179 წაკითხვადასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება პრინციპში ვერაფერს შეცვლის და მას სპეცოპერაციის მიზნების მიღწევის პროცესის შეფერხება არ შეუძლია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. “ამ მიწოდებას შეუძლია უკრაინელ ხალხს ტკივილი მოუმატოს და მათი ტანჯვა გაახანგრძლივოს, მაგრამ პრინციპში არაფრის გადაჭრა არ შეუძლია. ამ მიწოდებას არ შეუძლია შეაფერხოს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევის პროცესი”, – აღნიშნა პესკოვმა. რამდენიმე დღის წინ, […]
მსოფლიო
253 წაკითხვაკრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი წლის ბოლოს პრესკონფერენციას არ გამართავს. მედიის ცნობით, 10 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პუტინმა ყოველწლიური პრესკონფერენცია გააუქმა. პესკოვმა არ დაასახელა მიზეზი, რატომ არ გაიმართება ტრადიციული პრესკონფერენცია, თუმცა, აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი რეგულარულად ესაუბრებოდა პრესას, მათ შორის უცხოურ ვიზიტებზე.
168 წაკითხვარუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობამ კონფრონტაციის წერტილს მიაღწია და მათ ამ პირობებში მოუწევთ ცხოვრება. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ. „ჩვენ უკვე მივედით სადგურზე, რომელსაც “კონფრონტაცია” ჰქვია. ჩვენ უნდა ვიყოთ ფოკუსირებულები, უნდა ვიყოთ ძლიერები და გვქონდეს უსაფრთხოების ხარისხი, რადგან ჯერ კიდევ უნდა ვიცხოვროთ ამ დაპირისპირების პირობებში“, – აღნიშნა პესკოვმა. როგორც კრემლის პრესსპიკერმა დასძინა, დასავლეთის […]
246 წაკითხვაგერმანიის ყოფილი კანცლერი, ანგელა მერკელი აცხადებს, რომ თანამდებობაზე ყოფნის ბოლო პერიოდში საგარეო პოლიტიკაში რუსეთთან პროგრესს ვერ მიაღწია, მათ შორის უკრაინის, დნესტრისპირეთისა და მოლდოვას, საქართველოსა და აფხაზეთის, სირიისა და ლიბიის საკითხებზე. მერკელის განცხადებით, ცდილობდა, ევროპული საბჭოს ფარგლებში მოლაპარაკება გაემართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან 2021 წლის ზაფხულში, თანამდებობის დატოვებამდე ცოტა ხნით ადრე. მერკელმა განმარტა, რომ მას და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს მოლაპარაკებების […]
228 წაკითხვარუსეთს ეჭვი არ ეპარება, რომ უკრაინაში მის სპეცოპერაციას წარმატებული შედეგი ექნება, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ჟურნალისტებმა პესკოვს ჰკითხეს, ეთანხმება თუ არა იმ აზრს, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მომავალი დამოკიდებულია უკრაინაში „რუსული სპეცოპერაციის“ წარმატებაზე. “ჩვენ შეგვიძლია დავეთანხმოთ ამას იმ შენიშვნით, რომ სპეცოპერაციის მომავალი და წარმატება ეჭვს არ იწვევს“, – განაცხადა პესკოვმა.
268 წაკითხვააშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სახელმწიფო დეპარტამენტს დაავალა, უკრაინას 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება გამოუყოს. ამის შესახებ ინფორმაცია თეთრი სახლის ოფიციალურ ვეგბგერდზეა განთავსებული. „უფლებამოსილებას ვაძლევ სახელმწიფო მდივანს გამოიყოს 400 მილიონამდე აშშ დოლარი, რათა უზრუნველყოფილი იყოს უკრაინისთვის დახმარება და საჭირო გადაწყვეტილებები“, – ნათქვამია მემორანდუმში. ამასთან, ახალი პაკეტის დეტალური შინაარსი ჯერ არ არის ცნობილი.
190 წაკითხვარუსი ოკუპანტები გასული დღის განმავლობაში, დონბასში უკრაინელ ჯარისკაცებს 13 დასახლების ტერიტორიაზე დაესხნენ თავს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება. უწყების ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის თავდასხმები მოიგერიეს დონეცკის ოლქის სპორნის, ბელოგორივკას, იაკოვლივკას, სოლედარის, ბახმუტის, კამენკას, ოპიტნის, ვესელგოს, პერვომაისკის, კრასნოგოროვკას, მარინკასა და ნოვომიხაილოვკას დასახლებებში და ლუგანსკის ოლქის სტელმახოვკას რაიონში. გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგე ცდილობს შეინარჩუნოს დროებით ოკუპირებული […]
217 წაკითხვაუკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსები აგროვებენ ძალას უკრაინის ქალაქებზე ახალი მასიური დარტყმისთვის და ამისთვის მათ ირანული რაკეტები სჭირდება. „ტერორისტული სახელმწიფო ჩვენს ინფრასტრუქტურაზე მასიური თავდასხმის შესაძლო განმეორებისთვის ძალებისა და საშუალებების კონცენტრირებას ახდენს. პირველ რიგში, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის. ამისთვის რუსეთს სჭირდება ირანული რაკეტები”, – განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით ირანის რეჟიმი ეხმარება რუსეთს ამ ომის გახანგრძლივებაში და ყველამ, ვინც რუსეთს ამ ომის გახანგრძლივებაში […]
256 წაკითხვააშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, „დემოკრატებს“ ამერიკა კომუნიზმისკენ მიჰყავთ. „დემოკრატებს“ სურთ, ამერიკა კომუნისტურ კუბად ან სოციალისტურ ვენესუელად გადააქციონ. მივმართავ ყველა ლათინო ამერიკელს ფლორიდასა და მთელს მიწაზე, მოგესალმებით გაშლილი ხელებით ჩვენს პარტიაში“, – განაცხადა ტრამპმა მაიამიში ამომრჩეველთან წინასაარჩევნო შეხვედრის დროს. ამასთან, ყოფილმა პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ შესაძლოა, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა დააყენოს. „ალბათ ისევ მომიწევს ამის გაკეთება, მაგრამ თვალყური […]
247 წაკითხვააშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთი სერიოზულ შეცდომას დაუშვებს, თუკი უკრაინაში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. “ნება მომეცით, უბრალოდ ვთქვა, რომ რუსეთი წარმოუდგენლად სერიოზულ შეცდომას დაუშვებს, თუ გამოიყენებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს. ეს იქნება სერიოზული, სერიოზული შეცდომა“, – აღნიშნა ბაიდენმა. ბაიდენის განცხადებით, გასული დღის დიდი ნაწილი ამ საკითხის განხილვას დაუთმო. აშშ-ის პრეზიდენტის კომენტარი მოჰყვა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებას, რომ […]