Breaking News
Home / liza (page 3)

liza

„გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში ჩვენს მიერ გატარებულმა რეფორმებმა ძალიან ხელშესახები შედეგები მოგვიტანა“

ვერასოდეს ჩავაყენებთ საქართველოს განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიცხვში, თუ მასშტაბურ ინვესტიციებს არ განვახორციელებთ განათლების სექტორში და ვერ გავხდით მას დომინანტს მთელს ეკონომიკაში,- ამის შესახებ ეკონომიკურ კონფერენციაზე – “საქართველო და მსოფლიო 2019 წელს” სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მისივე თქმით, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში საქართველოს მიერ გატარებულმა რეფორმებმა ძალიან ხელშესახები …

ვრცლად წავიკითხოთ

„ეს ჩანაწერები, ძალიან მძიმეა და კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის“ – კახა კალაძე

მე არ ვიცი რა ჩანაწერზეა საუბარი. გუშინ საუბარი იყო, რომ ვრცელდებოდა ჩანაწერები, თუმცა არავის არ უნახავს ეს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, გამოძიებამ აუცილებლად უნდა დაადგინოს მართლაც ჰქონდა თუ არა ასეთ ფაქტს ადგილი. თბილისის მერი გამორიცხავს, რომ ფარული ჩანაწერები მმართველი …

ვრცლად წავიკითხოთ

ყაზახეთის მისია გაეროს უშიშროების საბჭოში

თბილისის ღია უნივერსიტეტში მრგვალი მაგიდა გაიმართა, რომელიც ყაზახეთის რესპუბლიკის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოში გაწეული მუშაობის შედეგებს მიეძღვნა. განხილვაში მონაწილეობდნენ აკადემიური საზოგადოების წევრები, პოლიტოლოგები, ეკონომისტები, იურისტები. 2016 წლის 28 ივნისს გაეროს ნიუ-იორკის შტაბბინაში, კენჭისყრის შედეგად, ყაზახეთის რესპუბლიკამ 193 ხმიდან დააგროვა 138 გაეროს წევრი-სახელმწიფოს ხმა და პირველად იქნა არჩეული გაეროს უშიშროების საბჭოს …

ვრცლად წავიკითხოთ

„პრობლემა არის ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩიჩალაძე, ასევე ის ხალხი, ვისი მეშვეობითაც ისინი მართავდნენ და მართავენ სისტემას“

ლევან მურუსიძის და მიხეილ ჩინჩალაძის ტაქტიკური მცდელობაა, რომ თვითონ გადარჩნენ, საკუთარი თავის გარშემო ყველა გააერთიანოს, თითქოს ყველას ემუქრება საფრთხე, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განუცხადა. ანა დოლიძე მოსამართლეთა 25-ე რიგგარეშე კონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ანა დოლიძის განმარტებით, საქართველოს სასამართლო სისტემაში ნამდვილად არიან ღირსეული და კეთილსინდისიერი …

ვრცლად წავიკითხოთ

წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი დააკავა.  ივანეიშვილს ხელბორკილები ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენლებმა საკრებულოს სხდომაზე დაადეს. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზეა დაკავებული.

ვრცლად წავიკითხოთ

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი ესწრება

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს. სხდომას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება. როგორც დეპუტატებმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხი იქნება, რომელსაც ისინი დასვამენ შეხვედრაზე. ასევე, განიხილება ბოლო დროს პარტიაში მიმდინარე მოვლენები. შეხვედრაზე იმყოფება უმრავლესობის წევრი ეკა ბესელიაც, რომელიც ამბობს, რომ ეცდება კოლეგებს საკუთარი არგუმენტები …

ვრცლად წავიკითხოთ

„მთავარი კითხვა რა არის, მე წავალ უმრავლესობიდან თუ რა ეშველება სასამართლო სისტემას?“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თუმცა გუნდთან დაპირისპირებული ეკა ბესელია, როსტომ მეფის სასახლეში მივიდა. ბესელიამ უმრავლესობის სხდომაზე დასასწრებად სტრასბურში ვიზიტი შეწყვიტა. ეკა ბესელია შეხვედრის დაწყებამდე ამბობს, რომ მსჯელობა საქმიანი იქნება და მოხდება მთავარი საკითხის – მოსამართლეების შერჩევისა და სასამართლოს რეფორმის დასრულების საკითხის განხილვა. დეპუტატის თქმით, მას ორივე საკითხთან დაკავშირებით მყარი არგუმენტები და …

ვრცლად წავიკითხოთ

გივი ეჟიშვილი – „როგორ ამოხოცეს რუსებმა ქუთაისში მხედრიონელები 1993 წლის  11 მაისს“

