1,401 წაკითხვასაქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო ყოფილი კომისიის მუშაობას „მოღალატეობრივად“ აფასებს. ამის შესახებ ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს დავით-გარეჯის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. კითხვაზე: როგორ შეაფასებდით საზღვრის სადემარკაციო ძველი კომისიის მუშაობას? ჯაღმაიძემ უპასუხა: „მოღალატეობრივად“. „მგონია, რომ შეიძლება ასე შეფასება გამომდინარე იმ შედეგებიდან, რაც მათ დადეს. ოქმები, რომელსაც ხელი მოეწერა ამ კომისიის მუშაობაში მეტყველებს […]

1,082 წაკითხვაგია ხუხაშვილის პოსტი ფეისბუქში: როცა რაღაც გააკეთე და 8 წლის თავზე მეასედ შეგვახსენე, ე.ი. გვამადლი. ნუ გვამადლი, შენი ვალი დიდი ხანია გადაიხადა ამ საზოგადოებამ. ახლა აქეთ გაქვს ვალი და ერთადერთი რასაც ველოდებით შენგან, ეს არის პასუხი კითხვაზე – აპირებ თუ არა ვალის გადახდას და როდის გადაიხდი?!

1,281 წაკითხვათბილისში თემქაზე ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირის ნამწვი სახელდება. მეზობლები აცხადებენ, გარდაცვლილებები ცოლ-ქმარი არიან. როგორც საქართველოს პირველ არხს „თბილისი ენერჯიში“ განუცხადეს, ბინაში კუსტარულად დამონტაჟებული გაზის მოწყობილობა არის ნაპოვნი და გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირის ნამწვი სწორედ იმიტომ სახელდება. როგორც „თბილისი ენერჯის“ სადისპეტჩერო სწრაფი რეაგირების ცენტრის უფროსმა, ირაკლი დეკანოიძემ განაცხადა, აღნიშნულ მისამართზე ჩატარებული იყო გეგმური გამაფრთხილებელი […]

979 წაკითხვაირაკლი ოქრუაშვილის პოსტი ფეისბუქში: „ეს ბიჭი ჩემი ჯიმაა (ძმა). რაც მან გააკეთა სამაგალითოა – რაღაც აბდაუბდა ქვეყნის, აფხაზეთის დროშა დაწვა და ამის გამო სოხუმის ციხეში ზის. 1 ნოემბრიდან მის განთავისუფლებაზე ვიზრუნებ პირველ რიგში“. – წერს „გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

973 წაკითხვაეს ვიდეოთამაში მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ქსელში გააზიარა, რომელიც სუპერ მარიოს ანალოგია, ხოლო მისი გმირები თავად და ბიძინა ივანიშვილი არიან.

1,004 წაკითხვამაკა რაზმაძის პოსტი ფეისბუქში: მოკლედ, ერთ რამესაც დავწერ და აღარ შეგაწუხებთ-ცოტა ხნის წინ ცრუ ინფორმაცია რომ გავრცელდა ყველას გვახსოვს- დავით სოკოლოვი გარდაიცვალაო ( არ ვიცი ვინ და რატომ გაავრცელა მაშინ ძალიან კარგად იყო ბატონი დათო) ისეთი ამბავი ხდებოდა აქ,ყველამ აიტაცა,წერდნენ,გლოვობდნენ,ერთმანეთს ასწრებდნენ ვინ მეტად იგლოვებდა და ვინ უფრო გულისამაჩუყებელ სტატუსს მიუძღვნიდა. ბოლოს თვითონაც გაიგო ეს ჭორი,დამირეკა თავისი ჩვეული იუმორით-“გამარჯობა,საიქიოდან გაწუხებთ,გავიგე […]

1,231 წაკითხვა„ჩვენ წარვადგინეთ 142 კაციანი საპარლამენტო სია, რომელიც დაკომპლექტებულია ღირსეული პროფესიონალი კადრებით და პატრიოტი ადამიანებით“ –  აცხადებს პარტია „მომავალი საქართველო“-ს ლიდერი გიორგი ლაღიძე, მისი თქმით: „ჩვენ, ძირითადად აქცენტი გავაკეთეთ არა ცნობად სახეებზე, არამედ სუფთა წარსულის მქონე ადამიანებზე, რომლებსაც ამოძრავებთ სამშობლოს უანგარო სიყვარული. ასევე, გვყავს მაჟორიტარი კანდიდატები საქართველოს ხუთ რაიონში. უახლოეს ხანში ვგეგმავთ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას. გვაქვს შესანიშნავი გეგმა ყველა სფეროში, […]

1,788 წაკითხვანინო ჯანგირაშვილის პოსტი ფეისბუქში: „რა ბედნიერებაა, რომ ივანიშვილის წასვლამდე ერთ თვეზე მეტი აღარ დარჩა. 2016 ში დავწერე, რომ ბიძინას წასვლამდე ერთი თვე იყო დარჩენილი? არ დამიწერია, იმიტომ, რომ ასე არ იყო. ახლა ვწერ.“

1,538 წაკითხვააჭარაში მოსული უხვი ნალექის შედეგად მდინარე მეჯინისწყალი კალაპოტიდან გადმოვიდა და მიმდებარე ტერიტორია და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა. ადიდებულმა მდინარემ სოფელ ზანაქიძეების ხიდამდე მიაღწია. ამ წუთებში მდინარე მეჯინისწყალში სოფელ ზანაქიძეების ხიდიდან გადავარდნილი მანქანის გამოყვანას ცდილობენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სასწრაფო და სამაშველო სამსახური. ადგილზე იმყოფება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. როგორც „პრაიმტაიმს” ხელვაჩაურის მერიაში განუცხადეს, მდინარეში ავტომანქანის მძღოლის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. „მანქანა წყლიდან გამოყვანილია. მძღოლი და ერთი მგზავრი […]

1,576 წაკითხვააჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში 400-მდე შეტყობინება შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, თვითმხილველების ინფორმაციით, ხელვაჩაურში მეწყერმა ერთი სახლი წაიღო, სადაც იმყოფებოდნენ მოქალაქეები. მიმდინარეობს მათი საძიებო სამუშაოები. „შეტყობინებების უმრავლესობა ეხება დატბორილ ქუჩებს, საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებს, ეზოებსა და სარდაფებს. რამდენიმე ადგილას, გზაზე, ჩამოწოლილია მიწის მასა და ჩახერგილია გზა, ადიდებულია […]