416 წაკითხვასაქართველოს პარლამენტი გარკვეული კატეგორიის პატიმრებისთვის ამნისტიის პროექტზე მუშაობს. „ამნისტიის შესახებ“ პროექტის თანახმადაც, ყველა პირს, რომლებიც 2020 წლის 5 მარტიდან 2020 წლის 25 მაისამდე, ასევე 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდში პატიმრობაში ბრალდებულის ან მსჯავრდებულის სტატუსით იმყოფებოდა, სასჯელის მოხდის ვადა განსხვავებული წესით დაუანგარიშდებათ. კერძოდ, მომზადებულ კანონპროექტში, რომლის ავტორიც უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძეა, აღნიშნულია, რომ აღნიშნულ პერიოდში სასამართლო განხილვამდე […]

706 წაკითხვა „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორის გაუჩინარების საქმე შესაძლოა, თავდაყირა დადგეს – “ტვ პირველის” ინფორმაციით, რამაზ გერლიანის ოჯახსა და ადვოკატებს პოლიციაში უთხრეს, განყოფილების პერიმეტრზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერები არ მუშაობს, შესაბამისად, საქმეში არ დევს გერლიანის გადაადგილების მარშრუტი. არადა, გაუჩინარებამდე ექსპერტმა ავტომანქანა სწორედ პოლიციის განყოფილების წინ დატოვა, მანქანის სალონში წერილი იყო მოთავსებული, სადაც გერლიანი კამერების გახსნას ითხოვდა. ამასთან, დღეს გერლიანის დებმა პირდაპირ თქვეს, რომ ეკონომისტის გაუჩინარებასთან […]

363 წაკითხვასამართალდამცავებმა „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორის, ეკონომიკური ექსპერტის, რამაზ გერლიანის წერილსა და მობილურ ტელეფონს მიაკვლია. წერილიც და ტელეფონით ორგანიზაციის ოფისიდან ამოიღეს. აღსანიშნავია, რომ მობილურს, რომელიც მის სამუშაო მაგიდაზე იდო, მარკერით მიწერილი ჰქონდა პაროლი, რითაც პოლიციას გერლიანის ტელეფონის გახსნა შეუძლია. რაც შეეხება წერილს, მოკლე წერილში რამაზ გერლიანი აცხადებს, რომ „ბევრი ითმინა“ და „დაიღალა”. ასევე, მიმართავს შვილებს, რომ უყვარს, ღმერთს კი პატიებას თხოვს. […]

439 წაკითხვავაზისუბანში გამთენიისას ყაჩაღობა მოხდა – არასრულწლოვანებმა სუპერმარკეტი “ზღაპარი” დააყაჩაღეს. წაღებულია დიდი ოდენობით თამბაქო. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარდა. სამართალდამცველებმა კამერების ჩანაწერები უკვე ამოიღეს.

811 წაკითხვაგენერალი  გიგი კალანდაძე დააკავეს. “პირველების”  ინფორმაციით, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გერმანიაში საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით აიყვანეს. კალანდაძე აგვისტოს ომის დროს მეოთხე ბრიგადას ხელმძღვანელობდა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა. კალანდაძესთან დაახლოებული პირი, გიორგი კასრაძე “პირველებთან” ამბობს, რომ კალანდაძე პატრიოტია და მის დაკავებაში შესაძლოა, რუსეთის ხელი ერიოს. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, ბოლოს გიგისთან ერთი ორი თვის წინ მქონდა საუბარი. […]

362 წაკითხვათბილისში ნუცუბიძის პლატოზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. თვითმხილველი ამბობს,  რომ 17 წლის ბიჭს ჯგუფურად გაუსწორდფნენ და ცივი იარაღით დაჭრეს. მისი თქმით, პოლიცია ადგილზე მალე მივიდა, სასწრაფომ კი დაიგვიანა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ტვპირველი

357 წაკითხვაარასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებულ მამას და მასთან ერთად კიდევ ერთ ბრალდებულ პირს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებული მამა ფაქტს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. რაც შეეხება მეორე დაკავებულს, ადვოკატი დეტალებზე ჯერჯერობით ვერ საუბრობს, მაგრამ განმარტავს, რომ ის ოჯახის ახლობელი არ არის. ამასთან, ჰქონდათ თუ არა ფსიქოლოგიური პრობლემები დაკავებულებს, ადვოკატის თქმით, ეს საქმეში ჯერჯერობით არ […]

1,083 წაკითხვასაქართველოს პროკურატურამ  უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის  მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ  გამოძიების შედეგად დაადგინა,   რომ გიორგი ლორთქიფანიძისთვის ცნობილი იყო, რომ   მიხეილ სააკაშვილი საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გეგმავდა  და მისი დახმარების მიზნით  შეიმუშავა  და დაგეგმა […]

842 წაკითხვასამართალდამცავებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 5 პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ძებნილების დაკავება ბათუმში მოხდა. „დაკავებულები არიან: 1977 წელს დაბადებული ო.გ., რომელსაც სხეულის დაზიანება და სექსუალური ძალადობა ედება ბრალად. იგი სამართალდამცველების მიერ 2021 წლიდან იძებნებოდა. 1983 წელს დაბადებული ფ.დ., რომელიც ბრალდებულია სხეულის დაზიანების, იარაღის ტარებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის. […]

1,085 წაკითხვასხვისი ნახმარი პიჯაკების ტარებას გირჩევნიათ, ის 9 მილიონი ზარალი აანაზღაუროთ, რაც ბიუჯეტის მიმართ არსებობს, – ამის შესახებ საბიუჯეტი თანხების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა. მიხეილ სააკაშვილის და თემურ ჯანაშიას ბრალდების საქმეზე პროცესი ხმაურით მიმდინარეობს. მხარეები პროკურორების აცილების შუამდგომლობაზე კამათობენ. ადვოკატებისთვის გაუგებარია, რატომ ახსენა პროკურორმა გიორგი მუჯირმა ინტერვიუში 26 მაისის საქმე, სადაც ის ამ საქმეში დაზარალებულ მოქალაქეებზე საუბრობდა. […]