2,132 წაკითხვაჟურნალისტი ინგა გრიგოლია ეხმიანება „მთავარ არხზე“ გასულ ვიდეოჩანაწერს, რომელშიც ჩანს, რომ ლევან იზორიას ძმა, პოლიციის თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებს და ძმის სახელს ამოფარებული  პრივილეგიებით სარგებლობს. „იზორიას ძმის ამბავი ახლა ვნახე. შოკი! აქეთ რომ ახდევინებენ ბოდიშს პოლიციელებს. შოკი!! ამის გაპრავების მცდელობაც იქნება ნეტა?“ – წერს ინგა გრიგოლია.

1,320 წაკითხვააშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინფორმაციით, სამშაბათს ის გამოაქვეყნებს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმას, მანამ, ვიდრე ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონს ეწვევა. ტრამპის თქმით, თავდაპირველად შესაძლოა, პალეტინელებს მის გეგმაზე ცუდი რეაქცია ჰქონდეთ, „მაგრამ საბოლოოდ ის მათთვის სასარგებლო იქნება“. „დიდებული გეგმა მაქვს. ეს ის გეგმაა, რომელიც ნამდვილად იმუშავებს. პალესტინელებს მოკლედ ვესაუბრე, თუმცა რაღაც დროის მერე გავესაუბრებით. დარწმუნებული ვარ თავდაპირველად მათი რეაქცვია შესაძლოა, ნეგატიური […]

1,629 წაკითხვაჯანდაცვის სამინისტროში ჩინეთში გავრცელებული ახალი კორონავურუსის საკითხზე შეხვედრა იმართება. შეხვედრას, რომელიც დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები, დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ასევე საგანგებო მდგომარეობათა ცენტრის წარმომადგენლები ესწრებდნენ. შეხვედრაზე იმსჯელებენ შესაძლო საფრთხეების თაობაზე, რომელიც ვირუსის შესაძლო გლობალურმა გავრცელებამ შეიძლება გამოიწვიოს. ასევე, შეჯერდებიან ერთიან სამოქმედო გეგმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ქვეყანამ საფრთხის არსებობის შემთხვევაში. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, […]

1,882 წაკითხვა„მულო შენ გითხარი და რძალო შენ გაიგონეო“. ეს წერილი მიწერილი არის ბიძინა ივანიშვილისთვის. გახარია არის ჩვეულებრივი ფოსტალიონი, რომელსაც წერილი გადასაცემად გაუგზავნეს“, – ამის შესახებ გია ხუხაშვილმა გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც ის კონგრესმენების წერილს გამოეხმაურა. ხუხაშვილის თქმით,  ბოლო თვეების განმავლობაში კრიტიკა საკმარისზე მეტი იყო. ხუხაშვილის მოსაზრებით, ხელისუფლება იმასაც ცდილობს, რომ ყველა კონკრეტულ წერილზე, გამოხმაურებაზე აგდებით გასცეს პასუხი და ამით […]

2,171 წაკითხვასამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შესახებ წერს სოციალურ ქსელში: „ამ ოცნებაში, კიდევ კარგი , ადრე თუ გვიან მაინც ხვდებიან და აცნობიერებენ საკუთარ შეცდომებს, აღიარებასაც არ ერიდებიან… მიუხედავად იმისა, ლომჯარიას ომბუდსმენობაც იმ სერიიდან არის – აიი, ხომ გეუბნებოდით?!!. ფაქტია, ნინო ლომჯარიას ომბუდსმენობა იმთავიდანვე უკანგადადგმული და მეტიც მოღალატეობრივი ნაბიჯი იყო ქვეყნისთვის და ამას ხმამაღლა ვამბობდით ბევრნი … ოცნების […]

6,535 წაკითხვალალი ცერაძე ჩემს მიერ გამოსაცემად მზადდება წიგნი „ქართველი ჯარისკაცის ჩანაწერები“, სადაც ვიხსენებთ აფხაზეთსა და სამაჩბლოში განვითარებულ საომარ ბატალიებს. ამჯერად შემოგთავაზებთ კოდორის ხეობის მოხალისეთა რაზმის მეთაურის მოგონებებს ფრონტის წინა ხაზზე და მის მიერ განცდილ და გადატანილ წარსულის ხედვას. ომი… ომი ძალიან მძიმე  ჟამია ადამიანებისთვის, მოსახლეობისათვის… ეს უმძიმესი განსაცდელი ჩვენც დაგვატყდა თავს. ვინ იფიქრებდა ჩენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მიღწევის გარიჟრაჟზე ამხელა გაჭირვებას, […]

2,284 წაკითხვაადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე კამათია. ერთმანეთს სიტყვიერად იუსტიციის მინისტრი და სახალხო დამცველი დაუპირისპირდნენ. მინისტრი თეა წულუკიანი კომიტეტის სხდომაზე იმაზე საუბრობდა, რომ ომბუდსმენი სნეულ პატიმრებთან ან ყოფილ ძალოვნებთან მოსანახულებლად არ შედის, თუ ეს ადამიანები მამა გიორგი მამალაძე ან მირზა სუბელიანი არ არიან. აღნიშნულმა განცხადებამ სახალხო დამცველის გაღიზიანება გამოიწვია. ნინო ლომჯარიამ მინისტრი ტყუილის გავრცელებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მან მძიმედ დაავადებული და სიკვდილის პირას მყოფი […]

2,084 წაკითხვა„ჩვენ ამ ტრიბუნიდან მოვისმინეთ სიმართლეც, ჭორებიც, არაპროფესიონალიზმიც და იმდენად ავღელდი, რომ ნამდვილად მჭირდება დეესკალაციის ოთახში 24 საათით მოთავსება“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრამდე მოხსენებით სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია წარსდგა. „ჩვენ ამ ტრიბუნიდან მოვისმინეთ სიმართლეც, მოვისმინეთ ჭორებიც, მოვისმინეთ არაპროფესიონალიზმიც და მოვისმინეთ კიდევ ბევრი სხვა იმგვარი რამ, რაც, თუ ხუმრობით დავიწყებდი ჩემს გამოსვლას, იმდენად […]

1,706 წაკითხვა„ციხეში ე.წ. მაყურებლები თავისუფლად გადაადგილდებიან, შედიან საკნებში, აგროვებენ ე.წ. საერთოს, უგვარებენ პრობლემებს ადმინისტრაციას“, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა. „ევროპის წამების პრევენციის კომიტეტმა (cpt) შარშანდელ ანგარიშში ძალიან ხმამაღლა დაადასტურა, რომ ერთ-ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში ნამდვილად არსებობენ ე.წ. მაყურებლები, ეს ეხებოდა მე- 15 დაწესებულებას. ჩვენმა მონიტორინგის ჯგუფმა დაადასტურა, რომ ე.წ. მაყურებლები არსებობენ როგორც ნახევრად ღია ტიპის, ასევე […]

1,321 წაკითხვადარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ა.წ. 9 იანვარს კაცობრიობა შიშნარევი გრძნობით ელოდა აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას, ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ, ერაყში განლაგებულ ორ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე მიტანილ სარაკეტო თავდასხმასთან დაკავშირებით. ირანის ისლამური რესპუბლიკის მეთაურის, სულიერი ლიდერის აიათოლა ხამენეის მიერ, აშშ-ს პრეზიდენტის ტრამპის ბრძანებით მოკლული ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის დაკრძალვისას გაკეთებული განცხადების მიხედვით ირანის საპასუხო მოქმედება უდავოდ უნდა ყოფილიყო შურისძიების […]