1,480 წაკითხვაოთარ კვირიკაშვილი ფეისბუქზე წერს: „ვუყურებ ტვ პირველის ანონსს დეპუტატებზე. ზოგს 12 ათას დოლარიანი ტუფლები აცვია, ზოგს 40 ათას დოლარიანი საათი უკეთია. ღმერთმა მეტი მისცეთ, მაგრამ ჟურნალისტი ეკითხება ერთ-ერთს რისთვის ხარ პარლამენტშიო და ჯერ არ მიფიქრია, მოვიფიქრებ და გეტყვითო. ქვეყანაში სადაც ოფიციალურად 77 000 ბავშვი შიმშილობს, აი ეს ფულის ტომრები დადეს და ნამუსიც არა აქვთ, ოდნავ თავი შეიწუხონ.“

1,026 წაკითხვადაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პ[აატა იმნაძის გამოხმაურება „მთავარი არხი“-ს ეთერში, მისი საცხოვრებელი სახლის შესახებ გასულ სიუჟეტზე: „ერთ-ერთი არხის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია ემსახურება იმას, რომ მოხდეს ჩემი დისკრედიტაცია, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის  წარმომადგენლის და გააჩინოს ჩვენ მიერ გაჟღერებული რეკომენდაციებისადმი უნდობლობა. ანუ, როდესაც ჩვენ მოსახლეობას ვეტყვით დაიცავით დისტანცია, გაიკეთეთ პირბადე, მოერიდეთ ხალხმრავალ შეკრებებს და სხვა, ყველაფერი ეს ხალხმა […]

1,161 წაკითხვაზურა დოიჯაშვილის ისრაელიდან საქართველოში დასაბრუნებლად კულტურის პალატა რეანომობილისთვის საჭირო თანხის შეგროვებისთვის დახმარებას ითხოვს.  პალატის ხელმძღვანელის, დათო ოქიტაშვილის განცხადებით, შესაგროვებელია 66 000 ლარი ($20 000 ექვივალენტი ლარში). “ჩემო ძვირფასებო! საქართველოს კულტურის პალატა.საქართველოს ხელოვანთა პროფესიული კავშირი უკვე რამოდენიმე კვირაა ვმუშაობთ პროექტზე, რომლის მეშვეობითაც ცნობილ ქართველ მომღერალს ზურაბ დოიჯაშვილს დავეხმარებით და მძიმე სენით შეპყრობილს დავაბრუნებთ საქართველში ისრაელიდან საჰაერო სამედიცინო რეანობილით!  მიუხედავად მსოფლიოში და […]

1,161 წაკითხვასაზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „თეა წულუკიანის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეობა ნაცსექტამ საღლიცინოდ გაიხადა, – იუსტიციის მინისტრი იყო და ახლა ეს კომიტეტი ჩააბარესო. თითქოს განათლება, მეცნიერება და კულტურა ხელწამოსაკრავი იყოს! აი, აქაც გამოჩნდა, რამდენად იდიოტები არიან ამ სექტის ალხანებიც და ჩალხანებიც! თქვენ კი, გონიერო ადამიანებო, გაიხსენეთ, რა პროგრამა აქვს ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებას და რა […]

1,219 წაკითხვაექსპერტი ლადო სადღობელაშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ნახევარი მინისტრთა კაბინეტი მაინც შეიცვლება. – ამბობენ, რომ ტიკარაძის კანდიდატურაც განიხილება პრემიერად, ეს რამდენად სერიოზულია? – შიგნით ასეთი პირობაა დაყენებული, ვინც ადგება და მოერევა გახარიას, სწორედ ის დაინიშნება პრემიერად. გახარიას ვერ ერევიან, ვერ გამოუნახეს ამ ადამიანს მიზეზი, რის გამოც სერიოზულად შეიძლება მისთვის შარის აგორება. – იმის თქმა გინდათ, რომ ვერ უშვებენ გახარიას? […]

911 წაკითხვათეთრიწყაროში გამთენიისას მკვლელობა მოხდა. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ქმარმა ცოლი მოკლა. ცოლ-ქმარი სახლში მარტო იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და დაწყებულია გამოძიება.

2,064 წაკითხვა„სახელმწიფო ძალიან დიდ შეცდომას დაუშვებს, თუ საახალწლოდ დაწესებული აკრძალვები მოიხსნება“,- ამის შესახებ მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს. როგორც პეტრე კოლხი ამბობს, სრულიად უმართავი სიტუაციაა და თავად უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს. „მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა სამსახური დისტანციურ მომსახურეობაზეა გადასული, საცობებმა ისე იმატა, გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. საინტერესოა, სად მოძრაობენ ადამიანები და გაუფრთხილებლობის შემთხვევაში რა შეიძლება მოხდეს… მედიკოსების თავდადებული შრომის ფონზე, ვირუსი […]

2,616 წაკითხვამე-10 მოწვევის პარლამენტმა მუშაობა რამდენიმე საათის წინ დაიწყო, მათ შორის იმ მილიონერმა დეპუტატებმაც, რომელიც მმართველი პარტიის სიით მოხვდნენ პარლამენტში. პარლამენტის 150 დეპუტატიდან, მათ მიერ შევსებული დეკლარაციების მიხედვით, 23 მილიონერია, ანუ ყოველი მე-7. თუმცა შესაძლოა, მილიონერი დეპუტატების სია გაცილებით გრძელი იყოს. ეს მას შემდეგ გამოჩნდება, რაც მათი დეკლარაციები საჯაროდ გამოქვეყნდება. რადიო თავისუფლებამ ახალი დეპუტატების ქონებრივი დეკლარაციები, რომლებშიც ფინანსურ მდგომარეობაზე დეტალური […]

1,191 წაკითხვაშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1955 წელს დაბადებული ნ.ც. განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს – გ.მ.-ს, თავის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. გ.მ. შინაგან […]

2,523 წაკითხვაეკა კვესიტაძის პოსტი ფეისბუქში: „ხედავთ როგორ კარგად აეწყო ფაზლი. ჯერ ელისაშვილი გამოიყვანეს და აყეფეს – ხელისუფლება დათმობაზე წამოვიდა, უნდა გადავითვალოთო. მერე კობახიძემ თქვა, თუ გადათვლის შემდეგ 1 პროცენტზე მეტი განსხვავება დაჯდა, ვადამდელ არჩევნებს დავნიშნავთო და დღეს, არჩევნებიდან 40 დღის შემდეგ ISFED ამბობს, სისტემური ხარვეზი გვქონდა დათვლის პროცესშიო და ოცნებას სასურველ პროცენტებს უმატებს. მოკლედ, კარგად დაგეგმილი საინფორმაციო კამპანიაა, რომელშიც წამყვანი […]