117 წაკითხვაჯაშუშები რა თქმა უნდა, გამოვლენილია. რაოდენობას ვერ გეტყვით, ვერც ქვეყნებს ჩამოგითვლით, თუმცა გამოვლენა ხშირად ხდება, დაკავება არ მომხდარა, – ამის შესახებ სუს- ის უფროსის პირველი მოადგილე ალექსი ბატიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აგენტებთან დაკავშირებით მათი მთავარი ამოცანა იდენტიფიცირება და შესწავლაა. „ეს ბევრჯერ გვითქვამს, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობის მთავარი ამოცანა არის გამოვლენა, უცხოეთის სპეცსამსახურებთან კავშირში მყოფი პირის იდენტიფიცირება, მათი შესწავლა, დაინტერესების სფეროების, მოქმედების […]

139 წაკითხვაატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დანაღმვის ნიშნები ვერ აღმოაჩინა. ამის შესახებ სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ იაპონიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, სააგენტო ყურადღებით აკვირდება. “დღეს კონტაქტი მქონდა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მუდმივი მისიის ექსპერტებთან, სულ რამდენიმე საათის წინ. ვიცით ორივე მხარის მტკიცებები და განცხადებები… ცოტა ცოტა ხნის წინანდელი ინსპექციის დროს დანაღმვის არანაირი ნიშნები ვერ დავაფიქსირეთ, მაგრამ ჯერ კიდევ […]

135 წაკითხვაჩვენ ძალიან აქტიურად ვეხმარებოდით უკრაინას ჰუმანიტარული თვალსაზრისით, პოლიტიკური, დიპლომატიური ხაზით. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ღირსეული დამოკიდებულება პარტნიორის მისამართით, ამას გავაგრძელებთ და ერთ-ერთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, თუ გადაწყვეტილება ჩვენს მიმართ, ამ ხაზს ვერ შეგვაცვლევინებს , – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, როდესაც ისაუბრა უკრაინის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს ელჩს უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილს 48 საათში ქვეყნის დატოვებას სთავაზობენ. ილია დარჩიაშვილის თქმით, ამ […]

112 წაკითხვამოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყონ, რომ სამართლიანობამ პოლიტიკურ ინტერესებს სძლიოს. ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკუ პოპესკუ “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. მისი თქმით, პოლიტიკური დევნის ატანა, მიუღებელია. “ღრმა შეშფოთებას გამოვხატავ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო. ნებისმიერი პიროვნებისთვის მიუღებელია პოლიტიკური დევნის ატანა. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღონ ზომები მისი ჯანმრთელობის დასაცავად და უზრუნველყონ, რომ სამართლიანობამ პოლიტიკურ ინტერესებს სძლიოს”, – წერს პოპესკუ.

148 წაკითხვა2023 წლის პირველ კვარტალში „კასპერსკის ლაბორატორიის“ გადაწყვეტილებებმა მსოფლიოშიაღკვეთეს 4 948 522 თავდასხმა მავნე, სარეკლამო ან არასასურველი მობილური პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, ამას მოწმობს კომპანიის მონაცემები, რომლის მიხედვითაც 2022 წლის იანვარ-მარტში მან აღკვეთა 6 463 414 ასეთი სახის თავდასხმა. შემცირდა აღმოჩენილი მავნე ინსტალაციის პაკეტების რაოდენობაც: მაგალითად, თუ ამ წლის პირველ სამ თვეში მომხმარებლების მობილურ მოწყობილობებზე 307 529 მავნე საინსტალაციო პაკეტი იქნა […]

228 წაკითხვაროგორი მძიმეც არ უნდა იყოს კონკრეტული ადამიანის წარსული და მერაბიშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წარსულის მქონე პოლიტიკოსი, ჩვენ უნდა გავემიჯნოთ ძალადობას, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს, რომელზეც ვანო მერაბიშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტია ასახული. როგორც კობახიძემ განაცხადა, ადამიანისთვის ფიზიკური თუ სხვა სახის ვერბალური შეურაცხყოფის მიყენება არ შეიძლება ჩაითვალოს „სამოქალაქო აქტივიზმად“. მისივე თქმით, მსგავსი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ წაახალისებს […]

204 წაკითხვასამხედრო სავალდებულო სამსახურის ერთი წლით გადავადების მოსაკრებელი 5 ათასი ლარი იქნება. ამჟამად სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი, 18 თვით გადავადებისათვის 2 000 ლარს შეადგენს. „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის პირვანდელი ვარიანტით მოსაკრებლის ოდენობა 10 ათასი ლარის ოდენობით იყო განსაზღვრული, რაც საკანონმდებლო ინიციატივის საკომიტეტო განხილვის დროს პროექტიდან ამოიღეს. დღევანდელ სესიაზე კი ცნობილი გახდა, რომ კანონით ჯარში გაწვევის გადავადების მოსაკრებელი 5 ათასი ლარი […]

113 წაკითხვაჩინეთმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს პეკინში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტი გაუუქმა. ბორელის სპიკერის, ნაბილა მასსრალის ცნობით, ჩინურ მხარეს მათთვის ვიზიტის გაუქმების მიზეზი არ განუმარტავს. როგორც ცნობილია, ბორელი პეკინში მომდევნო კვირას უნდა ჩასულიყო და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან შეხვედრა გაემართა. „სამწუხაროდ, ჩვენმა ჩინელმა კოლეგებმა შეგვატყობინეს, რომ მომავალ კვირაში დაგეგმილი ვიზიტი არ შედგება და ახლა ალტერნატიული […]

154 წაკითხვა1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6092 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6092 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6131 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0039 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8422 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8342 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0080 ლარი […]

140 წაკითხვასააკაშვილი, რომელიც თურმე კვდებოდა 400 დღე, ახლა პოლიტიკაშია ჩართული და უკვე ამ ხელმოცარულებს ეუბნება, თქვენ გვერდზე ჩაიწიეთო. გესმით რასთან გვაქვს საქმე?!- ევროპარლამენტში და მის გარეთ ეს ხელმოცარულები ქვეყანას რომ აზიანებდნენ, გრძნობენ თუ არა პასუხისმგებლობას?! – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი თქმით, აინტერესებს ის ადამიანები თუ მოიხდიან ბოდიშს, რომლებიც ამბობდნენ, რომ სააკაშვილის უფლებები შელახულია და მას აწამებენ და წამლავენ. […]