60 წაკითხვასაქართველოში პროტესტი სრულიად ნათელი, გასაგები კანონპროექტის წინააღმდეგ იყო, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უზბეკეთში ვიზიტის დროს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. „ის, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს დასავლეთს ამა თუ იმ ხელმძღვანელობისადმი, ნათლად გამოჩნდა, როდესაც მოლდოვაში პრეზიდენტისა და მთავრობის პროდასავლური კურსის წინააღმდეგ იყო პროტესტები, ეკონომიკის განვითარების ინტერესების იგნორირების წინააღმდეგ პროტესტები. დასავლეთმა ეს ლამის როგორც კანონიერი ხელისუფლების დამხობის მცდელობა დაგმო, […]
პოლიტიკა
76 წაკითხვაპრეზიდენტის ადმინისტრაცია სტრასბურგში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის გადადების თაობაზე განცხადებას ავრცელებს. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვიზიტის გადადების მიზეზად ასახელებს საქართველოს მთავრობის მხრიდან “ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის” მიღების პროცესს. როგორც პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, ევროპარლამენტში გამოსვლის “სათანადო დრო” ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ერთად იქნება შერჩეული. „საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება გადაედო უმნიშვნელოვანესი ვიზიტი ქალაქ სტრასბურგში, რადგან პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს უნდა […]
155 წაკითხვაძალიან ბევრი რამეა ახი მდინარაძეზე და „ქართულ ოცნებაზე” – პრეზიდენტს არჩევანი დაუგვიანდა, დიდი ხანია იყო ეს გასაკეთებელი სახელმწიფო და ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ, მაგრამ მრჩება განცდა, რომ მან ეს გააკეთა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ლელოს” დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა. უსუფაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნები და წინასაარჩევნო პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამისთვის პოლიტიკური სასჯელიც დაგვიანდა. “ახია კი, არა მარტო ეს, ძალიან ბევრი რამ არის ახი. […]
97 წაკითხვამიმდინარე კვირას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის სხდომაზე ყოველწლიური მოხსენებით გამოვა. პრეზიდენტის მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე 31 მარტს მოუსმენენ როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე კვირა არასასესიო კვირაა, პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს.
77 წაკითხვაპარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენა სიტყვიერი დაპირისპირებით დასრულდა. დაპირისპირება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დეპუტატ გუბაზ სანიკიძისადმი გაკეთებულ შეფასებას მოჰყვა. დასკვითი სიტყვის ბოლოს ღარიბაშვილმა სანიკიძეს მიმართა, მას “მოღალატე“ და გამყიდველი“ უწოდა და ისიც განაცხადა, რომ გუბაზ სანიკიძე 100 ათასს დოლარად გაიყიდა. აღნიშნულის საპასუხოდ სანიკიძემ პრემიერის მისამართით შეიგინა. სანიკიძის პრემიერისადმი მიმართვის პასუხად უმრავლესობის დეპუტატები ოპოზიციონერ კოლეგას სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, მას უწმაწური სიტყვებით […]
101 წაკითხვაპარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ხვალინდელ სხდომაზე გიორგი ამილახვარისა და ირაკლი კოვზანაძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის გარდა, “ქართული ოცნების” კიდევ სამი დეპუტატის ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ნინო იობაშვილისა და გიორგი ხელაშვილის მანდატების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს. როგორც “ინტერპრესნიუსს” კომიტეტის ხელმძღვანელმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა, ჩაჩიბაია და იობაშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა გუნდში დაინიშნენ, ხოლო გიორგი ხელაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი იქნება. “შესაბამისი ბრძანებულებები უკვე მივიღეთ. ვლადიმერ ჩაჩიბაია პრემიერის მრჩეველი თავდაცვისა […]
93 წაკითხვახელს შევუწყობთ საქმიან სამუშაო გარემოს, ოპონენტებს მინდა ვთხოვო, თავი შეიკავონ პიროვნული შეურაცხყოფებისგან, რომელსაც ხშირად მოჰყვება ხოლმე მწვავე რეაქციები , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ „თავდაცვის კოდექსის“ განხილვისას სასესიო დარბაზში მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პარლამენტი უნდა იყოს არა ფიზიკური დაპირისპირების, არამედ დებატების ადგილი. „არ მივესალმები არანაირ დაპირისპირებას, მით უმეტეს, ფიზიკურ დაპირისპირებას პარლამენტში. პარლამენტი არის და უნდა იყოს […]
116 წაკითხვადღეს მსოფლიო, მთელი სამყარო დგას მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ კითხვაზე პასუხისას აღნიშნა, რომ ამის თაობაზე გუნდის წევრებმა განმარტება და განცხადებები გააკეთეს. „მთავარი მინდა გითხრათ, დღეს მსოფლიო, მთელი სამყარო დგას მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე. ეს შეფასება გადაჭარბებული არ არის, ეს არ არის […]
97 წაკითხვაპარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ დესტაბილიზაციისთვის კიდევ ერთი დამატებითი კომპონენტი სჭირდება – ეს არის სააკაშვილის ცუდად ყოფნა და მასთან ექიმების არდაშვება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი ამ „ზღაპრის მეშვეობით ცდილობენ საზოგადოებაში დამატებითი მუხტი შეიტანონ იმისთვის, რომ მათ აქციებზე ხალხი მოგროვდეს“. „არის გარკვეული თემები, რაზეც რადიკალურ ოპოზიციას არათუ პასუხი არ აქვს, საფუძველი არ აქვს, რაიმე ბრალდება წაუყენოს ხელისუფლებას. […]
61 წაკითხვათუ ჩვენ და ჩვენი ქვეყანა სააკაშვილის ჭამაზე და მის კუჭზე ვართ დამოკიდებული, მაშინ ამ ქვეყანას მომავალი არ ჰქონია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ევროპული მომავალი არ შეიძლება სააკაშვილის კუჭზე გადიოდეს. „არაფერი შეიძლება იყოს იმაზე ცრუ ნარატივი, არაფერი შეიძლება იყოს იმაზე დიდი თავხედობა საქართველოს მიმართ, როგორც სააკაშვილის სპეკულაციური და თაღლითური თემის დაკავშირება საქართველოს ევროპულ მომავალთან. […]