136 წაკითხვაჩვენ, ჩვენ თავს მივხედავთ ხაბეიშვილის რჩევის გარეშე. ხაბეიშვილმა თავის თავს მიხედოს, – ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი ანა ბუჩუკური „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომ ოპოზიციურ პროდასავლურ პარტიებს კიდევ ერთხელ სთავაზობს საერთო სტრატეგიას და არა გაერთიანებას, „რადგან კვლევაც აჩვენებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არავისთან გაერთიანება არ სჭირდება“. როგორც ბუჩუკურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, პარტია „საქართველოსთვის“ ხაბეიშვილის […]

246 წაკითხვაჭიათურის მაღაროში დასაქმებულებმა, პარლამენტის შენობის წინ კარვები გაშალეს, სადაც ღამის გათენებას აპირებენ. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი დარჩებიან პარლამენტის წინ იქამდე, მათი მოთხოვნები არ შესრულდება. მაღაროელების მთავარი მოთხოვნაა, სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, აქცია 20 ივნისს, 18:00 საათზე, განახლდება. ასევე, მაღაროელები და მათი მხარდამჭერები, 20 ივნისს,16:00 საათზე, პარლამენტის შენობიდან “ჯორჯიან მანგანეზის” ოფისამდე მსვლელობას გამართავენ.

204 წაკითხვა„მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, ასევე, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის სასამართლომ როგორც ბრალდების მხარის, ასევე დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად მიიჩნია. შესაბამისად, ნიკა გვარამიასთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით მისჯილი თავისუფლების აღკვეთა ძალაშია. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვის ვადით […]

210 წაკითხვაგაუგონარი, წარმოუდგენელი აბსურდია ნიკა გვარამიას ბრალი, თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილის პირად ბოღმებს უკავშირდება მისი პატიმრობა , – ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით. ლევან ხაბეიშვილის თქმით, გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა მიიღო. „გაუგონარი, წარმოუდგენელი აბსურდია ნიკა გვარამიას ბრალი, თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილის პირად ბოღმებს უკავშირდება მისი პატიმრობა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არავინ გაუსამართლებიათ იმის გამო, რომ თურმე მეუღლეს კომპანიიდან მისი […]

193 წაკითხვანატოს გენერალურმა მდივანმა დასავლეთის დემოკრატიების უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამი პრიორიტეტი დაასახელა. ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის აზრით, ამ პრიორიტებიდან პირველი არის უკრაინისთვის დახმარების გაგრძელება რუსული აგრესიის წინააღმდეგ. „ამჟამად ჩვენ უსაფრთხოების კრიტიკულ მომენტს განვიცდით. დიდი მსოფლიო ძალების შორის კონკურენცია იზრდება. პუტინმა დააბრუნა ომი ევროპაში. ცივი ომის შემდეგ რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობების იმედი გვქონდა. თანდათან რუსეთის პრეზიდენტის ქცევაში აგრესიული ტენდენციის შედეგად ეს იმედები […]

142 წაკითხვა“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში “სტრატეგია აღმაშენებელი” ყველა პროდასავლურ ძალასთან ითანამშრომლებს, გარდა პრორუსული ძალებისა. ვაშაძის თქმით, მისთვის პრორუსულ ძალებთან “ქართული ოცნება” ასოცირდება. “ჩვენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სხვადასხვა ფორმით, კუთხით ვითანამშრომლებთ ყველა პროდასავლურ ძალასთან. ჩვენთვის წითელი ხაზი არის პრორუსული ძალები, ასევე, ჩვენთვის წითელი ხაზი არის პრორუსული ძალების მავნებელთა მავნებელი “ქართული ოცნება”. შესაბამისად, დანარჩენებთან რაღაც კუთხით თანამშრომლობა მოგვიწევს”, […]

128 წაკითხვაგაერთიანებაზე ორი კვირის წინ დავიწყე საუბარი და ვიღაცები გადაბჟირდნენ, მძიმე ისტერიკები ჰქონდათ – უახლოეს ხანში, საჯაროდ ნახავთ იმ გაერთიანებებს, თუ დიდ ერთობას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო აუცილებლად იქნება ,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, საერთო სტრატეგია და ერთობა მნიშვნელოვანია. „გაერთიანებაზე 2 კვირის წინ დავიწყე საუბარი და ვიღაცები გადაბჟირდნენ, მძიმე ისტერიკები ჰქონდათ. მე მათ […]

144 წაკითხვაუკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის მიერ უკრაინის დემილიტარიზაციის შესახებ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ შემდეგ ეპიზოდებს ელოდება. „შემდეგ ეპიზოდებში: „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ყველა მიზანი მიღწეულია. უკრაინა, როგორც ევროკავშირისა და ნატოს წევრი, ვერ შეძლებს რუსეთზე თავდასხმას. ყირიმი აღარ იქნება ტვირთი რუსეთის ბიუჯეტისთვის, რომ ნაცისტები მხოლოდ რუსეთში არიან დარჩენილი. უკრაინაში რუსი სამხედრო პერსონალისა და ტექნიკის დანაკარგები, […]

117 წაკითხვააშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის სხვა ქვეყანაში გადატანა „სრული უპასუხისმგებლობაა“. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. ”მე ამაზე არაერთხელ გამიკეთებია კომენტარი – ეს სრული უპასუხისმგებლობაა”, – აღნიშნა ბაიდენმა. მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება რუსეთსა და ბელარუსს შორის სიტუაციას მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 16 ივნისს განაცხადა, რომ მოსკოვმა […]

117 წაკითხვავფიქრობ, ჯერ კიდევ არის დრო დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის განსახილველად, – ამის შესახებ საქართველოში ავსტრიის ელჩმა თომას მიულმანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ვფიქრობ ჯერ კიდევ არის დრო ამის [დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის] განსახილველად. როგორც იცით, განსხვავებული მოსაზრებები არსებობს ამ პრიორიტეტთან დაკავშირებით. ნახეთ ვენეციის კომისიის ანგარიში, ასევე ნახეთ რა თქვა მთავრობამ. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, რომ შემდგომი განხილვებით საერთო გზა იქნება გამონახული“, – განაცხადა […]