1,540 წაკითხვავაშინგტონის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციები რუსოფობიის ახალი ტალღაა, – ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის საელჩო აცხადებს. „აშშ-ს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სპირალის შექმნის მოწმეები კიდევ ერთხელ გავხდით. ეს რუსოფობიის კიდევ ერთი ტალღაა,“- წერს რუსეთის საელჩო სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-მ რუსეთს ახალი სანქციები ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დაუწესა. „გვსურს, ჩვენს კოლეგებს ვაშინგტონში შევახსენოთ, რომ ასეთ საკითხებზე […]

2,100 წაკითხვაივანიშვილის რეჟიმმა 10 მარტს შესაძლოა კიდევ ერთი პოლიტიკური ლიდერი გაუშვას ციხეში. საუბარია მთავარი ოპოზიციური პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიაზე. პროკურატურა „ქართუს საქმეზე“ ნიკა მელიას დამნაშავედ ცნობას სააპელაციო სასამართლოში მოითხოვს. სხდომა 10 მარტსაა ჩანიშნული. მანამდე, მელიას 25 000 ლარის ოდენობის ჯარიმა შეეფარდა და 3 წლის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება შეეზღუდა, რაც ამნისტიით, 2 წელსა და სამი თვემდე შემცირდა. მაშინ, მელია […]

2,280 წაკითხვაბათუმის მერი იმყოფება პარიზში თავის 40 დაქალთან ერთად, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე – ამის შესახებ მოძრაობა “ალტერნატივას” წევრები საუბრობენ, მათ ბათუმის მერიასთან აქცია გამართეს და სიმბოლურად კრუასანები მიიტანეს, იმის საჩვენებლად, რომ ბათუმის მერი პარიზში კრუასანების საჭმელად მიდის. “ბათუმის მერი იმყოფება პარიზში თავის 40 დაქალთან ერთად, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, თითქოს იქ განვითარებული მოვლენების გამო, რაღაც ღონისძიებაზე წავიდნენ, რეალურად კი ისინი კრუასანების […]

2,719 წაკითხვანაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი ბარამიძემ ამერიკის და ევროკავშირის ელჩებს შენიშვნა მისცა, რადგან მისი აზრით, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ხმას არ იღებენ. შეშფოთებული სტატუსი ბარამიძემ ფეისბუქში დაწერა:

1,622 წაკითხვაპრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მიუნხენში კონფერენციაზე დღეს გაემგზავრა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გიორგი გახარია მიუხენშია, სადაც ასევე იმყოფება სერგეი ლავროვი და შესაძლოა გახარიასგან საქართველში ჩამოსასვლელად უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს, პრემიერის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ლავროვსა და გახარიას შორის მსგავსი ტიპის შეხვედრა არ იგეგმება. „ეს არის სიცრუე. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და სერგეი ლავროვის შეხვედრა […]

2,541 წაკითხვა„ხალხნო, არ შეიძლება დავივიწყოთ წარსული, არ შეიძლება ესენი ესე თავისუფლად ბოგინებდნენ ქუჩებში, ბოკერია გვირჩევდეს საქმეს და უგულავა გმირად გამოყავდეთ”, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ია მეტრეველის განცხადებით, „საზოგადოება ერთიანია და არ დაუშვებს “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნებას”. „არ შემიძლია არ ვისაუბრო იმ აჟიოტაჟზე რაც დამნაშავე, კრიმინალ, თაღლით ქალაქის ყოფილ მერ უგულავასთან დაკავშირებითაა ატეხილი, რომელმაც […]

1,839 წაკითხვა„დიდი ისლამური რევოლუცია წარმოადგენს მილიონობით ძვირფასი ადამიანის, ათასობით ცოცხალი წამებულისა და დასახიჩრებულის მონაპოვარს, ანუ მარად ცოცხალ მოწამეთა მონაპოვარს, ვინც მილიონობით მუსლიმანისა და მსოფლიოს ჩაგრულთა იმედია. ამ დიდი რევოლუციის მნიშვნელობა იმდენად დიდია, რომ მისი კალმით აღწერა და გადმოცემა შეუძლებელია.“ — წერს თავის ანდერძში ირანის ისლამური რევოლუციის სულისჩამდგმელი, უძველესი სახელმწიფოს კულტურასა და ტრადიციებზე დაფუძნებული, ახალგაზრდა ისლამური რესპუბლიკის დამაარსებელი, სულიერი ლიდერი, ქვეყნის […]

1,403 წაკითხვარუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ რუსეთის დელეგაცია თბილისში დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს. ამასთან, კარასინი აცხადებს, რომ კონკრეტულად ვინ გაემგზავრება საქართველოში, ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა თბილისში მიმდინარე წლის მაისშია დეგეგმილი.