პარასკევი , თებერვალი 22 2019
Breaking News
Home / liza (page 4)

liza

აუდიტის სამსახური ანტინაცების ბილბორდებზე მოკვლევას იწყებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ქუჩებში “ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგო ბილბორდებთან დაკავშირებით მოკვლევას დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას აუდიტის სამსახურზე დაყრნდობით “ლიბერალი” ავრცელებს. როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ამბობენ, უპირველეს ყოვლისა უნდა გაირკვეს თუ ვისი დაფინანსებით არის გაკეთებული ბილბორდები “არა ნაცებს! არა ბოროტებას!”. 18 ნოემბერს თბილისში “ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგო ბილბორდები გამოჩნდა, რომელზეც გამოსახული არიან: ზურაბ ადეიშვილი, მეგის ქარდავა, …

ვრცლად წავიკითხოთ

„ორი მნიშვნელოვანი რამ თქვა ბატონმა გრიგოლმა“ – სოსო მანჯავიძე

მოვუსმინე ბატონი გრიგოლ ვაშაძის გამოსვლას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ორი მნიშვნელოვანი რამ თქვა ბატონმა გრიგოლმა. 1. ის,” მრავალი, მათ შორის პირადი ხასიათის მიზეზის გამო”, მხარს ჰილარი კლინტონს უჭერდა. 2.საქართველოს არ აწყობს ,რომ რუსეთმა და ამერიკამ მოილაპარაკონ ისლამურ ტერორიზმთან ერთობლივი ბრძოლის საკითხში,ვინაიდან ასეთ შემთხვევაში აშშ-მ შეიძლება საქართველო რუსეთს “დაუთმოს”. პირველ საკითხზე ვიტყვი,რომ ჰილარი …

ვრცლად წავიკითხოთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრილ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრილ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება. ინიციატივა დღევანდელ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა წარადგინა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საუბარია ჯამში მილიარდნახევარი ლარის განულებაზე. „მინდა განვუმარტო საზოგადოებას, რომ „შავ სიაში“ დაფიქსირებული ვალების თითქმის 95 % შედგება სესხებიდან, რომელთა ძირი თანხაც არ აღემატება 2000 ლარს. საუბარია 600 000-ზე მეტი …

ვრცლად წავიკითხოთ

19 ნოემბერი ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი მოსალოდნელია პრობლემა ტრანსპორტთან ან შეიძლება გადაადგილებისას გაგიფუჭდეთ განწყობა. შორ მანძილზე მგზავრობისას მოწესრიგებული გქონდეთ დოკუმენტები. კურო მეტი დრო დაუთმეთ ფინანსებისა და ბიზნესის გაუმჯობესების საკითხს. მოსალოდნელია მივლინება, შეფერხება მიმოწერისა და საქონლის მიღებისას. ნუ შეიძენთ მედიკამენტებს, წვრილ ტექნიკას. ტყუპი გაღიზიანებული და დაბნეული ხართ. შეიძლება აგრესიაც მოგეძალოთ. მეტად აკონტროლეთ ემოციები. სიფრთხილე გმართებთ საჭესთან, …

ვრცლად წავიკითხოთ

„ირაკლის ცხედარი „ბე-ემ-პე“-ს კოშკურაზე დავაბით, ჩავსხით დაჭრილები და ის იყო დავძარით მანქანა, რომ გავიგონეთ აფეთქების ხმა..“

ლალი ცერაძე 1992 წლის 17 ნოემბერს ტამიშზე ირაკლი ამირეჯიბი დაიღუპა. იხსენებს კახეთის მხედრიონის მეთაური ნოდარ კირკიტაძე. ჩაწერილია 2016 წლის ნოემბერში. ნოდარ კირკიტაძე: კახეთში შეკრებილი მოხალისეები ოჩამჩირის შემოგარენში რამდენმე სოფელში გადავანაწილე. ვცდილობდი მოსახლეობა მოწინააღმდეგის აგრესიისგან დამეცვა და პასუხისმგენლობა ავიღეთ კიდეც. უნდა ვთქვა, რომ ეს მოუმზადებელი ბიჭები ისეთი გულით იყვნენ ანთებულები, რომ საქმეს …

