1,303 წაკითხვაიუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ დიპლომატების შუამდგომლობით, გაერთიანებულ ოპოზიციასთან შეხვედრა, არანაირი კონკრეტული შეთანხმებით არ დასრულებულა, თუმცა ორივე მხარე, საერთაშორისო პარტნიორების მიერ შემოთავაზებულ წინადადებას განიხილავს. როგორც წულუკიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, საერთაშორისო პარტნიორებმა დააყენეს საკითხი, ხომ არ გვემსჯელა იმაზე, რომ არსებული კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს ერთი ნახევარი იყოს, არა ერთმანდატიანი მაჟირიტარული, არამედ მრავალმანდატიანი. „ამ საკითხზე ორივე მხარემ განაცხადა, რომ ვიმსჯელებთ. სხვა მხრივ […]

1,980 წაკითხვადედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მმართველი გუნდის ზოგიერთი მაჟორიტარის მხრიდან არსებობს მუქარა, რომ, თუ საპარლამენტო უმრავლესობა სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარს არ დაუჭერს, ისინი პარტიას დატოვებენ. როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მაჟორიტართა გარკვეული ჯგუფი კატეგორიულია. „მუქარები იყო გაჟღერებული ამასთან დაკავშირებით, თუმცა დაველოდოთ მოვლენებს. გუნდში მიმდინარეობს შეხვედრები, კონსულტაციები. მე უმრავლესობის ბოლო შეხვედრას არ ვესწრებოდი, თუმცა გეტყვით, რომ არის ადამიანების […]

2,263 წაკითხვა„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მმართველ გუნდთან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული საარჩევნო სისტემის მოდელის ცალკეული კომპონენტები უნდა განიხილოს, რის შემდეგაც კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება. როგორც ვაშაძემ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მომდევნო შეხვედრაზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი წინადადება უნდა წარმოადგინოს. „დღევანდელ შეხვედრას შეგვიძლია დავარქვათ „ქართული ოცნების“ იძულება დიპლომატიური კორპუსის […]

1,875 წაკითხვაქვეყანაში, გუნდში არანაირი დაძაბულობა და დაპირისპირება არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. გიორგი გახარიამ კომენტარი გააკეთა ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ ესწრებოდა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას დედაქალაქის მერი კახა კალაძე. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, კახა კალაძე არის გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული წარმომადგენელი. „კალაძე არის თბილისის საუკეთესო წარმატებული მერი. იგი ძალზედ მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს ქალაქში, არის მაღალრეიტინგული პოლიტიკოსი ქვეყანაში, […]

2,051 წაკითხვაფილმ „მანდარინები“-ს რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება.ზაზა ურუშაძე 53 წლის იყო. multimedia.ge უსამძიმრებს ზაზ აურუშაძის ოჯახსა და მეგობრებს.

1,906 წაკითხვა„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია 14 დეკემბერს მასშტაბურ შეკრებას გეგმავს. როგორც თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა, მასშტაბური შეკრება ევროსაბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით მიმდინარე საზეიმო კვირეულის შეჯამებას მიეძღვნება. „ამ დღის აღსანიშნავად, ჩვენი თანაგუნდელები, თანატოლები რეგიონებიდანაც შემოგვიერთდებიან. ასევე გვსურს მოვუწოდოთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ძალებს, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და დესტრუქციული ქმედებებისგან, რათა საერთაშორისო ასპარესზე საქართველოს წარმატების აღნიშვნას და […]

1,917 წაკითხვავხედავ საფრთხეს ხელისუფლების სრული უსუსურობის, ამ უსუსურობის ფონზე ხელისუფლების სისუსტის, რომელიც რაღაც ექსცესებამდე მიგვიყვანს, — ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა საპროტესო აქციებზე ხელისუფლების და ოპოზიციის მომხრეებს შორის დაპირისპირების თაობაზე დასმულ კითხვას. გიორგი მარგველაშვილი პროცესებს ხელისუფლების გამოუცდელობას უკავშირებს. „ის ხალხი, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, პოლიტიკაში არამცთუ ყოფილა, სამწუხაროდ, პროცესებს არ აკვირდებოდნენ ტელევიზიითაც კი. მათ ტელევიზიით მაინც რომ ენახათ, რამდენჯერ ყოფილა საქართველოში […]

2,167 წაკითხვა„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პარტიის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი ესწრება. სხდომაზე მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის ინიციატივას განიხილავენ, რომელიც 2020 წლის არჩევნების შემდეგ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს. შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარები გააკეთეს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატებმა. სრულად მაჟორიტარული სისტემა გაუმართლებლად და უპერსპექტივოდ მიაჩნია მაჟორიტარ დეპუტატს სიმონ ნოზაძეს. დეპუტატი ვარაუდობს, რომ პარტიის თავმჯდომარე ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. „უმთავრესი ნაკლი ამ სისტემის ის […]

1,511 წაკითხვასაფრანგეთის ალპებში რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურის აგენტების ბაზა აღმოაჩინეს,- ამის შესახებ გამოცემა „დოიჩე ველე“ ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება. მათივე ინფორმაციით, ბრიტანული, შვეიცარიული, ფრანგული და ამერიკული სადაზვერვო სააგენტოების მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ რუსეთის „გრუ-ს“ 15 აგენტი, რომლებიც ელიტარული – 29155 დანაყოფის წევრები არიან, 2014-2018 წლებში ალპებს, ზემო სავოიას რეგიონს ევროპაში განხორციელებული საიდუმლო ოპერაციებისთვის ბაზად იყენებდნენ. 15 აგენტს შორის არიან […]

1,867 წაკითხვარუსეთში ვიზიტად მყოფი ნინო ბურჯანაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ რუდენკომ მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით: „განხილულ იქნა რუსულ-ქართული ურთიერთობების მდგომარეობა და პერსპექტივები. რუსეთის მხრიდან დადასტურდა საქართველოსთან ნორმალიზაციის სურვილი, ქვეყნებს შორის საავიაციო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობის ჩათვლით. მნიშვნელოვანია, რომ თბილისში უფრო საპასუხისმგებო მიდგომა გამოავლინონ რუსეთთან ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. საქართველოში მიმდინარე სიტუაციასთან დაკავშირებით ხაზგასმით […]