საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს ეხმაურება. „პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ვთქვი, რომ არასდროს გავაკეთებდი კომენტარს სააკაშვილის განცხადებებზე. მაგრამ, მისმა ბოლო ინტერვიუმ, 2008 წლის ომის დროს დასავლეთთან ურთიერთობის შესახებ, გადაკვეთა ყველა ზღვარი და ზიანს აყენებს საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს. სააკაშვილის განცხადებები ამახინჯებს ისტორიას და შეურაცხმყოფელია ჩვენი მოკავშირე ერებისთვის და ლიდერებისთვის, რომლებიც საქართველოს გვერდით დგანან დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან. […]

ნიკა გვარამიამ პროკურატურა დატოვა. მან ბრალის დადგენილება ჩაიბარა. ნიკა გვარამიას პროკურატურამ ბრალი დღეს წაუყენა. გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ბრალი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ!!! 08.08.08 საკრალური ციფრი გამოდგა საქართველოსთვის. არა აქვს მნიშვნელობა, ვინ დაიწყო ომი, ფაქტია, რომ პროვოცირება ჩვენ გავაკეთეთ-ჩვენ, არა ხალხმა, არამედ, საქართველოს ხელისუფლებად წოდებულმა ანტიქართულმა ძალებმა. უკვე იმასაც არა აქვს მნიშვნელობა, ვისი რეკომენდაციით იბრიქებოდა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და რა ავანტიურა იყო ჩადებული ამ რეკომენდაციაში. ფაქტია: ამერიკელების მიერ მომზადებული სამხედრო კონტიგენტისა და ამერიკული სამხედრო აღჭურვილობით გაბრუებულებს გულუბრყვილოდ […]

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელ “ფეისბუკში” გავრცელდა სია, თუ სად იყვნენ სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. გთავაზობთ ამ სიას: გიგი წერეთელი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – საქართველო დატოვა 7 აგვისტოს 04:30 საათზე, დაბრუნდა 9 აგვისტოს; დავით ბეჟუაშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი – საქართველო დატოვა 7 აგვისტოს, დაბრუნდა 11 აგვისტოს, კვლავ დატოვა 15 აგვისტოს; კანდიდ კვიციანი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი – საქართველო დატოვა 7 […]

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველო-რუსეთის ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს. „დღეს 11 წელი შესრულდა რუსეთ-საქართველოს ომიდან. 2008 წლის ომი ქართული საზოგადოებისთვის ღია ჭრილობად რჩება. ღია ჭრილობაა იმ მშობლებისთვის, რომლებმაც ამ ომში შვილები დაკარგეს და შვილებისთვის, რომლებიც ამ ომის შედეგად მამების გარეშე იზრდებიან. როგორც მთავარსარდალი, როგორც დედა და ამ ქვეყნის ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე. […]

„ნებისმიერი ხელისუფლების უზენაესი ამოცანაა დაიცვას საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლე, უზრუნველყოს მშვიდობა და აარიდოს ქვეყანას განსაცდელი. სამწუხაროდ, მაშინდელმა უპასუხისმგებლო ხელისუფლებამ ეს არათუ არ გააკეთა, არამედ თავისი ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით, საოკუპაციო გეგმის განხორციელება გახადა შესაძლებელი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელში წერს. პრემიერი აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით ასევე აცხადებს, „ჩვენი ერის კონსოლიდაციით, მუხლჩაუხრელი შრომით, გაცხადებული მიზნების მიღწევით, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად […]

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გრძელდება ე.წ. ანტისაოკუპაციო მიტინგი, მოწოდებით — გადადგეს შს მინისტრი გახარია. გახარია კი ჯიუტობს, გადადგომას არ აპირებს. არც აქციის მონაწილენი აპირებენ დაშლას, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. დავუშვათ დაკმაყოფილდა, რას მოიმოქმედებენ აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები, რომლებიც ისე მიეჩვივნენ ამ ღონისძიებას, როგორც სამსახურში სიარულს? დიახ! აქცია მათი სამსახურია, ერთობ განსხვავებული და უცხო, აქციაში არმონაწილე საზოგადოების — მისდამი ნეგატიურად […]

„ხელისუფლება, პრაქტიკულად იხსნის პასუხისმგებლობას ყველა იმ პრობლემების მოგვარებაზე, რაც დაგროვილია“ – აცხადებს გია ხუხაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში, ექსპერტის შეფასებით, ხელისუფლება აცნობიერებს, რომ ლეგიტიმაცია აქვს დაკარგული და ბოთლიდან ამოსული ჯინის ისევ ბოთლში შებრუნებას ცდილობს. „ხელისუფლება ამბობს, – კი ბატონო, არის პრობლემები, მაგრამ ეს პრობლემები ჩემი ბრალი კი არა, ოპოზიციის ბრალია და მე არ ვაპირებ მათ მოგვარებას. ჩემი აზრით, ასეთი კომიკური დამოკიდებულება აქვს […]

„ყოველი პარტია დაფინანსებას არჩევნებში მოპოვებული ხმების შესაბამისად მიიღებს“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული ცვლილებათა პროექტის წარდგენისას განაცხადა. თალაკვაძის განცხადებით, 2020 წლის არჩევნებზე მცირე პარტიები შედარებით მეტ დაფინანსებას მიიღებენ. „შეიცვლება პარტიების დაფინანსების სისტემა უფრო სამართლიანი და ობიექტური მოდელით, სადაც პარტია, რომელიც თუნდაც ერთ მანდატს მოიპოვებს პარლამენტში, დაფინანსებას მიიღებს არჩევნებში მოპოვებული ხმების […]

ჩვენი პროგნოზები და ფინანსური ინსტიტუტების ანალიზი, რომ სამწუხაროდ, საქმე გვქონდა ლარის ზედმეტ გაუფასურებასთან, სამწუხაროდ, გამართლდა, ვინაიდან ანალიზმა აჩვენა, რომ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები ჯანსაღია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ბეშუმში, ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ლარმა გამყარება დაიწყო და ეროვნულ ბანკს მისი ჯანსაღი პარამეტრების შენარჩუნებისთვის ყველა ინსტრუმენტი გააჩნია. „ლარმა დაიწყო გამყარება […]