ვრცლად წავიკითხოთ

წულუკიანის პასუხი გრიგოლ ვაშაძეს – „მოღალატე მთავრობა, რომელიც ხალხს ყრიდა ციხეში, ვერ დაბრუნდება“

იუსტიციის მინისტრი პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ პირადად მისთვის, ის არის იმსაბჭოთა წარსულის ნაწილი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ საქართველოში საბჭოთა კავშირი უნდა დაბრუნდეს მისი სახით. თეა წულუკიანისთვის გრიგოლ ვაშაძე არის ყოფილი საბჭოთა დიპლომატი. “რაც შეეხება ბატონ გრიგოლ ვაშაძეს, მის განცხადებებს, მე მას მინდა ვუპასუხო, რომ ის არის …

ვრცლად წავიკითხოთ

ბილბორდიდან გამქრალი ზურაბიშვილის ფოტო და მის ნაცვლად ივანიშვილის პლაკატი

წინასაარჩევნო ბილბორდიდან გამქრალი სალომე ზურაბიშვილის ფოტო და მის ნაცვლად ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძისა პლაკატები – დღეს ახალი ბანერები გამოჩნდა. ზოგიერთ ბილბორდზე პრეზიდენტობის კანდიდატის მხოლოდ სახელი და გვარი წერია, თუმცა ბანერზე მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ან პარლამენტის თავმჯდომარის ფოტოებია განთავსებული. ახალ ბილბორდებთან დაკავშირებით შეკითხვა „კურიერის“ ჟურნალისტმა პრემიერმინისტრს დაუსვა. მამუკა ბახტაძის თქმით, წინასაარჩევნო …

ვრცლად წავიკითხოთ

ვეტერანთა კითხვები ხელისუფლებას – „და თუ ნაციონალებზე აპირებთ ხელისუფლების გადაბარებას, გეტყვით..“ – თამაზ გოჩაშვილი

 გვესაუბრება სამაჩაბლოს და აფხაზეთის ომის ვეტერანი, მაიორი თამაზ გოჩაშვილი „25 წელი გავიდა საომარი მოქმედებებიდან და დღეს 2018 წლის ბოლოს ჩვენთვის აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომის ვეტერანებისთვის ყველაზე აქტუალურად რჩება სახელმწიფოს და მეომრების ურთიერთდამოკიდებულების საკითხები. ამ ხნის განმავლობაში ედუარდ შევარდნაძის, მიხეილ სააკაშვილის და ქართული ოცნების მმართველობის დროს ვეტერანი და მეომარი კაცი ყველაზე …

ვრცლად წავიკითხოთ

მაშველებმა ჟინვალის წყალსაცავში ჩავარდნილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ჟინვალის წყალსაცავში ჩავარდნილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ წუთებში ცხედრის ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, ცხედრის ამოყვანამდე საჭიროა წყლის ქვეშ დამატებითი სამუშაოების ჩატარება. ადგილზე იმყოფება 5 სამაშველო ჯგუფი, ასევე სამუშაოებში ჩართული არიან მყვინთავები. შეგახსენებთ, რომ გუშინ ჟინვალის წყალსაცავში სატვირთო ავტომობილი და მისი მძღოლი ჩავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს …

ვრცლად წავიკითხოთ

„გმირები სამშობლოს შეეწირენ და მათ ხსოვნას ნუ შეურაცყხოფთ თქვენი პოლიტიკური ინტერესების გამო“

ვუსმენ დებატებს და სამარცხვინოა, 2008 წელს ომის გმირებს ამოეფარეთ, ახლაც მათი იმედად ხართ. ჩვენ შეცდომებზე ნუ საუბრობთ ომის გმირებს აყენებთ შეურაცყოფასო… ზუსტად რომ თქვენ ლაჩრობაზე და შეცდომებზე რომ არ ვსაუბრობთ და არავინ ისჯება ზუსტად ეგ არის მათი ხსოვნის შეურაცხყოფა. პოლიტიკურ ვაკხანალიას, უპასუხისმგებლობას და სიბეცეს შეეწირა ჯარისკაცები. მხოლოდ სიმართლით შეიძლება აგვისტოს …

