2,047 წაკითხვა„პარტია „მომავალი საქართველო“ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას“ – ამის შესახებ პარტიის ლიდერმა განაცხადა. გიორგი ლაღიძის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებულიპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე იქნა მიღებული. „ქვეყანაში  არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, მონაწილეობა მიიღოს საპარლამენტო არჩევნებში. ჩვენ, დღეს მივმართავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, არჩევნებში მონაწილეობის მოთხოვნით და მოვითხოვთ მხარდამჭერთა ბლანკის გადმოცემას. ვიწყებთ საქართველოს მასშტაბით შესაბამისი რაოდენობის ხელმოწერების შეგროვებას, რათა […]

1,131 წაკითხვაეს არის გარკვეული ქმედება, მაგრამ ეს არ არის კატასტროფა. ეს არის ქმედება, რომელიც უფრო გაფრთხილებისთვის არის განკუთვნილი, ვიდრე დასჯისთვის, – ასე შეაფასა გია ხუხაშვილმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი. „აშშ-ს პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში სტიმულირების ფაზიდან გადადის იძულების ფაზაში, ეს არის გზავნილი, რომ ისინი არ ენდობიან საქართველოს ხელისუფლებას იმ დემოკრატიული სტანდარტებისა და ინსტიტუტების დამოუკიდებელობის განმტკიცების თვალსაზრისით რაიმე […]

1,641 წაკითხვასამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს: „მართლა სულ ნუ აიგდეთ თავები ამ ქორბუდა გორსალებმა რა! ბიჭი-გიორგი შაქარაშვილი დაღუპულია… ეს რა ტუტუცობა და ტინგიცობაა “შაქარად ” მოხსენიება, გამაგებინეთ ერთი?! სვე-წ-კაობა მომინდომეს აქ “კლიჩკებზე” და “პაგანიალებზე” შეუგნებელმა დუპლეტებმა! ან რომელი თქვენი ბავშვობის მეგობარია, რომ გაუშინაურდით, ვინ ჩემი ფეხები ხართ გიორგისთვის, რატომ გგონიათ, რომ “ვიღაცეებისგანაც” ესიამოვნებოდა?! თუ მისმა ოჯახმა მოგცათ ამის […]

1,955 წაკითხვაშინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში წარმოადგინა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ. “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, გვსურს, მოგაწოდოთ შუალედური ინფორმაცია გამოძიების შედეგებისა და მიმდინარეობის შესახებ. საქმის მოცულობისა და ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებების ინტენსივობის გათვალისწინებით, საქმეზე გაფართოვდა საგამოძიებო ჯგუფის შემადგენლობა და სისხლის სამართლის საქმეზე ამჟამად გამოძიებას განაგრძობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი. […]

2,770 წაკითხვასურამში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. 34 წლის ილია ქურდაძემ გვიან ღამით მძინარე მეუღლე, 31 წლის თიკო რუსია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით დამნაშავე დააკავეს და უწყების ინფორმაციით, დაკავებულს 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. როგორც შს სამინისტროში განმარტავენ, ამ ტრაგედიამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში მეუღლეებს შორის შესაძლო კონფლიქტის თაობაზე განცხადება ან შეტყობინება არ ფიქსირდება. შესაბამისად, მათ შორის შემაკავებელი […]

1,096 წაკითხვა„რა კვლევა მჭირდება იმისთვის, რომ “ოცნება” ურეიტინგოა?! სადაც გინდა, წადი, გინდ სოფლად, გინდ ქალაქად, ნებისმიერ ადგილას – ყველა აგინებს ივანიშვილს!“ – ამბობს მეგი გოცირიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში: „ბაზრობა არ დატოვა კაცმა, რომ არ გადაეწვა, იმიტომ, რომ ბოლომდე გააუბედუროს ხალხი და გაამწაროს. ტყე არ დატოვა, თურმე მარტო თვითონ უნდა ისუნთქოს თავის დენდროლოგიურში. არაფერი არ დატოვა წმინდა ამ ადამიანმა. ეკლესიაში შევარდა, […]

2,067 წაკითხვაეკა მიშველაძე ტვ პირველზე საავტორო თოქ შოუს იწყებს. ამის შესახებ ინგა გრიგოლიამ ფეისბუქში დაწერა: „დღეიდან ჩემი გოგო იწყებს თავის საავტორო, დიდ თოქ-შოუს, საზოგადოებრივზე რომ დაუხურეს ,,საჯარო პოლიტიკა“ და გამოაგდეს იქიდან. ზუსტად იმ სახელით უბრუნდება დიდ ეთერს ,უკვე ყოველ ორშაბათს და ოთხშაბათს წარმატებები, ეკა.

1,940 წაკითხვათეა წულუკიანი, დავით სერგეენკო, მამუკა მდინარაძე და გაიოზ ვასაძე – „ქართული ოცნება“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატს ამ ოთხი პირიდან აარჩევს. როგორც „2020NEWS“-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, მათ შორის „საუკეთესოს“ შერჩევა საბურთალოს რაიონის ამომრჩევლის კარდაკარ გამოკითხვით, სოციოლოგიური კვლევის საფუძველზე ხდება. „ოცნების მარადმინისტრი“ თეა წულუკიანი რომ იუსტიციის 8 წლიანი მინისტრობის სავარძელს ემშვიდობება, ამას წულუკიანის გარემოცვის წევრებიც ადასტურებენ, რადგან წულუკიანს „მინისტრის ჩემოდანი“ უკვე ჩალაგებული აქვს. […]

1,433 წაკითხვა„ჩემი შვილი შევიდა გამოცდაზე და ყველაფერ იმას ვანსახიერებ, რასაც უარვყოფდი და დავცინოდი“, – ამის შესახებ ელენე ხოშტარია თავის Facebook გვერდზე წერს. “ნუ, ჯერ ხომ ვიძახდი, რა უბედურებაა რომ მიყვებიან მშობლები-თქო, დიდი ბიჭია თვითონ წავიდეს. 6-ზე უკვე ფეხზე ვიყავი. სულ ბოლომდე ხომ შევაცილე, აი ბოლოს კუთხე რომ დამენახა, ლამის ხეზე ავძვერი. ჩუმად ხომ ვეფერებოდი და უდებილესს რჩევებს ვაძლევდი. მერე მეტაფორა […]

1,838 წაკითხვანინო ჯანგირაშვილის პოსტი ფეისბუქზე: „linkedin-ის ქსელი ძალიან მომწონს. იქ თითქოს სხვა საქართველოა. საქმიანი, კვალიფიციური ხალხი წერს ძირითადად საქმეზე. რა თქმა უნდა, სამსახურის ძებნის განცხადება ადრეც შემხვედრია, მაგრამ ბოლო დროს ფაქტიურად ყოველი მეორე უმუშევრად არის დარჩენილი და სამსახურს ეძებს. ტენდენცია უფრო მძიმდება. სავარუდოდ მალე კიდევ უფრო დამძიმდება ხელისუფლების არასწორი გადაწყვეტილებებით. საქართველოს მთავრობა, იმედის ინტერაქტივი ვჭამოთ? ნეტა გამაგებინა რისი იმედი გაქვთ.“