1,050 წაკითხვაყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია, სოციალურ ქსელში, წერს: „…და სთქვა მან- უნდა გავკრიფო შუა! …და გაკრიფა შუა! …და სთქვა მან-წარვედ წყალის პირს სევდიანი ფიქრთ გასართველად… და წავიდა … … და სთქვა მან- შუა ჩამოდის მდინარე… მაგრამ იქით არვინ იყო, ხოლო აქეთ იყო ის… …და ჩამოდიოდა მდინარე, რომელსაც მოჰქონდა პოლიტიკური გვამნი უამრავნი… …და სთქვა მან- ვინ იცის, მტკვარო, რას ბუტბუტებ, ვისთვის […]

1,393 წაკითხვა„ქართული ოცნების“ ახალი სახე ელისო ბოლქვაძე, რომელმაც დეპუტატის რანგში გაკეთებული განცხადებებით, მალევე დაამახსოვრა თავი საზოგადოებას, ამჯერად საკანონმდებლო ორგანოში ფორტეპიანოს დადგმაზე საუბრობს. „თუ არ არის ინსტრუმენტი, შეიძინონ ფორტეპიანო და ამაზე ვიფიქროთ, მეც დავუკრავ, უკეთესია, როდესაც მოცარტი და ბეთჰოვენი გაჟღერდება პარლამენტის კედლებში, მე ვფიქრობ, რომ მას მეტი სულიერება ექნება და მეტი ჰარმონია შემოვა ისეთ საკანონმდებლო ორგანიზაციაში, როგორიც არის პარლამენტი”, –  ამბობს ბოლქვაძე […]

2,681 წაკითხვა ბონდო მძინარაშვილის პოსტი ფეისბუქში: ქართველი ჟურნალისტებისთვის და არა მხოლოდ მათთვის: “რუსთავი 2” ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დაუბრუნა მის კანონიერ მფლობელს. ამ სასამართლომ, ანუ მოკლედ, სტრასბურგის სასამართლომ მხოლოდ ის დაადგინა, რომ საქართველოს ყველა დონის სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მართლმსაჯულებამ უხარვეზოდ განსაჯა და სტრასბურგის სასამართლომ მხოლოდ ეს უხარვეზობა დაადასტურა. ასე რომ, მომავლისთვის რომ […]

3,978 წაკითხვანინო ჯანგირაშვილმა თბილისის მერს  ივანიშვილის ღირსეული ნაბიჭვარი უწოდა „რატომ არის საძაგელი კაცი კალაძე: დღეს ასობით ადამიანს გაუმწარა ისედაც გაუსაძლისი ცხოვრება. შეეძლო ამ ადამიანების პრობლემას სისტემურად მიდგომოდა, შეესწავლა, იქნებ ის მიგდებული სახელმწიფო მიწა, სადაც ამდენმა უსახლკარო ადამიანმა სხვადასხვა დროს შეაფარა თავი და ქოხები აიშენა, დაუკანონოს, მიჰყიდოს სახელმწიფომ, რაღაც გამოსავალი მოძებნოს. არა! მიაყენა ჯარი და დალეწა. საღამოს ბიჭს, რომლის ცრემლიანი თვალების […]

1,492 წაკითხვამიხეილ სააკაშვილის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან კარგ ფორმაშია და ის რომ საქართველოში ყოფილიყო მინიმუმ 50 პროცენტს აიღებდა. „ძალიან ვამაყობ „ნაციონალური მოძრაობით, რომელმაც არა მხოლოდ მოიპოვა ამომრჩევლის ნდობა იმ პირობებში, როდესაც ამხელა ზეწოლა იყო და ყველანაირი რეპრესია განხორციელდა ჩვენი პარტიის მისამართით, არამედ აიღო ყველანაირი ობიექტური ეგზიტპოლით 35 პროცენტზე მეტი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აიღო პრაქტიკულად, ძირითადი ნაწილი ოპოზიციური ხმების. მე რომ ვყოფილიყავი […]

