182 წაკითხვახვალ რომ გადაწყვიტოს პრემიერ-მინისტრმა ვილნიუსში ჩასვლა, ეს ვითარებას ვერ შეცვლის, იმიტომ, რომ ღარიბაშვილს არ მიეცემა შესაძლებლობა შეხვდეს წამყვან პოლიტიკურ ფიგურებს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა ელჩმა რუსეთსა და უკრაინაში, ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა, რითაც ვილნიუსში, 11 ივლისს დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე ისაუბრა. როგორც ჩეჩელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში განაცხადა, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საქართველო უკრაინასთან ერთად არ განიხილება. „ის გადაწყვეტილებები, რასაც აშშ და […]

124 წაკითხვაუკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ნატო-ს ვილნიუსის სამიტის წინ, უკრაინის შესახებ გარკვეული გადაწყვეტილებები უკვე შეთანხმებულია. კულებამ სოციალურ ქსელ Threads-ში დაწერა, რომ მიუხედავად ყველა სკეპტიკოსისა და ოპონენტისა, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ ბევრ საკითხში უკრაინა წინ მიიწევს. “უკვე შეთანხმებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკრაინისა და ნატო-სთვის. სამიტის შემდეგ ალიანსისკენ ჩვენი გზა აუცილებლად შემოკლდება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც, როგორც ბევრ […]

118 წაკითხვაTbilisi Pride-ის მიერ ორგანიზებული ფესტივალის ჩაშლისას ორი პირი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. Tbilisi pride-ის ორგანიზებით, ფესტივალი, რომელიც 8 ივლისს ლისზე, დახურულ ტერიტორიაზე უნდა ჩატარებული, ჩაიშალა. ამის მიზეზი “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეთა ჯგუფის ორგანიზებული პროტესტი გახდა, ისინი ლისის ტბის ტერიტორიაზე […]

131 წაკითხვაუკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის და პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშაონ უკრაინისთვის “საუკეთესო შედეგის” მისაღწევად. ამის შესახებ ზელენსკიმ „ტვიტერში“ დაწერა. „მე და ანჯეი დუდას გვქონდა მოკლე, მაგრამ ძალიან არსებითი დისკუსია ვილნიუსში ნატოს მომავალი სამიტის შესახებ. ჩვენ შევთანხმდით ერთად ვიმუშაოთ უკრაინისთვის საუკეთესო შედეგის მისაღწევად”, – წერს ზელენსკი „ტვიტერზე“. უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ანჯეი […]

127 წაკითხვაუკრაინული ძალები ქალაქ ბახმუტის მიმართულებით წინსვლას აგრძელებენ. ამის შესახებ უკრაინის სახმელეთო ძალების სარდალმა, გენერალმა ალექსანდრე სირსკიმ Telegram-ზე განაცხადა. „თავდაცვის ძალები აგრძელებენ წინსვლას და მტერი ხაფანგშია“, – აღნიშნა მან. 8 ივლისს დაზვერვის განახლებულ ინფორმაციაში, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა „სტაბილურად მიაღწიეს ქალაქის როგორც ჩრდილოეთს, ასევე სამხრეთს“.

121 წაკითხვასაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ის, რომ პრაიდის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეების აგრესიის შედეგად პრაიდის კვირეულის დახურვის ღონისძიება ჩაიშალა, პრობლემაა, თუმცა პოლიცია თავისი შესაძლებლობების ფარგლებში მოქმედებდა. როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, პოლიციელების მოვალეობა ადამიანების უსაფრთხოების დაცვა იყო და მათ ამ მოვალეობას თავი კარგად გაართვეს, რადგან არავინ დაშავებულა. „ვნახეთ, რომ ლისის ტერიტორიაზე პოლიცია საკმაოდ ჭარბად იყო წარმოდგენილი. მათი ამოცანაა ადამიანების უსაფრთხოება უზრუნველყონ და ვნახეთ, რომ […]

119 წაკითხვარუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ლიმანი დაბომბეს, დაღუპულია როგორც მინიმუმ 8 ადამიანი, დაჭრილია 13. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე პაველ კირილენკო და უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებენ. კირილენკოს ცნობით, ადგილზე პოლიცია მუშაობს, ექიმები დაშავებულებს საჭირო სამედიცინო დახმარებას უწევენ. მაშველებმა კერძო სახლის, ტიპოგრაფიის შენობის მიშენებასა და 3 მსუბუქ ავტომობილზე ცეცხლი ჩააქრეს, რომელიც დაბომბვის შედეგად გაჩნდა.

106 წაკითხვა„პრაიდის კვირეული“, სხვადასხვა ღონისძიება, კონტრაქცია, მასშტაბური და ნაკლებად მასშტაბური, ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი რეალობა, მაგრამ დღეს საქართველოში შექმნილია სხვა რეალობა, როდესაც ძალადობამ შეიძლება ეს ქვეყანა გაცილებით უფრო დააზიანოს, ვიდრე, მაგალითად, საფრანგეთი, სადაც ამ ნიადაგზე ასევე ხდება დაპირისპირებები, იგივე პოლონეთი, ან ევროპის სხვადასხვა ქვეყანა, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილ ფესტივალს და პარალელურად […]

114 წაკითხვაუკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, დიდ სისხლიან ომში, რომელიც მსოფლიოს მომავალს განსაზღვრავს, იარაღის რაოდენობა მნიშვნელოვანია. „დიდ სისხლიან ომში, რომელიც 16 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდება და რომელიც განსაზღვრავს მსოფლიოს მომავალს – იქნება ის უკანონო (რუსული) თუ საერთაშორისო სამართალი იარსებებს – იარაღის რაოდენობას მნიშვნელობა აქვს. ასე რომ, იარაღი, მეტი იარაღი და მეტი იარაღი, მათ შორის კასეტური საბრძოლო მასალები […]

113 წაკითხვანატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ელის, ალიანსის მოკავშირეები ვილნიუსის სამიტზე დაადასტურებენ, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი. სტოლტენბერგის თქმით, ის ასევე მოელის, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან „სამი ელემენტისგან შემდგარ პაკეტზე, რომელიც უკრაინას ნატო-სთან დაახლოებას შეუწყობს ხელს“. „პირველი იქნება მრავალწლიანი დახმარების პროგრამა უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და ნატო-ს შორის სრული თავსებადობის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, მეორე ელემენტი იქნება ნატო-უკრაინის […]