო თანხები სხვადასხვა საქმეებისთვის, მათ შორის იყო “რუსთავი 2”-ის წილების ყიდვაც. “ყოველთვის მქონდა გარკვეული სახის ბერკეტები იმისათვის, რომ გარკვეული საქმისთვის, ეს […]

mediapress.ge@gmail.com