876 წაკითხვამსოფლიოში აშშ-ის მიერ გახსნილი ბიოლაბორატორიების საქმიანობა ეჭვს არ უნდა იწვევდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ახალი ინფექციის ნებისმიერი ეპიდაფეთქებისას ქვეყნები ერთმანეთს დაადანაშაულებენ და სანქციებს დაუწესებენ, საერთაშორისო დაძაბულობა კი შესაძლოა სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდოს, – ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. „ამერიკული და სხვა ბიოლაბორატორიების საქმიანობა ეჭვს არ უნდა იწვევდეს, რათა ამას შემდეგ არ მოყვეს უსასრულო ურთიერთბრალდებები, კონსპიროლოგიური თეორიები და […]

1,042 წაკითხვაპოლიტოლოგი თამარ კიკნაძე, გიორგი გაბუნიას შესაძლო მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით საუბრობს: „გვარამია აცხადებს, რომ გაბუნიაზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ იცოდა. თუ იცოდა, რატომ არ განაცხადა? ქართული სპეცსამსახურები რუსებთან არიან „შეკრულები“ და აზრი არ ჰქონდაო. ჩემი შენ გითხარიო! გიორგი გაბუნია კი სამგლე გოჭივით არის ატეხილი. ნეტავ თვითონ თუ ხვდება რა შარშია გახვეული? მისი თანაგუნდელები ისე გაიმეტებენ სასიკვდილოდ, რომ თვალსაც არ დაახამხამებენ – […]

1,337 წაკითხვაჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა სულელური უწოდა განცხადებას იმის შესახებ, რომ მისი დაკვეთით თავს უნდა დასხმოდნენ ქართველ ჟურნალისტს. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ კადიროვმა სოციალურ ქსელ “ტელეგრამში“ დაწერა. “იმის ნაცვლად, რომ იფიქრონ ხალხის რეალურ პრობლემებზე, სულელურ განცხადებებს აკეთებენ. ამჯერად ამბობენ, რომ დაიჭირეს ქილერი, რომელიც კადიროვის დაკვეთით აპირებდა თავდასხმას ქართველ ვაი ჟურნალისტზე. ბატონებო, დამიჯერეთ, თუკი ვინმე მოქმედებს ჩემი დავალებით, ის ამ დავალებას […]

808 წაკითხვასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის მომზადებას ეხმაურება: “ადამიანი და მისი სიცოცხლე უმაღლესი ღირებულებაა და ის დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. როგორც პრეზიდენტი და კონსტიტუციის გარანტი მადლობას მოვახსენებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელმაც შეძლო დროულად და უმაღლესი პროფესიონალიზმით აღეკვეთა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა. ამავდროულად, ვაცნობიერებთ, რომ საქმე გვაქვს ქვეყნის სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართულ კრიმინალურ და პროვოკაციულ ქმედებასთან. ვფიქრობ, რომ ჩვენი […]

692 წაკითხვაგიორგი გაბუნიას მკვლელობის შეკვეთის მზადების შესახებ  უკრაინელი სამართალდამცავების მიერ რამზან კადიროვთან კავშირში ეჭვმიტანილი უკრაინის უშიშროების გენერლის დაკავების შემდეგ გახდა ცნობილი – საქმის ახალ დეტალებს “მთავარ არხს” ყოფილი სამხედრო, ვანო ნადირაძე უყვება. ვანო ნადირაძის ინფორმაციით, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიტერორისტული სამსახურის ხელმძღვანელი გენერალი შაიტანოვი მხილებულ იქნა რამზან კადიროვთან კავშირში. გამოძიების ინფორმაციით, მას კადიროვისა და პუტინის მოწინააღმდეგის შეკვეთილი მკვლელობის მომზადებაში 1 მილიონი დოლარი […]

1,934 წაკითხვაჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ეხმიანება ნიკა გვარრამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, იგეგმებოდა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია. “სააკაშვილს გაბუნია რომ მოეკლა დესტაბილიზაციის მოსაწყობად, გვარამია რას იტყოდა, ვიცოდი, მაგრამ არ ვთქვიო?! ახლა ხომ ამბობს, – ვიცოდიო?! დიდმა იურისტმა ის არ იცის, რომ დანაშაულის, განსაკუთრებით, მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ისჯება?! რად უღირდა გვარამიას გაბუნიას სიცოცხლე, რატომ მალავდა მისი მკვლელობის მომზადების შესახებ ინფორმაციას?! თუ სუსს […]

1,909 წაკითხვაგია ხუხაშვილის პოსტი ფეისბუქში: “2007-ში სოდი-ს სამი მანქანა 3 თვის განმავლობაში ე.წ. “კარობკაში” მატარებდა და ფაქტობრივ შინა პატიმრობაში ვიყავი აყვანილი საპრეზიდენტო არჩევნებამდე. ახსნა იყო ასეთი – ბადრის უნდოდა ჩემი ლიკვიდაცია დესტაბილიზაციის მიზნით და ხელისუფლება მიცავდა… 2012-ში ჩემი ბინა ჩამობურღეს და ონლაინში გადასცემდნენ ბაზაზე ყველაფერს რაც იქ ხდებოდა. არაოფიციალური ახსნა იყო ასეთი – ხელისუფლება კი არა, ბიძინა მისმენდა… ახლა გაბუნიაზე […]

1,195 წაკითხვაჟურნალისტი გიორგი გაბუნია კომენტარს ფორმულასთან აკეთებს: “სახელმწიფო უწყებებიდან მე რეალურად არავინ არ დამკავშირებია, ერთადერთი ვინც შემიძლია ვთქვა ეს ასე იყო მაშინაც და ახლაც, რომელმაც მაშინაც შემომთავაზა, თუ დაცვა გჭირდებათ დაგინიშნავთო და ახლაც ნინო ლომჯარია პირადად დამიკავშირდა და მითხრა, რომ თუ რამე დაგჭირდა შენს გვერდით ვარო. სხვა მხრივ არანაირი კონტაქტი ჩემთან არავის არ ჰქონია, არც გამომძიებელს, არც გამოკითხვაზე ვარ დაბარებული. ეს პიროვნული […]