214 წაკითხვაუკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიოს 12 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებს თავადი იაროსლავ ბრძენის II ხარისხის ორდენები გადასცა. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. განკარგულებაში აღნიშნულია, რომ მათ ჯილდოები გადაეცათ “სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი პირადი დამსახურებისთვის, უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, უკრაინის სახელმწიფოს მსოფლიოში პოპულარიზაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის“. იაროსლავ ბრძენის ორდენით დაჯილდოვდნენ: აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, გერმანიის […]
მსოფლიო
350 წაკითხვარუსეთში მიმდინარე ნაწილობრივი მობილიზაციისთვის ყველა სახის ღონისძიება ორ კვირაში დასრულდება. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ასტანაში ვიზიტის შემდეგ ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, დაგეგმილი 300 ათასიდან 222 ათასი ადამიანი უკვე გაგზავნილია ქვედანაყოფში და თავდაცვის სამინისტროდან მობილიზებულთა რაოდენობის გაზრდის შესახებ წინადადება არ წამოსულა. „როდესაც დაიწყო ამ სამობილიზაციო ღონისძიებების განხორციელება, მხოლოდ მაშინ გაირკვა, რა ხარისხის იყო ის. […]
382 წაკითხვაუკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაზვერვას სარაკეტო ტერორისთვის პასუხისმგებელი ყველა პირის დადგენა დაავალა. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა. “ცალკე დავალება დაზვერვისთვის – დაადგინონ ყველა, ვინც ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ ამ სარაკეტო დარტყმებში, ირანულ დრონებთან სქემებში. ტერორისტების ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ისევე უნდა იყოს, როგორც ტერორისტი სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. ამისთვის ვმუშაობთ”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
327 წაკითხვააშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი „რაციონალური აქტორია“, თუმცა უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით მან არასწორად გათვალა. „ვფიქრობ, რომ ის რაციონალური აქტორია, რომელმაც საგრძნობლად არასწორად გათვალა“, – აღნიშნა ბაიდენმა CNN-თან ინტერვიუში. მისი განმარტებით, პუტინს არასწორად სჯეროდა, რომ უკრაინელები დაემორჩილებოდნენ რუსეთის შეჭრას – “ეს იყო არასწორი შეფასება, რომელის მცდარობა ქვეყანაში გაწეულმა სასტიკმა წინააღმდეგობამ დაამტკიცა”. „ვფიქრობ, მას ეგონა, რომ ხელგაშლილი დახვდებოდნენ, […]
231 წაკითხვარუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ორშაბათს უშიშროების საბჭოს სხდომას გამართავს. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. როგორც დასავლური მედია წერს, სხდომა ჩაინიშნა მას შემდეგ, რაც შაბათს აფეთქებამ ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთთან დამაკავშირებელი ხიდის ნაწილის ჩამონგრევა გამოიწვია.
323 წაკითხვარუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს „რატიფიკაციისთვის“ წარუდგინა ოთხი ხელშეკრულება რუსეთთან ოთხი ახალი რეგიონის შეერთების შესახებ, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ე.წ. „საერთაშორისო ხელშეკრულებები“, სხვა საკითხებთან ერთად, აზუსტებს ახალი რეგიონების „საზღვრებს“. დოკუმენტების თანახმად, „ორი რესპუბლიკისა და ორი რეგიონის საზღვრები განისაზღვრება საზღვრებით, რომელიც არსებობდა მათი დაარსების დღეს და რუსეთთან შეერთების დღეს“. სახელმწიფო სათათბირო უკრაინის რეგიონების ანექსიის ხელშეკრულებებს 3 ოქტომბერს […]
340 წაკითხვარუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მოლაპარაკებების წინაპირობები ამჟამად არ არსებობს. „ამჟამად ვერ ვხედავთ მოლაპარაკების პერსპექტივას და ვაცხადებთ, რომ არ არსებობს რაიმე წინაპირობა ასეთი მოლაპარაკებებისთვის“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც მან უპასუხა შეკითხვას, ხედავს თუ არა კრემლი ახლა ასეთი მოლაპარაკებების შესაძლებლობას და მიიჩნევს თუ არა მათ საჭიროდ. შეგახსენებთ, […]
367 წაკითხვაამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ამჟამინდელ ლიდერს ჯო ბაიდენს „სახელმწიფოს მტერი” უწოდა. ტრამპმა აღნიშნული განცხადება პენსილვანიაში გამართულ მრავალათასიან აქციაზე გააკეთა. ყოფილმა პრეზიდენტმა ბაიდენი დაადანაშაულა, რომ ის აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI) მის წინააღმდეგ იარაღად იყენებს. ტრამპმა FBI-ის აგენტების მიერ ფლორიდაში მისი სახლის ჩხრეკას „ამერიკის ისტორიაში, ნებისმიერი ადმინისტრაციის მიერ ერთ-ერთი ყველაზე შოკისმომგვრელი ძალაუფლების ბოროტად გამოყენება” უწოდა. ამასთან, […]
632 წაკითხვაუკრაინაში შექმნილი ვითარების შესახებ რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს. კრემლის განცხადებით, ემანუელ მაკრონთან საუბრისას ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მიერ კონტროლირებადი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვაში კიევი დაადანაშაულა, რამაც, მისი თქმით, “ფართომასშტაბიანი კატასტროფის” რისკი შექმნა. სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ჯგუფის ელექტროსადგურში გაგზავნის აუცილებლობაზე ორივე ლიდერი თანხმდება. კრემლის ინფორმაციით, პუტინი მაკრონს მსოფლიო ბაზრებზე რუსული სურსათისა და სასუქი პროდუქტების […]
400 წაკითხვარუსი სამხედროები მკაფიოდ ასრულებენ ყველა ამოცანას და ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებენ დონბასის მიწას. რუსეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. „დღეს, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, ჩვენი სამხედროები, დონბასელ მებრძოლებთან ერთად, ღირსეულად ასრულებენ თავის მოვალეობას, იბრძვიან რუსეთისთვის, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მშვიდობიანი ცხოვრებისთვის. მკაფიოდ ასრულებენ ყველა დასახულ ამოცანებს და ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებენ დონბასის მიწას“ ,- განაცხადა პუტინმა ფორუმის – […]