2,213 წაკითხვაერთ-ერთი ფეისბუქ-მომხმარებელი ლალი ცერაძე დღეს, ოპოზიციის მიერ გამართულ აქციას სოციალური ქსელით ეხმაურება: „თუ ნაცები 20 ლარს არიგებენ ჩამოსვლაში თქვენ 30 დარიგეთ წასვლაში და დავისვენებთ, ნუ გაყინავთ ამ „გამწარებულ“ ხალხს“ – წერს ლალი ცერაძე.

2,125 წაკითხვააქციის მონაწილეები მაჩაბლის ქუჩაზე ერთ-ერთ სალობიესთან მივიდნენ, სადაც, მათი ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმყოფება. დაცვა აქციის მონაწილეებს სალობიეში არ უშვებს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პირადად სურთ გაესაუბრონ პრეზიდენტს და მოუწოდებენ მას, რომ გამოვიდეს მათთან შესახვედრად.

2,396 წაკითხვა„დასავლეთს არ მოეწონა მომიტინგეთა ძალისმიერი დაშლა პარლამენტთან. მისი ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ „საქართველოს საზოგადოების ფართო იმედგაცრუებას“ ჰქონია ადგილი, მმართველი პარტიის მიერ პროპორციული არჩევნების ჩატარების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღების მიმართ“ – აცხადება „მედიაპრესთან“ საუბარში პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი, და სვამს კითხვას: „კეთილი, მაგრამ რა შუაშია აშშ-ს და ევროკავშირის დიპლომატიური წარმომადგენლობები საქართველოს საშინაო საქმეებთან? ადრე რომ გეკითხათ მათთვის, რატომ არ აქცევენ ყურადღებას სააკაშვილის […]

2,200 წაკითხვაპოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი „მედიაპრესთან“ საუბარში ამბობს, რომ დასავლელ პარტნიორებს ბიძინა ივანიშვილი დიდად არ მოსწონს, მეტიც, ბოლო დროის საპროტესტო გამოსვლები სწორედ მათ ინტერესში შედის, ამერიკა ცდილობს ივანიშვილის შეცვლას ვინაიდან: „კოლექტიური  დასავლეთის უშუალო ჩარევით განხორციელდა მეორე „ნაირინჯისფერი“ რევოლუცია უკრაინაში. იყო და არის მცდელობა მეორე „ვარდების“ რევოლუციისა საქართველოში. მაინც რას უწუნებენ „საოცნებო“ ხელისუფლებას სტრატეგიული პარტნიორები? იმას, რასაც შევარდნაძის ხელისუფლებას! ორივე ხომ ლოიალურად […]

1,932 წაკითხვაეუთო-ში აშშ-ის მისია ოკუპირებული რეჟიმის მიერ ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას ეხმაურება და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. „აშშ ცნობილი ქართველი ექიმისა და საქართველოს ორთოპედთა და ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს, რომელსაც საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ 15 ნოემბერს ორთვიანი წინასწარი დაკავება შეუფარდა. დამატებით, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, დასრულდეს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ საკონტროლო-გამშვები პუნქტების დახურვა. […]

2,572 წაკითხვაორი ცხოვრება გვაქვს – ჩვენი ცხოვრება და ტელეცხოვრება. ორივე საშინელია, მაგრამ სხვა და სხვანაირად საშინელი. ჩვენი ცხოვრების საშინელება ასე გამოიყურება: ქვეყანა სამ ნაწილადაა დაშლილი; დანგრეულია ეკონომიკა; მორყეულია სულიერება; გამეფებულია უსამართლობა; განახევრებულია მოსახლეობა; უმუშევრობისა და უმუშევრობასთან გათანაბრებული დაბალშემოსავლიანობის გამო ახალგაზრდების დიდი ნაწილი საზღვარგარეთაა გადახვეწილი; დამდგარია დემოგრაფიული კატასტროფა; ადამიანებს არა აქვთ პერსპექტივა და მომავლის იმედი; თითოეული ადამიანის შიში ხვალინდელი დღის წინაშე […]

4,221 წაკითხვა„25 ნოემბერს, პარლამენტთან დაგეგმილი ფართომასშტაბიანი აქციების შესახებ საუბრისას ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ რევოლუციური სცენარით მოვლენები ვერ განვითარდება, რადგან ამის რესურსი დღეს არ არსებობს, თანაც, მსგავსი სცენარი ხელისუფლების ინტერესში უფროა, ვიდრე ოპოზიციის. „ამ სცენარის წინაპირობას ვერ ვხედავ, თუმცა, ხელისუფლება ყველანაირად შეეცდება მოახდინოს პროვოცირება და ამაზე შემდეგ შეთქმულების თეორია ააგოს. ბუნებრივია, ეს ხელისუფლების ინტერესებში უფროა, ვიდრე პროტესტის, რომ ასეთი შეფუთვა […]

3,591 წაკითხვა„ვინ დაიკავებს საპარლამენტო თანამდებობებს მას შემდეგ, რაც უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატმა დატოვა, რომლებიც სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდნენ? უმრავლესობაში კონსულტაციებს ადასტურებენ და ამბობენ, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მალე გახდება ცნობილი. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა შეიძლება ერთ-ერთი ვიცე-სპიკერის თანამდებობა დაიკავოს. ეს თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები თამარ ჩუგოშვილმა და ზვიად ძიძიგურმა დატოვეს. ჩუგოშვილისა და ძიძიგურის პროტესტი […]

2,148 წაკითხვაე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ, ცხინვალის რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის დაკითხვის დეტალებს აქვეყნებს. დე ფაქტო კომიტეტის ინფორმაციით, გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ მან „საზღვარი განზრახ გადაკვეთა, რადგან სურდა სოფლის მონასტერში მისულიყო“. მათივე ცნობით, ექიმი გაფრინდაშვილი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მომხრეა და „საზღვრის გადაკვეთის ფაქტს უარყოფს, აცხადებს რა, რომ ეს „საქართველოს მოქალაქის თავისუფალი გადაადგილების ლეგიტიმური უფლებაა“. დე ფაქტო КГБ-ს განცხადების თანახმად, […]

3,282 წაკითხვა„მან იფიქრა, რომ ამ კრიზისს გადააგორებდამ ივანიშვილს შეეძლო მათი გადარწმუნება, მაგრამ არ მოინდომა“ – აცხადებს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე: „ამას მოყვა ის, რომ აშკარად შეშინდა მის გვერდით მდგომი ჯერ კიდევ საღად მოაზროვნე “ოცნების” დეპუტატი და წავიდა პარტიიდან. მათ დაინახეს, რომ ამ კაცმა დაკარგა რეალობის შეგრძნება. აქამდე კიდევ იყო რაღაცის იმედი.  ძალიან სახიფათო ზღვრამდე მივიდა უკვე ეს სიტუაცია. […]