3,219 წაკითხვაანალიტიკოსი ირაკლი ლატარია აფთიაქების მიერ, პირბადეების გაძვირებასთა დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს: “თბილისის ტრაგედია იყო და ლაფატკები, გააძვირეს მინიმუმ 10 ჯერ იმ დღეს, ახლა კიდევ პირბადეების ფასები მინიმუმ 6 ჯერ გაიზარდა! მილიონრები არიან ეს აფთიაქების მფლობელები, სულ რომ უფასოდ დაარიგონ რაიმე მოხდება?  აუ, მაგათი შემოწმება მინდა და ყველა აფთიაქის ,,შეფს” ამოვალპობდი ციხეში თავისი ფულის ბიუჯეტში შეტანით! სამშობლოს ღალატი მხოლოდ ტერიტორების […]

1,721 წაკითხვახვალ გადის ვადა ერდოგანის “ულტიმატუმს”: სირიის არმიამ დატოვოს ბოლო დროს დაკავებული ქალაქები და სოფლები… ცხადია, ეს არ მოხდება! სირია მზად არის სრული ომისათვის! თუ ერდოგანი გამოაცხადებს ომს, იგი გამოიჭრის ყელს, – მაინც იქეთაა მისი გზა! რუსები არანაირ შეხვედრაზე არ თანხმდებიან – არც ერდოგანთან, არც ირან-თურქეთ-რუსეთის შეხვედრას და არც ევროპის მთავარ სახელმწიფოებთან და თურქეთთან – ერთად! თურქებს რუსები არანაირ დახმარებას […]

2,768 წაკითხვასაფრანგეთში მცხოვრები და მომუშავე ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე ქართული მედიასაშუალებების კორესპონდენტებს მიმართავს. “ამდენი ხანია კორონავირუსზე რეპორტაჟებს ვამზადებთ ფრანგული რადიო, ტელევიზიები, პრესა, სააგენტოები და ბიჯო, აზრად არ მოგვსვლია, ან საავადმყოფოში მივსულიყავით, ან კარანტინის ცენტრები აგვეღო შტურმით და “ჩახმახზე შეყენებული მიკროფონებით” ან ექიმებს შევვარდნოდით კაბინეტებში. ვინ ხართ ბიჯო ეს ქართული მედია, რა ხართ, რა ჯიში ხართ. წერაკითხვის უცოდინარების ჯოგი რომ ხართ ეგ […]

1,442 წაკითხვასაქართველოში შესაძლოა, პირბადეების წარმოება დაიწყოს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს უფროსმა, ეკა ადამიამ განუცხადა. როგორც ადამიამ აღნიშნა, ამის სურვილი ზოგიერთ მწარმოებელს უკვე გამოთქმული აქვს და წარმოების ვარიანტებიც განიხილება. „პირბადეების სტრატეგიული მარაგი სამედიცინო დაწესებულებებისთვის, პერსონალისთვის ვისაც ეს აუცილებლად დასჭირდება, სამინისტროს აქვს და დამატებით შესყიდვას კიდევ ახორციელებს. რაც შეეხება თავისუფალ ვაჭრობაში, სააფთიაქო ქსელებში არსებულ მარაგებს, ჩვენ კომუნიკაცია […]

2,216 წაკითხვაკავკასიის უნივერსიტეტის დელეგაცია, რომელიც თბილისში გუშინ დაბრუნდა, 2-კვირიან კარანტინს გაივლის. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კავკასიის უნივერსიტეტის პრესსამსახურში განუცხადეს, 15-კაციანი დელეგაცია საქართველოში ირანიდან ბაქოს გავლით ჩამოვიდა. პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ აეროპორტში შემოწმება გაიარეს და ინფიცირების ნიშნები, მათ შორის არც ტემპერატურა არ დაუდგინდათ. ამის მიუხედავად, დელეგაციის 5 წევრი კარანტინს აბასთუმანში გაივლის, ხოლო 10 მათგანი – საკუთარ სახლში. მათზე დაკვირვება 14 დღის განმავლობაში განხორციელდება.

