125 წაკითხვაამ ქვეყანაში თუ ვინმე არის დეპოლარიზაციის მომხრე, ვართ ჩვენ – „ლელო“, ადამიანები, რომლებიც, არც „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც „ქართულ ოცნებას“ წარმოვადგენთ, – ამის შესახებ „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. სამადაშვილის მტკიცებით, შარლ მიშელის შეთანხმება, რომ შესრულებულიყო, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უკვე მიღებული ექნებოდა. მან შეცდომა უწოდა „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, რომ შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი არ მოაწერა. „ევროკავშირმა ხელი […]

122 წაკითხვაროდესაც გადაწყვეტილება მიიღება, მარტივია გლობალური ომის პარტიისთვის ევროკავშირზე ზემოქმედება, ვინაიდან, კონსენსუსით მიიღება გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ვინაიდან, კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის სრული კონსენსუსია საჭირო, გლობალური ომის პარტიისთვის მარტივია ზემოქმედება, ვინაიდან, 27 ქვეყნიდან ერთის უარის შემთხვევაშიც კი, ქვეყანა სტატუსს ვერ მიიღებს. კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ კოლექტიური […]

171 წაკითხვაპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიაში, კულტურის საერთაშორისო ფესტივალის – “ევროპალიისა” და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოვიდა. მთავრობის მეთაურმა ყურადღება დაუთმო რუსეთ-უკრაინის ომს და აღნიშნა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში ასუსტებს თანამედროვე ღირებულებებს და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპებს. მისივე თქმით, საქართველო მტკიცედ დგას მეგობარი ქვეყნის გვერდით. „ძვირფასო სტუმრებო, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი შეხვედრა ევროპის ისტორიის კრიტიკულ მომენტში მიმდინარეობს. რუსეთის შეჭრა […]

175 წაკითხვანატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინის კონტრშეტევის პირველ დღეებს დადებითად აფასებს. ამის შესახებ მან USA Today-სთან ინტერვიუში განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები თანდათან “იპყრობენ პოზიციებს” და რუსებს ბრძოლით უკვე რამდენიმე პატარა ქალაქი და სოფელი წაართვეს. ამავდროულად ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ სწრაფ და მნიშვნელოვან წარმატებებთან მიმართ ფრთხილად ყოფნაა საჭირო. “მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ეს შეტევა სისხლიანი და მძიმე […]

180 წაკითხვაპარლამენტმა დღევანდელი პლენარული სხდომის ბოლო საკითხად “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტი განიხილა და 81 – მომხრე, 2 – წინააღმდეგი, მეორე მოსმენით მიიღო. განსახილველად წარდგენილი იყო კანონპროექტის ის ვარიანტი, რომელიც ჯერ კიდევ აპრილის თვეში, ვენეციის კომისიის შუალედური რეკომენდაციების საფუძველზე გადამუშავდა და შეიცვალა. პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტის თანახმად, ოლიგარქად მიიჩნევა პირი, თუ ის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს, მედიამომსახურებაზე ახდენს გავლენას და მნიშვნელოვან […]

164 წაკითხვააშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საიდუმლო დოკუმენტებთან დაკავშირებულ საქმეზე სასამართლოში მივიდა, იგი ფორმალურად დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ტრამპი ფლორიდას შტატის ქალაქ მაიამის ფედერალური სასამართლოს შენობაში მივიდა, სადაც იგი ფორმალურად დააკავეს საიდუმლო დოკუმენტებთან არასათანადოდ მოპყრობის საქმესთან დაკავშირებით. ტრამპის დაკავების შემთხვევა ფორმალური პროცედურაა, ამიტომ ყოფილ პრეზიდენტს ბორკილები არ დაადეს და “დაკავების ფოტო” არ გადაუღეს. სასამართლომ მოსმენის დროს ნებისმიერი […]

233 წაკითხვაჩემი ამოცანა რომ იყოს სადღაც ტრიბუნაზე დგომა და ხმამაღალი განცხადებების გაკეთება, ესეც შეიძლება, მაგრამ რა შეიძლება იყოს ამის შედეგი, ეს უკვე ნანახი მაქვს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის” გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა. ამით სახალხო დამცველმა უპასუხა მის მიმართ კრიტიკასთან დაკავშირებულ კითხვას, არასაკმარისად აქტიურობისა და მკვეთრი განცხადებების ნაკლებობის შესახებ. ლევან იოსელიანის განმარტებით, მისი მიზანია, რომ კონკრეტული უწყებების მიერ მისი რეკომენდაციების გაზიარების […]

125 წაკითხვა 2022 წლის განმავლობაში  „კასპერსკის ლაბორატორიის“ გადაწყვეტილებები 73-ჯერ მოხვდა ლიდერთა სამეულში უსაფრთხოების ტექნოლოგიების 86 დამოუკიდებელი ტესტირების შედეგების საფუძველზე, მათ შორის 69-ჯერ  პირველი ადგილი დაიკავეს. კომპანია იტყობინება, რომ TOP-3 ქულა ასახავს რამდენად წარმატებით გაიარა პროდუქტებმა დამოუკიდებელი ტესტები კალენდარული წლის განმავლობაში. ეს შეფასება ბევრად უფრო თვალსაჩინო და ღირებულია, ვიდრე ერთი პროდუქტის ერთჯერადი წარმატება ერთ ტესტში. ინდიკატორი გამოითვლება AV-Comparatives, AV-TEST, SE Labs […]

144 წაკითხვასაქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, შესაბამისად, დღეს, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვერავინ ვერსად დაიბარებს და ვერავინ ვერავითარ წამმზომს ვერ ჩაურთავს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გერმანიაში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, მესიჯი, რომ საქართველოს მთავრობის მეთაური გერმანიის კანცლერმა დაიბარა და მას წამმზომი ჩაურთო, ოპოზიციის შემუშავებულია და კობახიძის შეფასებით, ეს გამოხატავს ოპოზიციის დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის მიმართ. კობახიძემ ოპოზიციას […]

126 წაკითხვაკანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო უკრაინაში ჩავიდა. მედიის ინფორმაციით, კანადის პრემიერი კიევში უკრაინელი ჯარისკაცების მემორიალს ეწვია და პრორუსულ ძალებთან ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლებს პატივი მიაგო. ნატო-ს წევრმა კანადამ უკრაინას, 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მნიშვნელოვანი სამხედრო და ფინანსური დახმარება გაუწია.