1,043 წაკითხვადეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ დღეს ტაძრების წინამძღვრებს სამი რეკომენდაციის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას. „გეძლევათ სამი რეკომენდაცია: პატრიარქის კურთხევაა, რომ კომენდანტის საათის გათვალისწინებით, ხვალიდან ლოცვები დაიწყოს შუა დღის 4.00 საათზე, ხოლო ყოველ დღე ეკლესია დაიკეტოს საღამოს 8 საათისთვის. შეგახსენებთ, რომ აუცილებელია ტაძრის ეზოში 1,5 მ-ის დაშორებით დროულად გაკეთდეს ნიშნულები. ამისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სამების ტაძარში მამა იოანეს (ტელ: 591000600). გთხოვთ, ყოველდღიურად მოახდინოთ ხატების […]

7,057 წაკითხვაოთხი წელი გავიდა მას შემდეგ რაც ეს ამბავი მოხდა. მეგობარს დავურეკე, რომელიც წლების განმავლობაში ერთ-ერთი საავადმყოფოს მთავარი ექიმი გახლდათ, თან საკმაოდ ცნობილი პედიატრია. ძალიან აჟიტირებულმა მიპასუხა ყველაფერზე – „კარგად, კარგად, კარგად…“ და ხვალ გნახავო დამპირდა. მეორე დღეს მოვიდა – ყავა შემიკვეთა. ვეკითხები: – რა გჭირს, რა ხდება? – ხომ იცი, ჩემი საექიმო პრაქტიკის განმავლობაში ბავშვი არ დამღუპვია. უმძიმესი პაციენტი […]

4,387 წაკითხვა„დღეს ზოგი რისთვის უხდის მადლობას ბიძინა ივანიშვილს და ზოგი რისთვის. ძირითადად იმისთვის, რომ სერიოზულ თანხებს მართავს. მე კი სულ სხვა რამის გამო ვარ კმაყოფილი – აცხადებს „ახალ თაობასთან “ინტერვიუში ლადო სადღობელაშვილი, მისივე თქმით: „რომ არა ამ კაცის ფრთხილი ხასიათი, თუნდაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, დღეს ჩვენთან ეს სიტუაცია არ იქნებოდა და ისევე იქნებოდა მიშვებული ვითარება, როგორც ესპანეთში და იტალიაში. ზუსტი ინფორმაცია […]

2,154 წაკითხვასავსებით რეალურია, რომ ფული არის „კოვიდ 19“-ის გავრცელების ერთ-ერთი წყარო, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა. „დაზუსტებით, ამის თქმა არ შემიძლია, მაგრამ ვარაუდით, ამის თქმა უკვე შეიძლება. იმიტომ, რომ ჩვენ პაციენტებს შორის რამდენიმე ადამიანი ვარაუდით ასახელებს, რომ ინფექციის გადაცემა ფულით მოხდა. ვთქვათ, ხელოსანმა, რომელმაც ფული აიღო და ლომბარდის თანამშრომელმა, რომელმაც […]

3,839 წაკითხვაჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „რა ტაძრები უნდა დაიკეტოს, ხალხო?! ამ სექტანტებს ვინ ეკითხება, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საქმეს?! – როგორ შეიძლება აღდგომის მძიმე მარხვაში, მით უმეტეს, აღდგომისწინა ვნების კვირაში ტაძრების დაკეტვა?! წაიკითხეთ პატრიარქის მიმართვა: ყველაფერი განსაზღვრულია! და თავი დაანებეთ ეკლესიასთან ბრძოლას! თავი დაანებეთ! მე გაგაფრთხილეთ და რასაც მოიწევთ, თქვენს თავს დააბრალეთ!“- წერს ბონდო მძინარაშვილი.

2,061 წაკითხვანიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა: „არ ვეთანხმები, ვაკრიტიკებ და ვცდილობ, შევაცვლევინო მთავრობას ბევრი რეგულაცია და მიდგომა. მაგრამ, ვემორჩილები, არ ვარღვევ წესებს. გინდა სწორად მიმაჩნდეს, გინდა არასწორად, ვიცავ დადგენილ წესებს, ვიცავ, იმიტომ რომ, ასე დაადგინა იმან, ვინც პასუხისმგებელია, ებრძოლოს ეპიდემიას. შეცდომები გავარჩიოთ, ავწონოთ და პასუხი ვაგებინოთ მერე. ახლა დავემორჩილოთ. დავემორჩილოთ, რომ გადავრჩეთ. მაგრამ შევეგუოთ ერთსაც: ჩვენ ვიცავთ დადგენილ წესებს, იმის მიუხედავად, […]

1,361 წაკითხვაესპანეთში გასულ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 8.059-ით მოიმატა და 110.238 გახდა. განკურნებულთა რაოდენობამ 4.096-ით მოიმატა და 26.743-ს მიაღწია. გარდაცვლილთა რაოდენობამ 965-ით მოიმატა და 10.096 გახდა. აღსანიშნავია, რომ ესპანეთი ბოლო დღეებში ინფიცირებულთა განკურნებაში დიდ წარმატებას აღწევს და ამ დროისთვის განკურნებულთა რაოდენობით ევროპაში პირველ ადგილზეა.

2,240 წაკითხვა„ხელისუფლებას ეკლესიის ეშინია“ – აცხადებს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ლევან ბერძენიშვილი. მისი განცხადებით, დიდი ხნის მანძილზე ოპოზიციის ნაწილსაც ეშინოდა: „ხელისუფლებისგან განსხვავებით, ოპოზიციაში თანდათან სწორდება ვითარება. მაგრამ, როგორც არ უნდა ეშინოდეს ხელისუფლებას ეკლესიის, მაინც იმოქმედებს ის წესები ეკლესიაზეც, რომელიც ახლა არის შემოღებული. ხელისუფლებას უნდა თუ არა, ეს მაინც მოხდება. ეკლესიაში ერთი მხრივ აცხადებენ, ორ მეტრიან დისტანციას დავიცავთო, შემდეგ კი ერთი კოვზით […]

3,198 წაკითხვამსახიობი გია ცინაძე ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე სოციალურ ქსელში წერს: „მაგრად ვაფასებ მის არსებობას საქართველოს ისტორიაში, ვთვლი მასზე დიადი და აღმაშენებელი პოლიტიკოსი საქართველოს არ ჰყოლია და ამას დავუფასებ მთელი ცხოვრება სულ რომ “რუსეთის დუმაში” გადაჯდეს, კი მსგავსი რამის გამო ლამაზ სიტყვებს მერე მის მიმართაც არ დავიშურებ, მაგრამ ღვაწლი ყოველთვის მემახსოვრება რასაც აკეთებდა და დავუფასებთქო, ამიტომაცაა დღემდე როდესაც ის ამ […]

2,991 წაკითხვაჟურნალისტი მერაბ მეტრეველი პირად ფეისბუკ-გვერდზე წერს: „მგონი, ეს ქოცები სულ გაღმა გავიდნენ. წეღან ჩემს პოსტში მთავრობის ის გადაწყვეტილება გავაკრიტიკე, დენზე შეღავათი მხოლოდ 36-37 ლარს ვინც ხარჯავს, იმათ რომ შეეხება და უმადური ხარო, მიწერენ. მგონი, მათ ბიუჯეტის ფული ბიძინას ფული გონიათ და ფიქრობენ, რომ ჩვენი ჯიბიდან ამოღებულ გადასახადებს ანუ ჩვენს ფულს, თუ როგორ გაანაწილებენ, ამის გამო მთავრობას მადლობები უნდა ვუხადოთ“ […]