3,297 წაკითხვაჟურნალისტი, ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში, წერს: “ჟურნალისტების უპასუხისმგებლო, ისტერიული, აღვირახსნილი “კორონა” კამპანიის გამო, არაღიარებული ტერიტორიების ე.წ. თავკაცებმა თავი მართლა კაცებად იგრძნეს და საზღვარი ჩაგვიკეტეს!!!! აი, დავირუსებული ფურთხის ღირსებიც კი არ ხართ!”

1,170 წაკითხვაკორონავირუსის გამო, ევროპარლამენტი განიხილავს, რომ შეხვედრები და პლენარული სესიები სატელეკომუნიკაციო საშუალებით ჩატარდეს. ინფორმაციას “როიტერსი” ავრცელებს. ”ეს სერიოზულად განიხილება. ჩვენ უფრო მეტი გვეცოდინება უახლოეს დღეებში, ”-განაცხადა სპიკერმა. ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმ, ტედროს ადჰანომ გებრეიუსუსმა განაცხადა, „საბედისწერო შეცდომა“ იქნება ნებისმიერი ქვეყნისთვის, მიიჩნიოს, რომ მას ახალი კორონავირუსი თავს არ დაატყდება, ხოლო მდიდარი ქვეყნები, რომლებიც იფიქრებენ, რომ უფრო უსაფრთხოდ არიან, სიურპრიზებს უნდა […]

2,886 წაკითხვასაქართველოს სახალხო დამცველი კორონავირუსის აღმოჩენის შემდეგ გაჩენილ პანიკას ეხმიანება და მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს: “დავმშვიდდეთ მეგობრებო, მოხდა ის რაც მოსალოდნელი იყო. პრევენციული ზომები მივიღოთ და თავს, ერთმანეთს და ქვეყანას გავუფრთხილდეთ! პანიკა სრულიად უადგილოა და მაღაზიების გამოცარიელება! კიდევ იქნება სხვა შემთხვევებიც და ყველა გამოჯანმრთელდება! ამას უჩვენებს სტატისტიკა და დინამიკა. პირბადეც უფრო მან უნდა ატაროს, ვისაც სიმპტომები აქვს, თორემ იმდენს მაინც ვერ […]

2,353 წაკითხვარა დაგავიწყებდათ ჯანდაცვის მინისტრ ლადო ჭიპაშვილის განცხადებას 2006 წელს. მინისტრმა დამაჯერებლად განაცხადა, რომ, ფრინველის გრიპის პანდემიის შემთხვევაში, საქართველოს მოსახლეობის 40 პროცენტი დაავადდება, მათგან – ყოველი მესამე გარდაიცვლება. შემდეგ დაიწყო ტელე-შოუები სხვენებში გადამალული ქათმების ამოღებით და პალიასტომზე, კატერზე ამხედრებული პირბადეაფარებული ნოღაიდელის მიერ გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება, ფრინველის გრიპს გადარჩენილებს ღორის გრიპი გვეტაკა, ასეთივე აპოკალიპსურ პროგნოზებითა და ღორების საჩვენებელი განადგურებით, ასევე კამერების თანხლებით. […]

2,352 წაკითხვაზვიად კუპრავას საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ. როგორც დაზარალებული ამბობს, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ავტომანქანიდან გადმოვიდა. „მოვიდა ორი ბიჭი, თითქოს რაღაცის კითხვა უნდოდა, ამ დროს სახეზე რაღაც გაურკვეველი ნივთიერება შემომასხეს, რამაც დამიწვა სახე, ამის შემდეგ ფეხებით რტყმა დამიწყეს“- ამბობს ზვიად კუპრავა. ეჭვმიტანილების ვინაობა ამ დროისთვის უცნობია. ზვიად კუპრავა კი მასზე თავდასხმას  გიორგი გახარიასა და ბიძინა ივანიშვილს აბრალებს.