ვრცლად წავიკითხოთ

„ვიტალი შკლიაროვი ახალ რევოლუციას გვიანონსებს – მივმართავ “ქართულ ოცნებას” – სოსო მანჯავიძე

ახლა წავიკითხე-ვიტალი შკლიაროვი ახალ რევოლუციას გვიანონსებს. “ქართულ ოცნებას” მივმართავ. დავიღალეთ თქვენი კატა-თაგვობანას თამაშით. ეს ქვეყანა ჩვენია, მას ვიღაც ლიბერასტ ნაგვებს ვერ ავარევინებთ და ახალ სისხლიან კალოს ვერ დავატრიალებინებთ. გაყარეთ ეს გარეწრები,რომ ბედავენ და ჩვენს ქვეყანაში ღიად გვიანონსებენ რევოლუციებს. პასუხისმგებლობას ვერ გაექცევით,თუ არეულობა დაუშვით ისედაც ყუაზე დაყვანილ ქვეყანაში. არ გადაგვაყოლეს ამ …

ვრცლად წავიკითხოთ

რიმა ბერაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ – „ თქვენ არასდროს დაბრუნდებით ხელისუფლებაში“

„ჩვენ ვხედავთ საკუთარ შეცდომებს, ვაღიარებთ მათ და ამით განვსხვავდებით თქვენგან. ხალხი შეცდომების გამოსწორების საშუალებას მოგვცემს და თქვენ აღარასდროს დაბრუნდებით ხელისუფლებაში,“ – ასე გამოეხმაურა საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე რიმა ბერაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს. რიმა ბერაძის თქმით, ის, რომ მეორე ტური არის წინ, მხოლოდ იმის მაჩვენებელია, …

ვრცლად წავიკითხოთ

„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ლეგიტიმირებული დაბრუნება – დაშვებული იქნა სამი საბედისწერო შეცდომა“

“ახალი თაობის” კითხვებს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი პასუხობს. ბატონო პაატა, საზოგადოება აქტიურად ადევნებს თვალს ბოლო პერიოდის მოვლენებს. წინ მეორე ტურია, ხელისუფლება კი შეცდომას შეცდომაზე უშვებს. რატომ გაუჭირდა ასე “ოცნებას” და რას ელოდებით? “ოცნებს” გაუჭირდა იმიტომ, რომ ხერხავდა იმ ტოტს, რომელზეც იჯდა და საბოლოო ჯამში მიიღო ის, რასაც ვხედავთ. …

ვრცლად წავიკითხოთ

„მინდა იმედები გავუწბილო სისხლიანი რეჟიმის შემოქმედთ და ვუთხრა, რომ..“ – ნუკრი ქანთარია

„ქართული საზოგადოება არასოდეს დაუჭერს მხარს ძალადობას და არ დადგება მოძალადეთა გვერდით. დღესაც, 11 წლის შემდეგ ისეთივე მტკივნეულია იმ 7 ნოემბრის სისასტიკე, რაც ნაციონალური მოძრაობის პირობებში ქართველმა ხალხმა არაერთხელ ვიწვნიეთ საკუთარ თავზე“ – აცხადებს  ნუკრი ქანთარია. მისი თქმით, დღეს ქვეყანა დგას „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების საფრთხის წინაშე. „დღეს ხელისუფლების მიერ დაშვებული …

ვრცლად წავიკითხოთ

„მე შეწყალება არ მჭირდება“ – ვანო მერაბიშვილი

მე შეწყალება არ მჭირდება, – ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.მისივე განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში დამარცხების შემდეგ, „ქართულ ოცნებაში” სრული ისტერიკა დაიწყო და ამომრჩევლებს აშინებენ, რომ პრეზიდენტი ვაშაძე შეიწყალებს პატიმრებს. „არჩევნების პირველ ტურში დამარცხების შემდეგ, “ქართულ ოცნებაში” სრული ისტერიკა დაიწყო, რადგან ხალხისთვის სათქმელი არაფერი …