2,146 წაკითხვაირაკლი ოქრუაშვილმა სალომე ზურაბიშვილს ლექსი დაუწერა, რომელიც ფეისბუქში გამოაქვეყნა: „შენ პარიზის არწივი ხარ, მე – ტყვიავის შევარდენი, შენც პოეტი, მეც პოეტი, მე ირაკლი, შენ შარდენი, წერე, წერე, ჩემო სალო, მტერს დაასე ისარიო, პრეზიდენტად ვერ ივარგე, წერას მაინც ისწავლიო.“

1,656 წაკითხვამსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე თბილისის მერს კახა კალაძეს, აფრიკის დასახლებაში მცხოვრები მამა-შვილისთვის ბინის ჩუქების გამო მადლობას უხდის. „როგორ მესიამოვნა! ქალაქის მერმა ამ ოჯახს ბინა აჩუქა! თანდათან მოდის ოცნება გონს და მართალია მხოლოდ სურათზე, მაგრამ მაინც კარგია, რომ დაინახა თუ როგორ ცხოვრობს ხალხი. მან გუშინ ორი მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა: რომ თურმე ხელოვნება საჭირო ყოფილა და რომ მრავალშვილიანი ოჯახები თურმე საჭიროებენ დაუყოვნებლივ დახმარებას. […]

1,443 წაკითხვაბონდო მძინარაშვილის პოსტი ფეისბუქში: მერიის წინ, აქციაზე ვიღაც ამბობდა, – სოლიდარობას ვუცხადებთ და სადაც უნდათ, იქ მშვიდად ცხოვრების საშუალება უნდა ჰქონდეთო! აფრიკის დასახლებაში თვითნებურად დასახლებულებზე ამბობდა! და, კანონი?!  ვისაც სად მოეპრიანება, იქ უნდა შეეძლოს დასახლება?! მიწის ნაკვეთის გამო ძმები ერთმანეთს ბარით და თოხით დასდევენ, მომიჯნავე მეზობლები სარწყავი წყლის გამო ერთმანეთს ხოცავენ და სახელმწიფო საკუთრებას ასე, თვითნებურად, სადაც უნდა, იქ […]

1,783 წაკითხვაპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პარლამენტში შეტანილია კანონპროექტი ამნისტიის შესახებ, რომელიც ასობით პატიმრის განთავისუფლებას მოუხსნის ან შეუმსუბუქებს სასჯელს.სარჯველაძემ იმ დანაშაულებრივ კატეგორიებზე ისაუბრა, რომლებიც ამნისტიას დაექვემდებარება: „ამნისტიის ინიციატივა გულისმხობს რამდენიმე პრინციპულ მიდგომას, რომლის მიხედვითაც, იმ დანაშაულების შემთხვევაში, რომელიც მითიტებულია კანონპროექტში, და რომელიც დაკავშირებულია დაზარალებულისთვის ქონებრივი ზიანის მიყენებასთან, ასეთ შემთხევვაში სასჯელისგან გათავისუფლების წინაპირობა იქნება […]

1,241 წაკითხვა ირინა სარიშვილის პოსტი ფეისბუქში: კი ვთქვი რომ აღარაფერი დამრჩა დასამატებელიმეთქი როცა მარიამ დოლიძის არაჩვეულებრივი სტატუსი გავაზიარე, მაგრამ მთელი დღე რომ ვუყურებ როგორ უხდიან მადლობას თბილისის მერს, თან არა მხოლოდ “ოცნების” მხარდამჭერები, გული რომ არ გამისკდეს, მაინც ვიტყვი სწორედ ამ ტაშის დამკვრელთა საყურადღებოდ, თუნდაც ეს ამ ხელისუფლების მოწინააღმდეგეს ეხებოდეს. ბიჭებს და გოგოებს როცა იჭერენ მხოლოდ იმისთვის რომ მერე გვევაჭრონ, […]