ლალი ცერაძე სანამ აფხაზეთის ომი დაიწყო ქუთაისში დიდი მეურნეობა გავაკეთეთ მე და ჩემმა მეგობრებმა. სამოქალაქო ომის დროს და შემდეგ დიდი ეკონომიური გაჭირვება ჩამოვარდა და თან ვმუშაობდით და თან ჩვენს მამულიშვილურ ვალად მიგვაჩნდა დავხმარებოდით გაჭირვებულებს. მშიერ მოსახლეობას და მეომრებს ჰუმანიტარულ აქციებსაც ვუწყობდით და ვეხმარებოდით რაც შეგვეძლო. როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო გადავწყვიტეთ …

ვრცლად წავიკითხოთ

თამაზ გოჩაშვილი – „ვეტერანები 3 იანვრის დარბევის გამოძიებას ვითხოვთ“

ლალი ცერაძე 2010 წლის 27 დეკემბერს ნაციონალური მოძრაობის ზეობის დროს, როდესაც წინასაახალწლო სამზადისში იყო ქვეყანა, საქართველოს ვეტერანებმა დაიწყეს გმირთა მოედანზე შიმშილობის აქცია. ეს იყო იმ განუკითხაობის, სისასტიკის, შეურაცხოფის მიმართ პროტესტი, რომელშიც ამ ფაშისტურმა პარტიამ ამყოფა მთელი ქართველი ხალხი და მათ შორის პატრიოტი ვაჟკაცი მეომრები.  სანქცირებული აქციის დასარბევად ბატონი მიხეილის დავალებით …

ვრცლად წავიკითხოთ

მკვლელობა ქვემო ფონიჭალაში – ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით 35 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

მკვლელობა ქვემო ფონიჭალაში. კვების ერთ-ერთ ობიექტში მომხდარ სიტყვიერ შელაპარაკებას დაჭრა მოჰყვა – ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით 35 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. შემთხვევა ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახელებულ ტერიტორიაზე მოხდა – ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. სამართალდამცველების განმარტებით, დაწესებულების მეპატრონე გამოძიებასთან თანამშრომლობს. რა გახდა მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. დადგენილია, სავარაუდო, ბრალდებულის ვინაობაც. …

ვრცლად წავიკითხოთ

“თუ რამე გადაწყვეტილებას იღებს იუსტიციის საბჭო, რომელიც არის საკამათო, უნდა დაასაბუთოს”-გია ვოლსკი

მმართველი გუნდი იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც გუშინ პარლამენტმა უზენაესის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია ჩააგო. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ კანდიდატებს შორის არის ლევან მურუსიძე, რომელმაც დღეს გასაუბრება უნდა გაიაროს იუსტიციის საბჭოში. დეპუტატები იმედს გამოთქვამენ, რომ საბჭო თავის შეკითხვებში მაქსიმალურად კრიტიკული იქნება. რაც შეეხება თავად კანდიდატების სრულ სიას, მმართველი გუნდი შერჩევის კრიტერიუმებს იწუნებს …

ვრცლად წავიკითხოთ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში იმყოფებოდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში იმყოფებოდა. ზურაბიშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთან გამართა შეხვედრა. როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, ისაუბრეს სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, შემდეგი ეტაპის თანამშრომლიბის ფორმებზე. ბესელიას დეტალები მედიასთან არ დაუკონკრეტებია, თუმცა ასევე აღნიშნა ის, რომ „მეგობრული შეხვედრა“ იყო. „სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრეთ. როდესაც ქალბატონი სალომე პარლამენტის წევრი იყო, მისი სამუშაო ოთახი ჩემი …

ვრცლად წავიკითხოთ

„სალომე სამადაშვილი როგორც ელჩი იყო ქვეყნისთვის საზიანო და უმაქნისი“ – ეკა ბესელია

სალომე სამადაშვილი როგორც ელჩი იყო ქვეყნისთვის საზიანო და უმაქნისი, როგორც იურიდიული კომიტეტის წევრი უსაქმური და კანონების არმცოდნე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს. ბესელია ხაზს უსვამს, რომ სამადაშვილს კომიტეტის სხდომებზე დასწრების ყველაზე მეტი გაცდენა აქვს. „არ წაუკითხავს არც ერთი კანონპროექტი, რაც იხილება პარლამენტში“, – აცხადებს …

ვრცლად წავიკითხოთ

„დავით კირკიტაძე დაკავებული უნდა იყოს და ოთარ ფარცხალაძე თავისუფალი?“ – გრიგოლ ვაშაძე

