3,650 წაკითხვაჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ეხმიანება მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ოპოზიციის კანდიდატებზე და წერს, რომ თუ ეს სიმართლეა და ნამდვილად აღნიშნული კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, ოპოზიცია ნამდვილად წააგებს.

3,612 წაკითხვავანო მერაბიშვილი რუსეთის კაცი იყო,– ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „იმედის“ გადაცემა „არენაში“ განაცხადა. მისი თქმით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ცხინვალის დე ფაქტო მთავრობას და თბილისს შორის მოლაპარაკებებს მიზანმიმართულად შლიდა. „ვანო მერაბიშვილი იყო პროვოკატორი. ის იყო რუსეთის კაცი. ის მიზანმიმართულად შლიდა მოლაპარაკების პროცესს, მიზანმიმართულად. ერთ-ერთი ფაქტის მომსწრე არის ბატონი სოზარ სუბარი, როგორც სახალხო დამცველი მაშინ“, – განაცხადა ხაინდრავამ. მისი თქმით, […]

2,550 წაკითხვასააკაშვილთან შეხვედრა არის აუცილებელი, მე ასე ჩავთვალე, იმიტომ, რომ სააკაშვილი არის ძალიან გავლენიანი,- ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ „ტვპირველის“ ეთერში განაცხადა. „სააკაშვილთან შეხვედრა არის აუცილებელი, მე ასე ჩავთვალე, იმიტომ, რომ სააკაშვილი არის ძალიან გავლენიანი. ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია საქართველოში და საქართველოს მიღმა, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, მოგვწონს ეს თუ არ მოგვწონს. სიყვარულზე და სიძულვილზე არ არის ლაპარაკი და […]

1,549 წაკითხვა99 წელი შესრულდა საქართველოს ოკუპაციიდან. პირსისხლიანმა რუსეთის იმპერიამ 99 წლის წინ წაგვართვა დამოუკიდებლობა. დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას მაშინ უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ისინი არიან გმირები. სამწუხაროდ, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაწყებული ბრძოლა დღემდე გრძელდება. 21-ე საუკუნეში რუსეთის იმპერიის მხრიდან ისევ გრძელდება ჩვენი სამშობლოს ოკუპაცია. ჩვენ დღესაც გვყავს თანამდროვე გმირები. თოთოეულ მოქალაქეს უნდა ახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყნის მტერი მზაკვარია და კიდევ უფრო ხვეწს ბრძოლის […]

2,146 წაკითხვახორც-პროდუქტების კომპანია „ლიდერფუდის“ ბუღალტერმა კომპანიის კუთვნილი 2 მილიონი ლარი კაზინოში წააგო. შემთხვევა დაახლოებით ერთი წლის წინ მოხდა, თუმცა წყაროს ცნობით, ფაქტი მას შემდეგ გახმაურდა, რაც კომპანიის მფლობელმა ბუღალტერს გენერალური დირექტორის თანამდებობა შესთავაზა. ამის შემდეგ ბუღალტერმა დანაშაული თავადვე აღიარა და მითვისებული თანხის ნაწილი, 800 ათასი ლარი უკან დააბრუნა, – ამბობს პრაიმტაიმის წყარო. საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს. მომხდარზე გამოძიება […]

2,584 წაკითხვა ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა ეხმიანება “მთავარი არხი”-ს დაკვეთით, ფრანგული კომპანია “იპსოსი”-ს მიერ  ჩატარებულ იმ კვლევას, რომლის მიხედვით კვლავ “ქართული ოცნება მირცხულავა  ლიდერობს 34 პროცენტით. გოჩა მირცხულავას შეფასებით, ეს ნიშნავს მმართველი პარტიის უპირობო გამარჯვებას. “39% ქართულ ოცნებას, არჩევნებში მის უპირობო გამარჯვებას ნიშნავს. ჯამური, თუნდაც მაქსიმალური 61% არ არსებობს. უბრალოდ, არ არსებობს არჩევნებში ასეთი გაგება. და თუ მაინც დავუშვებთ, ამ ჯამური 61%- […]

2,012 წაკითხვათბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემაზე კონსენსუსის მიღწევა მოკლე დროში უნდა მოხდეს, რადგან სხვა შემთხვევაში, ცვლილებების განხორციელება შეუძლებელი გახდება. მისივე თქმით, თუ შეთანხმება ვერ მოხდება ოპოზიციასთან, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება არსებული სისტემით. “ძალიან მნიშვნელოვანია მოლაპარაკებები. ჩვენ, მმართველმა გუნდმა დავადასტურეთ და ღიად განვაცხადეთ, რომ მზად ვართ დიალოგისთვის. თუ რა შეთანხმება იქნება და როგორი საარჩევნო სისტემა იქნება, ამაზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული მას […]

1,567 წაკითხვა“საქართველოს შს ექსმინისტრ ვანო მერაბიშვილს მისივე პარტიის წევრები და მეგობრები ატყუებდნენ, რომ იგი პოლიტიკური პატიმარია და 2020 წლის თებერვალზე ადრე გაათავისუფლებინებენ უცხოელებს. მინდა, განვაცხადო, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ვერც ერთი უცხოელი ვერ გადაწყვეტს ამ ქვეყანაში ვინ როდის უნდა გათავისუფლდეს”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების ფაქტს. „რაკი იგი უკვე თავისუფალია, მინდა, უფრო […]

2,035 წაკითხვა“სქაი კლუბში” დუბაიდან ჩამოსულმა ორმა ბიზნესმენმა 2 კათხა ლუდში 3.100 ლარი გადაიხადა. შეკვეთილი სასმელების ჩამონათვალშია – შამპანიური ცქრიალა ღვინოც, რომელზეც ტურისტები ამბობენ, რომ არ შეუკვეთავთ. არასწორი ქვითარი და მუქარა პროტესტის გამო – ამ ბრალდებებზე საუბრობს დღეს კერძო ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი. ალექსანდრე გიორგიძე, რომელიც ბიზნესმენებს თბილისში გიდობას უწევდა, დანაშაულებრივ სქემაში ჩართული პირების დასჯას ითხოვს. “სქაი კლუბის” მთავარი მენეჯერი, რომელიც 20 […]

2,297 წაკითხვარა სასაცილოა! რა დღეშია ხელისუფლება და მისი რუპორი ტ/კ “იმედი”… ერთად შეკრული ოპოზიცია, როგორიც უნდა იყოს იგი, ყოველთვის საშიშია ხელისუფლებისათვის, – ყოველთვის! ყველა ერთის წინააღმდეგ, სწორი პოლიტიკური თამაშისას, იმ ერთს ცხადია, ყველგან და ყოველთვის, დაამარცხებს! და… მერაბიშვილი უკვე “ოპოზიციაშია!” მის კანონსაწინააღმდეგო გამონათქვამს კი ყოველ 15-20 წუთში “ქოქავს” ეს არასერიოზული ტელევიზია “იმედი” და “ადუღებს” ჭიქაში სიტუაციას…  ცხადია, არცერთი თავმოყვარე პოლიტიკოსი […]