99 წაკითხვაყველა ზღვარს გადავიდა „ქართული ოცნების” პროპაგანდა. ცდილობენ, რომ შემთხვევა არ გაუშვან ხელიდან დასავლეთისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დისკრედიტაციისთვის,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო აუცილებლად გახდება ეროვნული ღირებულებებითა და ქრისტიანობით ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი! “ყველა ზღვარს გადავიდა „ქართული ოცნების” პროპაგანდა. ცდილობენ, რომ შემთხვევა არ გაუშვან ხელიდან დასავლეთისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დისკრედიტაციისთვის. ხელისუფლების პროპაგანდა […]
პოლიტიკა
123 წაკითხვარომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთს მოუწოდა, აღადგინოს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება. კვირას საკუთარ გზავნილში მან განაცხადა: „მივმართავ ჩემს ძმებს, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას, რომ შავი ზღვის ინიციატივა განახლდეს და მარცვლეულის უსაფრთხოდ ტრანსპორტირება მოხდეს”, – დასძინა მან. შეგახსენებთ, რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების გადაწყვეტილება რამდენიმე კვირის წინ მიიღო. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ამ შეთანხმებაში რუსეთთან დაკავშირებული ნაწილი […]
130 წაკითხვაუკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომი რუსეთის ტერიტორიაზე ბრუნდება. „თანდათან ომი ბრუნდება რუსეთის ტერიტორიაზე – მის სიმბოლურ ცენტრებსა და სამხედრო ბაზებზე და ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. მისი თქმით, „უკრაინა ძლიერდება“, ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანა ზამთარში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ახალი თავდასხმებისთვის უნდა მოემზადოს. ”მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ, ისევე, როგორც გასულ წელს, […]
132 წაკითხვაგემზე რომ რუსეთის მოქალაქეები არიან, ამის გამო ობსტრუქცია უნდა მოვაწყოთ? – რა გინდათ, რას მივაღწიოთ, რომ საქართველო ჩრდილოეთ კორეასავით ჩაკეტილი ქვეყანა იყოს? – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ჟურნალისტებთან ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციას, რომელიც საკრუიზო ლაინერით რუსეთის მოქალაქეების შემოსვლას. ქადაგიშვილი აცხადებს, რომ “მოქალაქეების იქ მიყვანაც ოპოზიციური პარტიების მოწოდება იყო,” რომელსაც სიტუაციის ესკალაცია სურს. “გემზე, რომელიც უცხო ქვეყნის გემია, უცხო ქვეყნიდან […]
116 წაკითხვაკობახიძის განცხადება არის ქვეყნის ღალატი – კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ კოლაბორაციონისტი მოღალატეები არიან და პუტინთან ერთად აბრალებენ ომს საკუთარ ქვეყანას, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარემ პარლამენტში, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, რომელსაც მან “ქაჯობა” უწოდა. ბოკუჩავას თქმით, საქართველოს მოქალაქეები ყველა საკვანძო მომენტში აჩვენებენ თავიანთ პოზიციას და ბათუმშიც მათ ქვეყნის ღირსება […]
113 წაკითხვარუსეთის ქალაქ ტაგანროგის ცენტრში “სავარაუდოდ რაკეტა” აფეთქდა. ამის შესახებ როსტოვის ოლქის გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმა განაცხადა. მისი თქმით, აფეთქების შედეგად გარდაცვლილები არ არიან. სასწრაფო სამსახურების ინფორმაციით, ამ მომენტისთვის 12 დაშავებულის შესახებ არის ცნობილი. აფეთქების შედეგად ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ხალხი იყოს მოყოლილი.
94 წაკითხვაათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში, სადაც საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ, არეულობა იყო. ამის შესახებ ინფორმაციას საბერძნეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. საელჩოს ინფორმაციის თანახმად, ადგილზე მობილიზებული იყო საბერძნეთის შესაბამისი სამსახურები. საელჩო აღნიშნავს, რომ მუდმივ კონტაქტზე იმყოფებოდა როგორც არსებულ ბანაკში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ისე ადმინისტრაციასთან. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შესაბამისმა სამსახურები და საქართველოს მოქალაქეები ადასტურებენ, რომ ღამის საამ საათზე, ადგილზე უკვე სიმშვიდე იყო და საქართველოს […]
104 წაკითხვაიშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭომ აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლი დაამტკიცა. ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ჩხაიძის თქმით, პირველ ეტაპზე 5-6 ბავშვის მკურნალობა განისაზღვრა, სამკურნალოდ კი იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო შეირჩა. „გერმანელი ექსპერტისგან პროტოკოლმა ძალიან მაღალი შეფასება მიიღო, რომელმაც პირდაპირ აღნიშნა, რომ ასეთი კარგი, დეტალური და ინფორმატიული პროტოკოლი ამ დაავადებასთან დაკავშირებით, დღეს […]
99 წაკითხვასამხრეთში უკრაინელი სამხედროები შეტევით ოპერაციებს აგრძელებენ, თანდათან წინ მიიწევენ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი “ტელეგრამის” პირად არხზე წერს. “უკრაინის თავდაცვის ძალები შეტევით ოპერაციებს აგრძელებენ მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებებზე, თანდათან წინ მიიწევენ. სტარომაიორსკის რაიონში ბრძოლები გრძელდება, ჩვენს დამცველები წარმატებას აღწევენ, მიღწეულ საზღვრებზე მაგრდებიან”, – წერს მალიარი. მან, ასევე, აღნიშნა, რომ ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ რობოტინოს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით მტერი დაკარგული პოზიციების […]
163 წაკითხვადეკემბერში ჩვენს კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით სამართლიან გადაწყვეტილებას ველით – ჩვენ არ ვარიდებთ თავს ვალდებულებების აღებას. მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც დანიშნულების ადგილამდე მისვლას სჭირდება, რათა გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხორვატიის პრემიერ-მინისტრთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, თუკი ევროკავშირი საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიანიჭებს, ეს ქვეყანაში განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა და პოზიტიური ტრანსფორმაციის დამსახურებული აღიარება იქნება. „ბოლო […]