1,454 წაკითხვა„ფეისბუქში“, ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცოტნე გამსახურდიას მიერ კოლხური კოშკის ეზოში ჩაყრილი ვაზი გაკაფეს და მერე ცეცხლი წაუკიდეს. ამ ვანდალური აქტის ავტორად, არც მეტი, არც – ნაკლები, ცოტნეს დედას მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ასახელებენ. ambebi.ge-ს ცოტნე გამსახურდიას მეზობელი უყვება: „ცოტნემ კოლხური კოშკის ეზოში გასული წლის ნოემბერში ჩაყარა ვაზი, გორის მწვანე და კახური მწვანე. ისე ელოლიავებოდა, სულ თავს დასტრიალებდა პატარა ვენახს. მოგეხსენებათ, […]
1,948 წაკითხვაახალგაზრდა ქალი, რომელმაც ბარ Skygirls-ში შესული სტუმარი ივიკო ფრუიძე სკამით სცემა 30 წლის მარიანა ჩახაიძეა. ირკვევა, რომ იგი ბარის მენეჯერი და მფლობელია. დაზარალებული აცხადებს, რომ მარიანა ჩახაიძე აქტიურად იყო ჩართული ჩხუბში და სტუმრებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მისი უფლებადამცველის განცხადებით, ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს და თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. დაზარალებული ივიკო ფრუიძე ფიზიკური ძალადობის გარდა, ბარის თანამშრომლებს თაღლითობაშიც ადანაშაულებს, თუმცა ამ ეტაპზე […]
1,563 წაკითხვაპოლიტიკური პარტია „მომავალი საქართველო“-ს ლიდერმა გიორგი ლაღიძემ, აჭარის რეგიონში მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა. „დღეს აჭარის რეგიონებში: ხელვაჩაური, ხულო, ქედა და შუახევში წარვადგინეთ მაჟორიტარი კანდიდატები. ჩვენ შევხვდით ასევე რეგიონში მოსახლეობას და გავეცანით მათ პრობლემებს“ – აცხადებს გიორგი ლაღძე. პარტიის წარმომადგენლობა ჟურნალისტებს, ასევე პარტიის სამოქმედო გეგმას გააცნეს.
2,576 წაკითხვაყველასათვის საყვარელი მომღერლის, ლელა წურწუმიას მეუღლემ და პროდუსერმა, კახი მამულაშვილმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ ბათუმის სეზონი დაასრულეს გაუგებრობების გამო. „ისევ დაკეტეს კლუბები, დღეს შესულან ღამე, დაუჯარიმებიათ და დაუკეტიათ. 3 კონცერტი უნდა გვქონოდა 5-ში, 8-ში და 12-ში. 12-ში სეზონი ისედაც მთავრდება. შესაბამისად ჩვენ დავასრულეთ და აწი რა იქნება არ ვიცი. აზრი აღარ აქვს, გინდა გახსნან და გინდა დაკეტონ,“ – განაცხადა […]
1,543 წაკითხვაბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თავს გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს, თბილისის პროკურატურაში გამოიკითხა. ლობჟანიძის ინფორმაციით, სამართალდამცავებთან ერთად მის ლეპტოპში არსებული ინფორმაციის დათვალიერება მოხდა, რის შემდეგაც ლეპტოპი და დამტენი დაილუქა. მისივე თქმით, ინფორმაცია „ფეისბუქის“ ერთ-ერთ დახურულ ჯგუფს შეეხება. „გამოძიებას მივაწოდე ის ინფორმაცია, რაც მქონდა მოძიებული ლეპტოპში. უშუალოდ ჩემი თანდასწრებით მოხდა ამის დათვალიერება. ამის შემდეგ ლეპტოპი და დამტენი დაილუქა, შემდგომში […]
1,207 წაკითხვადღეს თბილისში მაშველებმა სამი მცირეწლოვანი ალმოდებული სახლიდან უვნებლად გამოიყვანეს. „პრაიმტაიმს“ მეხანძრე-მაშველი გაგა გიგაშვილი დეტალურად უყვება, როგორ გადაარჩინა მცირეწლოვნები. „ღია ცეცხლი იყო, ორი ჯგუფი ვმუშაობდით. სანამ ბიჭები სადარბაზოს მხრიდან აწარმოებდნენ კარის გაღებას, მეექვსე სართულიდან თოკით და ერთი აირწინაღით ჩავედი დაბლა სართულზე. იქ სამი მცირეწლოვანი დამხვდა. ძლიერი დაკვამლიანება იყო, ამასობაში სახანძრო ავტოკიბე იწყებდა გაშლას. სანამ ყველაზე პატარას აირწინაღს მოვარგებდი, შუათანამ მითხრა, ჯერ […]
981 წაკითხვასაქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არ პასუხობს კითხვას, რას ფიქრობ საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებაზე. მან დღეს ჟურნალისტის კითხვას შემდეგი პასუხი გასცა – მიხეილ სააკაშვილმა გაკეთა განცხადება პოლიტიკაში დაბრუნებაზე, თქვენი შეფასება როგორია? – ვინ? ვინ არის? – თქვენი შეფასება როგორია, მისცემთ თუ არა მოქალაქეობა? – პასუხს მოგცემთ ახლავე, მე მინდა მოგილოცოთ მარიამობა, შეგეწიოთ მისი მადლი. შეგახსენებთ, რომ 27 აგვისტოს საქართველოს […]
1,581 წაკითხვაგენერალური პროკურატურა 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიების პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება გარდაცვლილის ოჯახის განცხადებას ეხმაურება გარკვეული გზის მონაკვეთზე სამი ავტომანქანის გადაადგილებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ გამოძიების მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერებით (112-ის და სხვადასხვა ობიექტების ვიდეოჩანაწერებით) დასტურდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბალანსზე რიცხული 3 ავტომანქანა გაჩიანიდან შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის საწვრთნელი ბაზის მიმართულებით გადაადგილდებიან და აღნიშნული ავტომანქანები რუსთავის გზატკეცილზე, […]
1,767 წაკითხვაპირველი არხის თანამშრომელს, ჟურნალისტს, მარიამ ჭელიძეს დახმარება სჭირდება. მარიამი რამდენიმე წელია, ებრძვის მძიმე დაავადებას. ბოლოს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მარიამს აქვს აგრესიული ფორმის მეტასტაზი, რისთვისაც საჭიროა სასწრაფო ქირურგიული ჩარევა. მარიამს სჭირდება თურქეთში გამგზავრება და მკურნალობის გაგრძელება. დახმარების მსურველებს შეგიძლიათ, თანხა გადარიცხოთ ანგარიშის ნომერზე – GE96TB7722645061600017, მიმღები მარიკა ჭელიძე.
1,558 წაკითხვასამოქალაქო აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი, მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას ეხმიანება და ბოლოდროინელ განცხადებებს აფასებს, რაც მისი თქმით, აზიანებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ირიბად ბიძინა ივანიშვილის მოკავშირე გამოდის „ლიდერი მაშინ ხარ, როცა გაქცევას წაქცევა გირჩევნია. გაქცეული მიშა ოპოზიციის აქტივი კი არა, მისი სისუსტეა და ამ უპასუხისმგებლო გამოხტომებით იგი პოლარიზაციის გაღრმავებაზე, მაშასადამე “ქართულ ოცნებაზე” მუშაობს. ყოველი მომდევნო საჯარო გამოსვლისას უფრო და უფრო აშკარაა, რომ […]