593 წაკითხვამარგველაშვილი აქამდე ფაქტობრივად „ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი წევრი იყო და როდესაც წევრობიდან ეგრევე თავმჯდომარე ხდები, ეს სერიოზული დაწინაურებაა – ეს ნახევრად ხუმრობით, ისე კი, ძალიან უხდებიან ერთმანეთს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „რუსთავის 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გახდეს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მარგველაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კიდევ უფრო ახლოვდება […]

562 წაკითხვა„რუსთავი 2-ის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხდება. არსებული ინფორმაციით, მეოთხე პრეზიდენტმა შეთავაზება წინამორბედისგან, მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო და ამ საკითხზე პარტიაში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. „კურიერმა“ ინფორმაციის გადამოწმება პირადად გიორგი მარგველაშვილთან სცადა, თუმცა მან ამ ეტაპზე კამერის წინ გამოჩენა არ ისურვა, სატელეფონო კომენტარში კი ფაქტი არც უარყო და არც დაადასტურა. ყოფილმა პრეზიდენტმა […]

777 წაკითხვაუკრაინის უმაღლეს რადაში პრეზიდენტ ზელენსკის ფრაქციის, „ხალხის მსახურის” თავმჯდომარე დავით არახამია გამოეხმაურა Youtube-ზე გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც, მომხმარებლის, Cyber Kmara-ს აღწერის თანახმად, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ტელეფონით ესაუბრება, სავარაუდოდ, რუსული სააქციო-საფინანსო კორპორაცია „სისტემის“ დირექტორთა საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვლადიმირ ევტუშენკოვს. აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დაუდგენელია. არახამია „ტელეგრამის” არხზე თავდაპირველად წერს უკრაინელი და ქართველი ხალხის ურთიერთობაზე. როგორც ის აღნიშნავს, ისინი იყვნენ და […]

496 წაკითხვაNDI-ს კვლევასთან დაკავშირებით არ გვაქვს პოზიტიური დამოკიდებულება, არც ჩვენ და არც საზოგადოებას, რადგან ვერც ერთხელ ვერ იქნა მისი ციფრები მიახლოებული იმ რეალობასთან, რომელიც არჩევნების შემდეგ დადგა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ მედიასთან განაცხადა. ვოლსკის თქმით, ხელისუფლებამ მდგომარეობის შეფასება უკეთ იცის, ვიდრე NDI-იმ. „რასაკვირველია გვაქვს საფუძველი, რომ არ ვენდოთ, მაგრამ რეალურად, მდგომარეობის შეფასება გაცილებით უკეთ ვიცით, […]

594 წაკითხვამარგველაშვილი უკრაინაში არის გაგზავნილი მიხეილ სააკაშვილის მიერ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი” განაცხადა. კობახიძის თქმით, კატასტროფაა, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი თავს “ასე დაიკნინებს”. „ჩვენ გვქონდა ინფორმაცია და გასაჯაროვდა კიდეც, რომ მარგველაშვილი იქ არის გაგზავნილი მიხეილ სააკაშვილის დავალებით. მათ ჰქონდათ შეხვედრა და შემდეგ ამაზე ირიბად მანაც ისაუბრა. ის არის გაგზავნილი სააკაშვილის მიერ, დაფინანსებულია მათ შორის სააკაშვილის მიერ, კობა ნაყოფიას დაავალა მარგველაშვილის დაფინანსება. […]

518 წაკითხვა„ყველაფერი დაიწყება მას შემდეგ, რაც რუსეთი დამარცხდება და უკრაინა გაიმარჯვებს, მაგრამ მსოფლიოს არ აწყობს რუსეთის დაშლა, ამიტომ წაუყენებენ პირობებს: რუსეთმა უნდა შეასრულოს უკრაინის მოთხოვნები და ხელისუფლებიდან წავიდეს პუტინი. დაშლილი რუსეთი კატასტროფა იქნება, უპირველესად, საქართველოსათვის. მთავარი ნაწილი იქნება ჩრდილოეთ კავკასია, სადაც მუდმივად ფეთქებადი სიტუაციაა. ახლა, შეიძლება ითქვას, რუსეთი ფულით აცემენტებს ჩრდილოეთ კავკასიას, ტონობით ფულს ყრის, რომ იქ სიმშვიდე იყოს, რუსეთის […]

708 წაკითხვარამდენად რეალურია ბრალდება, რომელიც ცოტა ხნის წინ უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს გავლით, რუსეთში სამხედრო ტვირთები გაედინება, პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე „ალიასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ეს საკმაოდ სერიოზული ბრალდებაა და ერთი კონკრეტული პასუხის გაცემა რთულია: „არ ვიცი, დამაჯერებლად ვერაფერს ვიტყვი. არაფერს გამოვრიცხავ. ისიც ითქვა, რომ ეს განცხადება უკრაინამ პრევენციის მიზნით გააკეთა, რადგან უკრაინელებს აქვთ ინფორმაცია, რომ საქართველოს გავლით […]

1,369 წაკითხვაწინა სტატიაში შეგპირდით იმ საკითხზე საუბარს, რაც საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის უმნიშვნელოვანესი რამაა. საით მიდის ან უფრო სწორად საით გასწევს საქართველო უკრაინის მოვლენების დამთავრების შემდეგ. რუსეთის მიერ უკრაინის საკითხის მოწესრიგებას, უდავოდ მოჰყვება მისი პოლიტიკის სხვაგვარი მიდგომა ნატოს მოტრფიალე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკების მიმართ. რუსეთი აღარ დაუშვებს ნატოს პარპაშს პოსტსაბჭოთა სივრცეში, ნატოს სამხედრო მანევრებს ჩვენთან და სხვას, მრავალს, რუსეთი რომ მისთვის საფრთხედ მიიჩნევს. […]

619 წაკითხვასაქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებას „გაუგონარ დეზინფორმაციას“ უწოდებს. ამასთან, წულუკიანი მიმართავს უკრაინის ვიცე-პრემიერს, ირინა ვერეშჩუკს და აღნიშნავს, რომ საქართველოს საზღვრები კონტროლდება, რათა ნებისმიერი სანქცირებული, იქნება ეს სამხედრო, ორმაგი დანიშნულების მასალა, თუ საქონელი, არ ასცდეს მკაცრ საბაჟო მონიტორინგს. წულუკიანის თქმით, საქართველოს ბრალი ვერ იქნება, თუ უკრაინა, სამწუხაროდ, საქართველოდან გაქცეული კრიმინალების ნაკრძალად გადაიქცა. როგორც წულუკიანმა […]

1,036 წაკითხვაელჩის გაწვევა ეს არის უკრაინის პრეზიდენტის მიერ იმის ჩვენება, რომ ჩვენ ძალიან უკმაყოფილო ვართ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების დონით და ამ სიტუაციაში საქართველოს ხელისუფლების პოზიციით, – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს. „ეს პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო და პირველ რიგში მას შეუძლია ამაზე კომენტარის გაკეთება. მე რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ჩვენ უკმაყოფილო ვართ საქართველოს ხელისუფლების […]