314 წაკითხვაოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ოპოზიციური ჩრდილოვანი კაბინეტის კონფიგურაცია არსებობს, „არის ბოდვა“. მისივე შეფასებით, სუს-ი, რომელიც დღეს „პოლიტიკური ჟანდარმერიაა, საერთოდ უნდა გაუქმდეს“. „რუსთავი 2- ის“ ინფორმაცია, თითქოს არსებობდეს რაღაც ოპოზიციური ჩრდილოვანი კაბინეტის კონფიგურაცია, სადაც მე სუს-ის უფროსი ვარ, არის ბოდვა. მეტიც, ჩემი აზრით, ეს უწყება, რომელიც დღეს პოლიტიკური ჟანდარმერიაა, საერთოდ უნდა გაუქმდეს და მისი კომპეტენციები გადანაწილდეს […]

127 წაკითხვაბრიუსელში რომ ჩავიდა კობახიძე და ყველა ევროპელი ლიდერი მიუნხენშია, ეს რას ნიშნავს? – იმას, რომ არავისთან შეხვედრა არ გინდა. ჩათვალეთ, რომ ახლა ბრიუსელი მიუნხენშია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტს გამოეხმაურა. მისი თქმით, როცა „ქართული ოცნება“ მიუნხენის კონფერენციაზე არ მიდის, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არ აინტერესებთ არც ევროკავშირის გაფართოების საკითხი და არც ინვესტორების […]

245 წაკითხვააშკარაა სურათი, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური ბრძოლის ველზე გადაინაცვლა და თავისი დე-ფაქტო, თუ დე იურე, მაგრამ არასრულყოფილი პრეზიდენტის რესურსით ცდილობს კვლავ ამ პოლიტიკური ბრძოლის აქტიურ ფლანგზე იყოს მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. ის ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩასვლას. „მიიწვიეს, ჩავიდა და რა საკვირველია, როგორც ადრე, არაფერ სიკეთეს არ უნდა ველოდოთ. ის თავისი ქვეყნის და ვითომ სახელმწიფოს მმართველობის, […]

162 წაკითხვაქართულ საზოგადოებას არ სჭირდება მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის პროპაგანდისტების და ლიდერების აღიარებები. აღიარების სივრცე, არც არსებობს. ყველამ ყველაფერი კარგად იცის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ნიკა გვარამიას მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ერთადერთი, რაც შეიძლება გააკეთონ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის პროპაგანდისტებმა და ლიდერებმა, უნდა ჩამოსცილდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებას. „ერთადერთი, რაც შეიძლება გააკეთონ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის პროპაგანდისტებმა და ლიდერებმა, უნდა ჩამოსცილდნენ […]

136 წაკითხვა“მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ დღეს გადაწყვიტა, რომ ვითომ გაემიჯნოს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მიუმხრობელი, „შუაშისტური“ ამომრჩევლის ხმებზე ინადიროს, მაგრამ, ამ შემთხვევაში, მისი ეს მცდელობა არის განწირული, იმიტომ, რომ ნიკა გვარამია არა უბრალოდ სახე იყო „ნაციონალური მოძრაობის“, არა უბრალოდ გამხმოვანებელი იყო მათი მესიჯების, არამედ იყო ერთ-ერთი შემოქმედი იმ ბოროტებისა, რასაც ერქვა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება და სააკაშვილის მმართველობა – ამ სიტყვებით […]

137 წაკითხვაპუტინი ყოველთვის კლავს. პუტინმა ნავალნი მოკლა. ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, კრემლის ლიდერის ერთ-ერთი მთავარი ოპონენტი ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა. „პუტინი ყოველთვის კლავს. ახლახან ცნობილი გახდა, რომ ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა რუსულ ციხეში, როგორც ჩანს, ის მოკლა პუტინმა. სანამ პრეზიდენტის პოსტს ინარჩუნებს, მას არ აინტერესებს ვინ მოკვდება. პუტინმა პასუხი უნდა აგოს ყველაფერზე, რაც ჩაიდინა“, – აღნიშნა ზელენსკიმ გერმანიის კანცლერ ოლაფ […]

145 წაკითხვაექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იურიდიულად შეუძლებელია – ამბობს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი და ამგვარად ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერები შეაგროვონ და 1-ელ მარტს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გადასცენ. „არ ვიცი, ვინ აჯერებს სააკაშვილს, რომ მისი შეწყალება შეუძლია სალომე ზურაბიშვილს. ვინც ამაში არწმუნებს, ის არის მისი მტერი იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილი ვერ შეიწყალებს სააკაშვილს. შეწყალება მარტო დამდგარ […]

91 წაკითხვადედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გლდანის მესამე მიკრორაიონის მიმდებარედ კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულებისთვის მრავალსართულიანი ბინის მშენებლობის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი. როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, სააპელაციო სასამართლოს მშენებლობა უკანონოდ არ უცნია, არამედ დროებით შეაჩერა გადაწყვეტილების მიღება. „ტყუილია ეს ფაქტი და ვინც ეს განაცხადა, რეალობას აცდენილია. მე როგორც ხელისუფლების წარმომადგენელს, მსიამოვნებს, რომ ოპოზიციაში ასეთი ადამიანები გვყავს, კონკრეტულად […]

162 წაკითხვა Kaspersky Digital Footprint Intelligence-ის გუნდმა წარმოადგინა მოხსენება „ჩრდილოვანი ინოვაცია: როგორ ექსპერიმენტებს ატარებენ კიბერკრიმინალები AI-ით ბნელ ქსელში“, რომელშიც სპეციალისტებმა გააანალიზეს შეტყობინებები დარკნეტში ChatGPT-ის და სხვა მსგავსი გადაწყვეტილებების გამოყენების შესახებ თავდამსხმელების მიერ დიდი ენობრივი მოდელების საფუძველზე. „კასპერსკის ლაბორატორია“ იტყობინება, რომ 2023 წელს, ჩრდილოვან ფორუმებსა და სპეციალიზებულ Telegram-ის არხებზე ნაპოვნი იქნა 2890 პოსტი, რომლებიც განიხილავდნენ ნეირონულ ქსელებზე დაფუძნებულ ჩეტბოტებს. პიკი იყო […]

157 წაკითხვაისეთ საკითხებზე, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნების ბერკეტებს ეხება, „ქართული ოცნება“ არავითარი რეფორმის გატარებას არ აპირებს – არ შეასრულებენ რეკომენდაციებს, რაც მათ ძალაუფლებას შეასუსტებს, – ასეთია ოპოზიციონერი დეპუტატის რომან გოცირიძის შეფასება. პარლამენტში გამართული შეხვედრიდან გამოსულმა გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხელისუფლება არსებითი ხასიათის ცვლილებების განხორციელებას არ გეგმავს. მან ამ კონტექსტში მართლმსაჯულების რეფორმა და საარჩევნო კანონმდებლობა დაასახელა. გარდა ამისა, გოცირიძის ინფორმაციით, მმართველი გუნდი არც სამუშაო ჯგუფების […]