2,190 წაკითხვაარც ერთი განვითარებული ქვეყანა ამ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს. შესაძლოა, ვიღაცას განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება ჰქონდეს და არ ეთანხმებოდეს რაღაცებში „ქართულ ოცნებას“, თუმცა ეს არის ის თემა, სადაც გაერთიანება უნდა იყოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანა ოკუპაციას წინსვლით და განვითარებით უნდა ებრძოლოს. “არც […]

984 წაკითხვაგენერალური პროკურატურა ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას მოითხოვს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგამოძიებო უწყებაში განუცხადეს, პროკურატურა სასამართლოს სწორედ აღნიშნული შუამდგომლობით მიმართავს. გენერალურმა პროკურატურამ ბრალდებული ბიზნესმენის, ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლოს დღეს მიმართა. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზე ჩაინიშნა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, როგორც „ინტერპრესნიუსს“ წერეთლის ადვოკატმა, კახა წერეთელმა განუცხადა, […]

2,455 წაკითხვაშაბათის შუადღის ოთხივე წამყვანმა, ნესტან ნენე კვინიკაძემ, ქეთი დევდარიანმა, ლაშა ბუღაძემ და დათო ტურაშვილმა, რუსთავი 2 დატოვეს. ამის შესახებ გადაცემის განცხადებაშია აღნიშნული. „სამწუხაროდ, საქართველოში უკვე მერამდენე ხელისუფლება იმეორებს წინამორბედის შეცდომებს და არც ეს ხელისუფლებაა გამონაკლისი ამ მხრივ და მეტიც — ეჭვი გვაქვს, რომ ეს მმართველობა არა მხოლოდ დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებას, არამედ საქართველოს ევროპულ, ისტორიულ არჩევანს უქმნის საფრთხეს და […]

1,880 წაკითხვაბათუმის მოსახლეობა, ქალაქის ნავსადგურში, ქიმიური ტერმინალის მშენებლობას აპროტესტებს და ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს. მიმართვის ტექსტს „მედიაპრესი“ უცვლელად გთავაზობთ: პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ბ–ნ ბიძინა ივანიშვილს! ბ–ნო ბიძინა, მოგახსენებთ, რომ ქალაქ ბათუმის ნავსადგურში, ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობის კატეგორიული წინააღმდეგობის მიუხედავად, მიმდინარეობს ქიმიური ტერმინალის მშენებლობა. აღნიშნული ტერმინალი უსაფრთხოების თვალსაზრისით შეიცავს დიდ რისკებს, კერძოდ: 1. ტექნოგენური საფრთხეს, რომელიც შესაძლოა გამოიწვიოს იმ ქიმიური […]

1,693 წაკითხვააშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, „დიდი რვიანის“ შემადგენლობაში რუსეთის დაბრუნება მიზანშეწონილია. ეს განცხადება ტრამპმა ვაშინგტონში, რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან შეხვედრაზე გააკეთა.  ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. „ჩემი აზრით, „დიდი რვიანის“ შემადგენლობაში რუსეთის ხილვა უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა. თუ ვინმე ამის გაკეთებას გადაწყვეტს, მე წინააღმდეგი არ ვიქნები. ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტ ობამაზე უფრო ჭკვიანი აღმოჩნდა, რის გამოც ობამამ რუსეთის „დიდი რვიანიდან“ გაძევება მოინდომა“,  – […]

865 წაკითხვარუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს, საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ხვდება.  ამის შესახებ ინფორმაციას gazeta.ru ავრცელებს. ორი ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იქნება განხილული,  შეხვედრის მთავარი თემა კი უკრაინასა და სირიაში არსებული კრიზისის მოგვარებაა. რუსეთის დელეგაციაში ასევე შედიან, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი, პრეზიდენტის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი და საფრანგეშში რუსეთის ელჩი ალექსეი მეშკოვი. შეხვედრაზე ასევე […]

938 წაკითხვაამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის განცხადებით, ავღანეთში გამარჯვების მოპოვება ერთ კვირაში შეუძლია. ინფორმაციას ამის შესახებ gazeta.ru ავრცელებს. ამერიკის ლიდერის თქმით, მას შეუძლია საომარი მოქმედებები ათ დღეში დაასრულოს,  ეს პროცესი მილიონობით ადამიანის სიკვდილს გამოიწვევს, რაც ტრამპის თქმით, ასეთი შედეგის დადგომა მას არ სურს. „მე არ მსურს ამ გზის გავლა“ – აცხადებს ტრამპი.

3,730 წაკითხვაოდესის სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, ათი კი მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას მომხდარი ტრაგედიის შესახებ სააგენტო riafan.ru ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ტრაგედია შაბათს ღამით, „Токио Стар“ – ის სასტუმროში მოხდა. ხანძარი სასტუმროს მეორე სართულზე გაჩნდა. ხანძრის ლოკალიზებაში 65 მაშველი და 13 ერთეული სპეცტექნიკა იყო ჩართული.

2,480 წაკითხვა„მე გეუბნებით, რომ სამთავრობო ცვლილებები მოსალოდნელი არ არის“ – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განუცხადა. ვოლსკის განცხადებით, მამუკა ბახტაძე არის ინტელექტუალური, ენერგიული და ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელსაც მართვა შეუძლია. „დიდი ხანია, რაც მედია კითხვას სამთავრობო ცვლილებების შესახებ სვამს. როდესაც არის საკვაძნო, გარდამტეხი პერიოდი, ქვეყანაში რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება, დგება წინასაარჩევნო წელიწადი, მედიასაშუალებების წარმომადგენლები ყოველთვის სვამენ კითხვას მოსალოდნელ […]

1,869 წაკითხვამომღერალი პაატა ბურჭულაძე სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. „დღისით, მზისით, ოთხ-ხუთ ოკუპანტ სამხედროს ვერ უვლიან, ოკუპირებულ ტერიტორიას აფართოვებინებენ! წამზომს ურთავენ ოჯახებს და სახლებიდან ყრიან და ეს მავნებლები ანტისახელმწიფოებრივი ფილმების გადაღებით არიან დაკავებული. იმის მაგივრად, რომ ამ ოჯახებს იცავდნენ დღეს ისევ 11 წლის წინ რა იყო იმის გარჩევაზე და გადაბრალებაზე უნდათ ყურადღების გადატანა. ივანიშვილი მოსწრებაზეა, აგვისტოში უნდა ყველა “შავი საქმის” […]