1,320 წაკითხვავარკეთილის ბაზრობის ტერიტორია შპს ვარკეთილს ეკუთვნის და მას ყადაღა ადევს. ვარკეთილში, ე.წ. შერეულ ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია. ბაზრობის მოვაჭრეებისთვის უცნობია რამ გამოიწვია ხანძარი. მათი თქმით, წესრიგშია ყველანაირი გაყვანილობა და სადენები, გარდა ამისა ტერიტორიას ჰყავს დაცვაც. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. პოლიცია და მოვაჭრეებს, დახლებთან და მაღაზიებთან მიახლოების საშუალებას არ აძლევს. ამის პარალელურად გაჩნდა პირველი ეჭვები ხანძრის განგებ გაჩენის შესახებ, ბაზრის ერთ-ერთი […]

1,176 წაკითხვაგიორგი გაბუნიას მკვლელობისთვის დაკავებულმა პირმა მილიონი აიღო – ამის შესახებ თავად ჟურნალისტმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. გიორგი გაბუნიამ აღნიშნა, რომ დაკავებულს თანხა უკვე აღებული ჰქონდა. „კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ქართული სპეცსამსახურის თანამშრომლებს, მაგრამ ეს ნაბიჯი გადადგეს იმიტომ, რომ ისინი იძულებულები იყვნენ, რადგან ყველაფერი უკრაინიდან დაიწყო და უბრალოდ არ გამოდიოდა, რომ აქ ყველაფერი ჩაეშალათ. თქმისაც კი ეშინია ხელისუფლებას. დღეს მეც […]

1,382 წაკითხვა„ამ კვირას გავრილოვის ღამის წლისთავია და ეჭვი არ მეპარება მაგარ ბლოკბასტერს მომიძღვნიან.“– წერს სოციალურ ქსელში ირაკლი ოქრუაშვილი ტვ „იმედის“ მისამართით. „ტვ იმედი. ჯერ ბადრის იმედი „ხალხის იმედად“ შექმნილი. ახლა ბადრის დაუძინებელი მტრის, ბიძინას იმედი. სინამდვილეში ჩემი იმედია. ყოველ კვირას ისეთ რეკლამას მიკეთებენ მადლობის მეტი რა მეთქმის. ამ კვირას გავრილოვის ღამის წლისთავია და ეჭვი არ მეპარება მაგარ ბლოკბასტერს მომიძღვნიან. ეჰ, […]

1,424 წაკითხვადამწვარი ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე ბაზრობის მსხვილ და მცირე მეწარმეებს შორის არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს, ზანდა მსხვილაძე არ გამორიცხავს, რომ გუშინ ე.წ. შერეულ ბაზრობაზე ხანძარი ხელოვნურად გაეჩინათ.მისი თქმით, ბაზრის მსხვილ მეწილეებს პირადი ინტერესები აქვთ და სრული მონიპოლიზაციისთვის იბრძვიან. ზანდა მსხვილაძე ბაზრობის 30%-ის მფლობელ თემურ პირველს პირდაპირ ადანაშაულებს და ამბობს, რომ პირველმა აქციონერთა ნაწილი თავიდან მოიშორა და წილები იძულებით დაათმობინა. მსხვილიძე ამბობს რომ […]

1,668 წაკითხვაირინა სარიშვილის პოსტი ფეისბუქში: “არა მგონია მე მარტო ვფიქრობდე ასე რაზეც ეხლა დავწერ. უმძიმესი პერიოდი გამოვიარეთ – უმძიმესი ყველანაირად და პირველ რიგში ფსიქოლოგიურად. უამრავი შეკითხვა იყო და რჩება დღემდე პასუხგაუცემელი და ვინც დღემდე ამ შეკითხვებს ვსვამთ, სრულებითაც არ ნიშნავს იმას რომ ვერ ვაცნობიერებთ კორონავირუსის საფრთხეს ან შეთქმულების თეორიას ვიზიარებთ! ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ. ამ წუთას სულ სხვა რამეს მინდა შევეხო: […]

1,830 წაკითხვასოციალური ქსელის მომხმარებელი გია შარაშენიძე, „ტვ პირველის“ ერთ-ერთ სიუჟეტს ფეისბუქზე ეხმაურება: „ვინმეს თუ გაუგია, რომ რომელიმე ქვეყნის ტელევიზია აჩვენებდეს საკუთარი ქვეყნის სასაზღვრო ლოკაციას, რომელიც მთებშია განლაგებული — არა ხო ? ჰოდა, ასე გასცა მტერს ტვპირველმა ნოდარიკომელაძის გადაცემით შაბათ საღამოს, ჩვენი ქვეყნის სასაზღვრო ლოკაციის ადგილი, ჩაფლული ტყესა და მთებში. თან, ამ შპიონაჟს, რუქისა და დრონის გამოყენებით აკეთებს და იმასაც ყვება, […]

1,508 წაკითხვატელეკომპანია “მთავარის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. როგორც გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო. “კონტრტერორისტულმა […]

2,086 წაკითხვა“მთავარი არხის” ინფორმაციით, 12 ივნისს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე ტელეკომპანიის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. ტელეარხის ვებგვერდზე განთავსებული ანონსის თანახმად, 15 ივნისს, 20:00-ზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “მთავარი არხის” დირექტორი ნიკა გვარამია სპეციალურ ბრიფინგს გამართავს. “ნეტგაზეთი” ინფორმაციის დასაზუსტებლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში თქვეს, რომ აღნიშნულზე კომენტარს არ აკეთებენ. გასული წლის ივლისში, მას შემდეგ, რაც გიორგი გაბუნიამ, რომელიც […]

1,735 წაკითხვაჩვენ ისევ გვისმენენ – სახელმწიფო ინსპექტორმა დღეს იურიდიულ კომიტეტს ანგარიში წარუდგინა. ლონდა თოლორაიას უწყების გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში უკანონო მიყურადების ფაქტების რაოდენობა გაზრდილია. მოსმენის პროცესი მაშინაც მიმდინარეობს, როდესაც მოქალაქეები სხვადასხვა კერძო დაწესებულებებში იმყოფებიან. როგორც აღმოჩნდა, ქუჩებში, სხვადასხვა კერძო ობიექტებზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერები მოქალაქეების მოძრაობასთან ერთად, მათ საუბრებსაც სრულად იწერს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოსმენების ზრდასთან ერთად, გაზრდილია მოსახლეობის მომართვიანობის სიხშირეც. […]

2,098 წაკითხვა„მძულს სამყარო, სადაც მამაკაცები საკუთარ ცოლებს ისე აცმევენ, როგორც მეძავებს და აძლევენ უფლებას ურცხვად გამოაჩინონ სხეული. სამყარო, სადაც ქალებს არ უნდათ ბავშვები, მამაკაცებს კი – ოჯახი. სამყარო, სადაც მამების მანქანებზე მომჯდარ ლაწირაკებს საკუთარი თავი ყველაზე წარმატებული ჰგონიათ, ისინი კი, ვისაც თუნდაც სულ მცირე ძალაუფლება აქვთ, ყველანაირად ცდილობენ, გაგრძნობინონ თავი არარაობად. სამყარო, სადაც ადამიანები ალკოჰოლით სავსე ჭიქით აცხადებენ, რომ ღმერთის […]