731 წაკითხვაკატეგორიულად მიუღებელიც არის, როდესაც მოსამართლეებს ასანქცირებენ,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, საკითხი სერიოზულ განხილვას საჭიროებს. “რა თქმა უნდა, არ არის სამართლიანი ჩვენი ურთიერთობების გათვალისწინებით ასეთი ინსტრუმენტის გამოყენება და ვიტყოდი, კატეგორიულად მიუღებელიც არის, როდესაც მოსამართლეებს ასანქცირებენ, მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყნებს შორის არის ასეთი მაღალი დონის სტრატეგიული ურთიერთობები, პარტნიორობა. ამას სჭირდება ძალიან სერიოზულად განხილვა. ჩვენ სერიოზულად განვიხილავთ, […]
საზოგადოება
79 წაკითხვასახალხო დამცველის კონსილიუმი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნას აქვეყნებს. როგორც დასკვნაშია ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე , მე-4 სტადია, გონებრივი ფუნქციების მნიშვნელოვანი დაქვეითება, დეპრესია. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ წონის მეტი კლების შედეგად ის საწოლზე მიჯაჭვული გახდება, რადგანაც მთლიანად განლეული ექნება ქვედა კიდურების კუნთები და სისუსტის გამო ვერ შეძლებს მოძრაობას. „2 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მოწვეულმა სპეციალისტთა/ექსპერტმა […]
74 წაკითხვა „კასპერსკის ლაბორატორიის“ მონაცემებით, 2022 წელს კომპანიის უსაფრთხოების გადაწყვეტილებებმა დაბლოკა 249 629 მომხმარებლის მცდელობა საქართველოში და 239 197 სომხეთში, გადასულიყვნენ ფიშინგ რესურსებზე სახლის მოწყობილობებიდან. თავდამსხმელები აქტიურად იყენებენ ამ ტექნიკას: ეს საშუალებას აძლევს მათ გაიტაცონ ანგარიშები, შეაგროვონ კონფიდენციალური მონაცემები და მოიპარონ საბანკო ბარათის მონაცემები. ფიშინგი, რომელსაც მიზანში ჰყავს ამოღებული სოციალური ქსელების მომხმარებლები, საშიშია, რადგან ფიშერებს შეუძლიათ მიიღონ წვდომა არა მხოლოდ […]
83 წაკითხვა“რუსული ოცნების” ისტერია ვიოლა ფონ კრამონთან დაკავშირებით, ნათლად აჩვენებს მათ განზრახ საბოტაჟს ევროკავშირის მიმართ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ლევან ხაბეიშვილის თქმით, „ქართულ ოცნებისგან“ ვერ გაიგებთ პუტინის ან ლავროვის კრიტიკას, ლანძღავენ მათ, ვინც მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას. “ისევ იმავეს ვუყურებთ, რასაც აქამდე, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ლანძღავენ, ჩვენს ევროპელ კოლეგებს, ვინც მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას მათ […]
1,517 წაკითხვადაუსჯელობამ, რომლითაც რუსეთი სარგებლობდა, შესაძლებლობა მისცა მას, სამხედრო საშუალებების გამოყენება, თავისი მეზობლების წინააღმდეგ საერთო ტაქტიკად დაემკვიდრებინა – დარწმუნებული ვარ, ბუჩაში უმიზეზოდ არ დაღუპულან და უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გამარჯვებით მალე მშვიდობა დაისადგურებს,- ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ბუჩას გათავისუფლების წლისთავთან დაკავშირებულ სამიტის მონაწილეებს – უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტებს, სლოვაკეთის, სლოვენიისა და ხორვატიის პრემიერ- მინისტრებს. სამიტი – „ბუჩა – რუსეთის პასუხისმგებლობა უკრაინაში […]
107 წაკითხვაყურსასმენი და მობილური ტელეფონი თანამედროვე სამყაროში აუცილებელი გაჯეტებია. თუმცა, სწორი არჩევანის გაკეთება შეიძლება რთული იყოს, რადგან ბაზარზე დიდი არჩევანია. ამ სტატიაში ჩვენ მოგაწვდით რამდენიმე სასარგებლო რჩევას, თუ როგორ უნდა აირჩიოთ საუკეთესო ყურსასმენი და მობილური ტელეფონი, რომლებიც დააკმაყოფილებენ თქვენს საჭიროებებს. ყურსასმენი თუ მობილური ტელეფონი: გაითვალისწინეთ თქვენი ბიუჯეტი სანამ ყურსასმენების ან მობილური ტელეფონების ძებნას დაიწყებთ, მნიშვნელოვანია ბიუჯეტის განსაზღვრა. ყურსასმენები […]
90 წაკითხვათბილისის მერის განცხადებით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თავის განცხადებაში რეალობას აცდენილია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველო ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული 12 პუნქტის შესასრულებლად ყველაფერს აკეთებს. როგორც კახა კალაძე განმარტავს, ერთადერთი, ვინც ამ პროცესს ხელს უშლის, ოპოზიციაა. „არ ვიცი რაზე საუბრობს. აშკარად იკვეთება ის, რომ რეალობას აცდენილია ეს ადამიანი. ეს არის იმ კურსის და იმ ხაზის გაგრძელება, რასაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ […]
112 წაკითხვაამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. საქართველოსთან დაკავშირებით, ყოველწლიურ ანგარიშში პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებაც არის საუბარი. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ 2022 წლის განმავლობაში საქართველოს სახალხო დამცველმა არაერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას დროული და სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწიათ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის. „სახალხო დამცველმა რამდენიმე განცხადება გაავრცელა, სადაც მოუწოდა ხელისუფლებას შეესრულებინათ […]
297 წაკითხვა მოგესალმებით ჩემო მეგობრებო ვინც გვიცნობს და იცის ალექსანდრას მდგომარეობა იცით რომ 5 წელია მასთან ერთად ვიბრძვით მისი უკეთესი ცხოვრებისთვის ის დაიბადა 26 კვირაზე 750 გრამი და მას შემდეგ ყოველი დღე ჩვენთვის ბრძოლაა ალეს დიაგნოზი არის დცპ დიპლეგიის ფორმა დღეს ალეს სჭირდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ოპერაცია რომელიც კეთდება საბერძნეთში და დაკავშირებულია დიდ თანხასთან თანხის გარკვეული ნაწილი ოჯახის ძალისხმევით და სახელმწიფო […]
49 წაკითხვასაქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრების სატელეფონო ხარჯებისთვის ორ წელიწადში 42 698,87 ლარი, კერძოდ, 2021 წელს – 20 723.34, 2022 წელს კი 21 975.53 ლარი დაიხარჯა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს, 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სატელეფონო მომსახურებით 52-მა დეპუტატმა ისარგებლა, 2022 წელს კი სატელეფონო საუბრები 62 დეპუტატს დაუფინანსდა. ამასთან, ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 2021 წელს 52 დეპუტატიდან, […]