დავით კირკიტაძე დაკავებული უნდა იყოს და ოთარ ფარცხალაძე თავისუფალი? გამაგებინეთ, სად ვცხოვრობთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა. როგორც ის აღნიშნავს, თუ საჭირო გახდება, ისინი კირკიტაძის საქმეს სტრასბურგის სასამართლოშიც წაიღებენ. „დაველოდებით ბრალის წაყენებას. დღეს აქ უამრავი ხალხი მოვა, დაველოდებით სამართლიან გადაწყვეტილებას. მთელმა საზოგადოებამ დაინახა, თუ ხარ …

ვრცლად წავიკითხოთ

„საჯარო მოხელე, რომელიც ემსახურება ქვეყანას და საზოგადოებას, უნდა იყოს დაცული„

“საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების ადმინისტრაციული ხელშეკრულებების საფუძველზე დასაქმებას ითვალისწინებს, მმართველ გუნდში განსხვავებული პოზიციებია, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემგანუცხადა. მისივე განმარტებით, რადგან საკითხზე კონსენსუსი არ არსებობს, „ამ მოცემულობით ცვლილებებზე გადაწყვეტილებას არ მიიღებენ“. „ამ ინიციატივასთან დაკავშირებით გუნდში არის განსხვავებული მოსაზრებები. მსჯელობას და ყველა …

ვრცლად წავიკითხოთ

ყოველთვის მოგხვდებათ ცხვირში – კახა კალაძის პასუხი “რუსთავი2”-ს (ვიდეო)

ვრცლად წავიკითხოთ

„პრეზიდენტის ინსტიტუტი სწორად უნდა ყალიბდებოდეს, მათ შორის საკადრო შემადგენლობის თვალსაზრისით“ – გია ვოლსკი

სალომე ზურაბიშვილზე არჩევანი იმიტომ გაკეთდა, რომ მას არ ახასიათებს პირადი შეხედულებებით ხელმძღვანელობა, როცა საქმე სახელმწიფო ინტერესებს ეხება, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების შესაძლო გათავისუფლების შესახებ კომენტირებისას. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ზურაბიშვილი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. „დარწმუნებული ვარ, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. სალომე ზურაბიშვილი პიროვნულად არაფერ შუაშია. პრეზიდენტის ინსტიტუტი სწორად უნდა ყალიბდებოდეს, …

ვრცლად წავიკითხოთ

ჩვენ ვიქნებით ქალაქის ის მთავრობა, ვინც ბინათმშენებლობის კოოპერატივებით დაზარალებულებს პრობლემას მოუგვარებს

ჩვენ ვიქნებით ქალაქის ის მთავრობა, ვინც ბინათმშენებლობის კოოპერატივებით დაზარალებულებს პრობლემას მოუგვარებს და მოხდება მათი ბინებით უზრუნველყოფა და დაკმაყოფილება,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მერიამ აღნიშნულთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა, თუმცა ის ორჯერ ჩავარდა. კალაძის თქმით, ახლა გარკვეული პირობები შეიცვალა და იმედოვნებს, რომ სამშენებლო კომპანიები …

ვრცლად წავიკითხოთ

ე.წ. კორტების საქმეზე მსჯავრდებულების შეწყალებისთვის ომბუდსმენი პრეზიდენტს მიმართავს

ე.წ. კორტების საქმეზე მსჯავრდებულების ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის შეწყალებისთვის კიდევ ერთხელ მიმართავს სახალხო დამცველი მოქმედ პრეზიდენტს. გიორგი მარგველაშვილს ფირცხალავასა და ცააძის ოჯახის წევრები მიმართავენ და ომბუდსმენის თხოვნაზე რეაგირებისკენ მოუწოდებენ. „ბატონო გიორგი, გთხოვთ, რომ თქვენი უფლებამოსილების დარჩენილი ოთხი დღის ფარგლებში მოახდინოთ რეაგირება სახალხო დამცველის თხოვნაზე, წინაააღმდეგ შემთხვევაში თქვენ შეუერთდებით პროკურატურის …

ვრცლად წავიკითხოთ

დღეს ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყება

ჟენევაში მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი იხსნება. საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის მთავარი თემები მცოცავი ოკუპაციის გაგრძელება, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, აგრეთვე საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებული რთული ვითარება იქნება. ქართული მხარე ასევე დააყენებს თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის გაძლიერების საკითხებსაც. მოლაპარაკებები შვეიცარიაში დღეს იწყება. საქართველოს …

ვრცლად წავიკითხოთ

Collection of premium WordPress themes

Powered by themekiller.com