1,537 წაკითხვაჟურნალისტმა თეონა გეგელიამ ტელეკომპანია „იმედი“-დან წამოსვლის მიზეზებზე რადიო “უცნობი”ს გადაცემაში, გია გაჩეჩილაძესთან სტუმრობისას ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ არ აპირებს დეტალებზე საუბარს, თუმცა მიზეზი, რის გამოც ტელევიზია დატოვა, იყო ის, რომ ახალ მმართველებთან ვერ შეთანხმდა პროფესიულ სტანდარტებსა და გარკვეულწილად ადამიანურ ფაქტორებზე. თეონა გეგელიას თქმით,  5 წლის განმავლობაში, რაც ის ტელევიზიაში და მის შემადგენლობაში არსებულ მედიაპლატფორმაზე მუშაობდა, არასდროს ჰქონია დისკომფორტი მუშაობის […]

1,918 წაკითხვა„ტაბულას“ დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა, არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელის ბაია პატარაიას მისამართით სოციალურ ქსელში დაწერა. „ამ ქალს ბოლოს საკუთარი არარეალიზებული ეგო გაგუდავს. მიშა სააკაშვილის „მემემემემე“ -ს ვთვლი კომიკურად. ოღონდ, ის იმაზე მაინც ყვირის მე-ს რაც გუნდთან ერთად გააკეთა და აღმაშენებლობას იჩემებს. ეს მკვლელობას აბრალებს ჟურნალისტებს იმიტომ რომ „დიად ბაიას“ არ დაუჯერეს. გუშინ ვიღაც კვოტა ფემინისტი მომახტა, სანამ მახსენებ, პირი გამოირეცხეო. […]

1,940 წაკითხვაპატრიოტთა ალიანსის მთავარი მდივანი ირმა ინაშვილი ფეისბუქში წერს: „არჩევნების წინ „ქართული ოცნება“, ვატყობ, გულმოდგინედ ცდილობს პოლიტიკური პარტიების დახარისხებას, სხვადასხვა მიმართულების პარტიებად და ძირითად აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ჩვენ-საქართველოს პატრიოტები, თურმე, პრორუსული პარტია ვართ. არადა, თავად „ქართული ოცნება“ დიდი ხანია ცნობილ კრიმინალურ- პოლიტიკურ ჯგუფებს გამოცხადებული ჰყავთ რუსეთის აგენტ ხელისუფლებად და ამაზე სენატორების, კონგრესმენების, თუ რიგი ევროდეპუტატების განცხადებებიც მეტყველებს. ამიტომ ვიდრე […]

1,363 წაკითხვაამერიკის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში არ ცხრება. ამჯერად, სენატორმა რიშმა 2021 წლის ამერიკის  თავდაცვის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის ინიცირება მოახდინა, რომელთა მიზნად საქართველოსთვის აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერის დემოკრატიული მდგომარეობასთან დაკავშირება სახელდება. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ მომზადებულ ცვლილებათა საკანონმდებლო პროექტში საუბარია საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, გასული წლის საპროტესტო გამოსვლებსა და 8 მარტის შეთანხმებაზე.  გარდა ამისა, ამ დოკუმენტში დეტალურად , […]

3,182 წაკითხვაჟურნალისტი თეა ადეიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, “მთავარი არხი”- ს შესახებ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება. “მიმდინარეობს “მთავარი არხი”-ს დემონიზება”… ჰოდა სანამ ჩემგან დემონი არ გამოვიდეს, მანამდე არ აუდგათ გვერდები ბიძინას და მის ხელის ჭუჭყებს, რა შტერობა სტრატეგიით ამთავრებთ, თქვე მართლა დემონის დემონჩიკებო.”– წერს თეა ადეიშვილი ფეისბუქში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2020 წლის 25 ივნისს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ: “2020 წლის 20 […]

772 წაკითხვასაქართველო ევროკავშირის იმ 15 არაწევრ ქვეყანას შორისაა, რომელსაც ევროკავშირი საკმარისად უსაფრთხო ქვეყანად თვლის იმისთვის, რომ საზღვრები გაუხსნას. ეს ერთადერთი ყოფილი საბჭოთა ქვეყანაა, რომელმაც ეს სტატუსი მოიპოვა, – ამის შესახებ აღნიშნულია სტატიაში, რომელსაც BBC-ი აქვეყნებს. სტატიაში, სახელწოდებით : „როგორ დაეხმარა სამი მუშკეტერი საქართველოს ვირუსთან ბრძოლაში“- აღნიშნულია, რომ საქართველოს მიერ პანდემიასთან ბრძოლაში მიღწეული წარმატების გამო აქებენ მეცნიერთა ჯგუფს, რომლებსაც „სამ მუშკეტერს“ უწოდებენ. […]

1,086 წაკითხვამეზობლები სურამში, ქმრის მიერ ცოლის მკვლელობასთან დაკავშირებით დეტალებზე საუბრობენ. როგორც ადგილობრივები „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცს გარვეული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და „სიმთვრალეში რაღაცები ეჩვენებოდა“. მათივე ინფორმაციით, 35 წლამდე მამაკაცმა ცოლს გვიან ღამით, 03:00 საათისთვის, საწოლში ესროლა. როგორც მეზობლები ყვებიან, „ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს“. მათივე თქმით, ცოლ-ქმარს კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა მამაკაცი „ალკოჰოლს ხშირად სვამდა“. „მათ სამი შვილი ჰყავთ“, […]

1,734 წაკითხვაამომცემლობა „კალმოსანის“დამფუძნებელი, ხვიჩა ყალაბეგაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს: „ეს პირბადე ოკ. ვარ კანონმირჩილი ტიპი და ვთვალთმაქცობ, როგორც მავალებს სახელმწიფო, ვიყენებ, სადაც მევალება… ამ დროს პირველი არხი-ზე რაღაც კაცების შოუში, დილით ტიპები, ერთი ჭიქიდან ხვრეპდნენ კოქტეილს, ახლა რაღაც კულინარიულ შოუში ერთი ჯამიდან ჭამს სამი ტიპი… ნეტავ ეს ამდენი თვალთმაქცობა და სიცრუე არ შეიწირავდეს ჩემს ნერვებს… იმ გულწრფელ მორწმუნეებს, რაღას ვერჩოდით, მეც, მათშორის… […]

1,727 წაკითხვაგანათლების მინისტრმა ბრძანა, გამოცდები ჩაივლიან ნორმალურადო. უკანა გზაზეც გაგვაგებინეთ მინისტრო რო ამოივლიან შთაბეჭდილებები გაგვიზიარონ  ცხელა ძაან.. ირინა სარიშვილი