ვრცლად წავიკითხოთ

„მექნება სათხოვარი, მოწოდება, რომ შეძლებისდაგვარად ყველამ გამოხატოს თავისი მოქალაქეობრივი შეხედულება“

„მექნება სათხოვარი, მოწოდება, რომ შეძლებისდაგვარად ყველამ გამოხატოს თავისი მოქალაქეობრივი შეხედულება, ნახოს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილი პროგრამა, მათი განვლილი ცხოვრება, განხორციელებული აქტივობები და ასევე ის აქტივობები, რომელიც ახლა მიმდინარეობს მთავრობაში, -ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა. ,,ის რომ არჩევნებში მეორე ტური გახდა საჭირო, მე ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ …

ვრცლად წავიკითხოთ

„იყო მთელი რიგი გარკვეული შეცდომები, რომელიც საზოგადოებამ მეტ-ნაკლებად მგრძნობიარედ აღიქვა“

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი „ქართული ოცნების” ერთ-ერთ მთავარ შეცდომად ამომრჩეველთან ნაკლებ კომუნიკაციას ასახელებს. როგორც სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პრობლემები და შეცდომები კომპლექსური იყო. „არ შეიძლება ერთი გამოვყოთ. იყო მთელი რიგი გარკვეული შეცდომები, რომელიც საზოგადოებამ მეტ-ნაკლებად მგრძნობიარედ აღიქვა. მათ შორის იყო კომუნიკაციის პრობლემა. ჩვენს ამომრჩეველთან საკმარისად არ ვიმუშავეთ, რაც თითოეული ჩვენგანის …

ვრცლად წავიკითხოთ

რუსთავში სტამბოლის ბაზარი დაიწვა

ძლიერი ხანძარი იყო გვიან ღამით რუსთავში. ე.წ. სტამბოლის ბაზრის მიმდებარედ, ახალი ბაზრის ტერიტორიაზე. ცეცხლი სავაჭრო ობიექტზე არსებულ დახლებს გაუჩნდა და დაახლოებით 1000 კვ.მ. ფართობზე გავრცელდა. დაიწვა გასაყიდი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი ოფიციალური მიზეზი. მოვაჭრეების ვერსიით, ხანძარი უცხო პირებმა გააჩინეს. კიდევ ერთი არაოფიციალური ინფორმაციით კი ბაზრის ტერიტორიაზე მოლოტოვის …

ვრცლად წავიკითხოთ

მეორე ტურის კამპანიას ივანიშვილი გაუძღვება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ვარაუდობს, რომ მეორე ტურის საარჩევნო კამპანიას სათავეში ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგება. როგორც ჟურნალისტებს ქანთარიამ განუცხადა, ცვლილებები აუცილებლად უნდა განხორციელდეს, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებში მსგავსი შედეგები მოულოდნელი იყო და ყველა ნაწყენია. „შედეგები ცივი შხაპივით არის. მთავარი კითხვაა, როგორ მოვახერხეთ, რომ ექვსი წლის თავზე, ალტერნატივა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატია. ამის …

ვრცლად წავიკითხოთ

გიორგი ლაღიძე – „მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ და ოპოზიციამ სიმშვიდე  შეინარჩუნოს და არ დავუშვათ სამოქალაქო დაპირისპირება“

პარტია ,,მომავალი საქართველო“-ს ლიდერი გიორგი ლაღიძე, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურს ეხმაურება: „ამ არჩევნებმა ნათლად აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობა დღევანდელ ხელისუფლებაზე ძალიან გაბრაზებულია შეუსრულებელი დაპირებების გამო. ასევე ნათელია ისიც, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ცალსახად გამოხატა თავისი ნეგატიური დამოკიდებულება სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომლის განცხადებებიც აგვისტოს ომთან დაკავშირებით, საქართველოს მოსახლეობისათვის სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა მიუხედავად …

ვრცლად წავიკითხოთ

Collection of premium WordPress themes

Powered by themekiller.com