132 წაკითხვაროდესაც გადაწყვეტილება მიიღება, მარტივია გლობალური ომის პარტიისთვის ევროკავშირზე ზემოქმედება, ვინაიდან, კონსენსუსით მიიღება გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ვინაიდან, კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის სრული კონსენსუსია საჭირო, გლობალური ომის პარტიისთვის მარტივია ზემოქმედება, ვინაიდან, 27 ქვეყნიდან ერთის უარის შემთხვევაშიც კი, ქვეყანა სტატუსს ვერ მიიღებს. კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ კოლექტიური […]

182 წაკითხვაპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიაში, კულტურის საერთაშორისო ფესტივალის – “ევროპალიისა” და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოვიდა. მთავრობის მეთაურმა ყურადღება დაუთმო რუსეთ-უკრაინის ომს და აღნიშნა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში ასუსტებს თანამედროვე ღირებულებებს და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპებს. მისივე თქმით, საქართველო მტკიცედ დგას მეგობარი ქვეყნის გვერდით. „ძვირფასო სტუმრებო, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი შეხვედრა ევროპის ისტორიის კრიტიკულ მომენტში მიმდინარეობს. რუსეთის შეჭრა […]

184 წაკითხვანატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინის კონტრშეტევის პირველ დღეებს დადებითად აფასებს. ამის შესახებ მან USA Today-სთან ინტერვიუში განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები თანდათან “იპყრობენ პოზიციებს” და რუსებს ბრძოლით უკვე რამდენიმე პატარა ქალაქი და სოფელი წაართვეს. ამავდროულად ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ სწრაფ და მნიშვნელოვან წარმატებებთან მიმართ ფრთხილად ყოფნაა საჭირო. “მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ეს შეტევა სისხლიანი და მძიმე […]

191 წაკითხვაპარლამენტმა დღევანდელი პლენარული სხდომის ბოლო საკითხად “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტი განიხილა და 81 – მომხრე, 2 – წინააღმდეგი, მეორე მოსმენით მიიღო. განსახილველად წარდგენილი იყო კანონპროექტის ის ვარიანტი, რომელიც ჯერ კიდევ აპრილის თვეში, ვენეციის კომისიის შუალედური რეკომენდაციების საფუძველზე გადამუშავდა და შეიცვალა. პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტის თანახმად, ოლიგარქად მიიჩნევა პირი, თუ ის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს, მედიამომსახურებაზე ახდენს გავლენას და მნიშვნელოვან […]

179 წაკითხვააშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საიდუმლო დოკუმენტებთან დაკავშირებულ საქმეზე სასამართლოში მივიდა, იგი ფორმალურად დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ტრამპი ფლორიდას შტატის ქალაქ მაიამის ფედერალური სასამართლოს შენობაში მივიდა, სადაც იგი ფორმალურად დააკავეს საიდუმლო დოკუმენტებთან არასათანადოდ მოპყრობის საქმესთან დაკავშირებით. ტრამპის დაკავების შემთხვევა ფორმალური პროცედურაა, ამიტომ ყოფილ პრეზიდენტს ბორკილები არ დაადეს და “დაკავების ფოტო” არ გადაუღეს. სასამართლომ მოსმენის დროს ნებისმიერი […]

247 წაკითხვაჩემი ამოცანა რომ იყოს სადღაც ტრიბუნაზე დგომა და ხმამაღალი განცხადებების გაკეთება, ესეც შეიძლება, მაგრამ რა შეიძლება იყოს ამის შედეგი, ეს უკვე ნანახი მაქვს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის” გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა. ამით სახალხო დამცველმა უპასუხა მის მიმართ კრიტიკასთან დაკავშირებულ კითხვას, არასაკმარისად აქტიურობისა და მკვეთრი განცხადებების ნაკლებობის შესახებ. ლევან იოსელიანის განმარტებით, მისი მიზანია, რომ კონკრეტული უწყებების მიერ მისი რეკომენდაციების გაზიარების […]

131 წაკითხვა 2022 წლის განმავლობაში  „კასპერსკის ლაბორატორიის“ გადაწყვეტილებები 73-ჯერ მოხვდა ლიდერთა სამეულში უსაფრთხოების ტექნოლოგიების 86 დამოუკიდებელი ტესტირების შედეგების საფუძველზე, მათ შორის 69-ჯერ  პირველი ადგილი დაიკავეს. კომპანია იტყობინება, რომ TOP-3 ქულა ასახავს რამდენად წარმატებით გაიარა პროდუქტებმა დამოუკიდებელი ტესტები კალენდარული წლის განმავლობაში. ეს შეფასება ბევრად უფრო თვალსაჩინო და ღირებულია, ვიდრე ერთი პროდუქტის ერთჯერადი წარმატება ერთ ტესტში. ინდიკატორი გამოითვლება AV-Comparatives, AV-TEST, SE Labs […]

153 წაკითხვასაქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, შესაბამისად, დღეს, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვერავინ ვერსად დაიბარებს და ვერავინ ვერავითარ წამმზომს ვერ ჩაურთავს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გერმანიაში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, მესიჯი, რომ საქართველოს მთავრობის მეთაური გერმანიის კანცლერმა დაიბარა და მას წამმზომი ჩაურთო, ოპოზიციის შემუშავებულია და კობახიძის შეფასებით, ეს გამოხატავს ოპოზიციის დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის მიმართ. კობახიძემ ოპოზიციას […]

135 წაკითხვაკანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო უკრაინაში ჩავიდა. მედიის ინფორმაციით, კანადის პრემიერი კიევში უკრაინელი ჯარისკაცების მემორიალს ეწვია და პრორუსულ ძალებთან ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლებს პატივი მიაგო. ნატო-ს წევრმა კანადამ უკრაინას, 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მნიშვნელოვანი სამხედრო და ფინანსური დახმარება გაუწია.

137 წაკითხვა„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი ინციდენტი, რა დროსაც სტუდენტებმა კობახიძეს კიბეზე ჩასვლისას რუსული ვალუტა ესროლეს, ტელეკომპანია „ფორმულას“ მოწყობილი პროვოკაციაა. კობახიძის განმარტებით, ინციდენტში მონაწილე ახალგაზრდები, სწორედ ამ ტელეკომპანიასთან არიან აფილირებულები და ამ შემთხვევაში მათი სტუდენტობა არაფერ შუაშია. ამასთან, მისივე თქმით, ამ ახალგაზრდებს ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვთ. „ეს იყო ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ მოწყობილი პროვოკაცია. ისინი იყვნენ მოსულები, იღებდნენ ამ […]