1,400 წაკითხვაროგორ მოხვდნენ შეწყალებულთა სიაში მსჯავრდებულები, რომლებიც სასჯელს მკვლელობისთვის, ნარკოტიკების რეალიზაციისთვის და სხვა მძიმე დანაშაულისთვის იხდიდნენ – პროკურატურისთვის მიცემული ერთთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ “ევროპული საქართველო”, 28 აგვისტოს შეწყალების სკანდალური აქტის შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნაზე მუშაობას იწყებს. დადგენილების პროექტს პარტიის წევრები დღეს პარლამენტში ბიუროს სხდომაზე წარადგენენ. კომისიამ უნდა დაადგინოს რის საფუძველზე ან ვისი რეკომენდაციით შეიწყალა პრეზიდენტმა ეს პირები და ხომ არ […]

1,638 წაკითხვაგიორგი მამალაძის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით პროგნოზების გაკეთება უჭირს არასაპარლამენტო ოპოზიციასაც. ლევან სამუშიას თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება რეალურად არა სალომე ზურაბიშვილის, არამედ ბიძინა ივანიშვილის მისაღებია. როგორც ”თავისუფალი დემოკრატების” აღმასრულებელი მდივანი ფიქრობს, პრეზიდენტი ზურაბიშვილი უბრალოდ გამტარი და ხელისმომწერი პირია, ხოლო გადაწყვეტილებებს იღებს ბიძინა ივანიშვილი.  “რამდენად შეიწყალებს ზურაბიშვილი მამალაძეს ეს უკვე “ქართული ოცნების” ხელისუფლების გადასაწყვეტია, კონკრეტულად კი ბიძინა ივანიშვილის. ამ შემთხვევაში არავინ არაფერს […]

2,355 წაკითხვასაქართველოს პრეზიდენტმა საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებზე, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ისაუბრა  და მეუფე პეტრეს განცხადებებიც შეფასა. სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან მცირე კომენტარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს  მხარდაჭერა გამოუცხადა. “პატრიარქის შეურაცხყოფა არის ერის შეურაცხყოფა, არის ჩვენი კულტურის, ტრადიციების,  იმ ისტორიის შეურაცხყოფა, რომელზედაც დგას საქართველო და საქართველოს დამოუკიდებლობა. ამიტომ მე მოვედი დღეს იმ თანადგომით, რომელიც არის პრეზიდენტის მოვალეობა და ჩემი პერსონალური გამოხატულება,” – აღნიშნა დღეს […]

2,290 წაკითხვაამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ყოველწლიურ ანგარიშში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან ერთად, შეფასებულია საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის წამყვანი უწყება ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებზე რეაგირებისა და გამოძიების წარმოების საკითხში და ზოგადად არის კარგად აღჭურვილი და მომზადებული. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, საქართველოს ზოგადად შესწევს უნარი […]

2,027 წაკითხვასასულიერო პირები პატრიარქის გადაწყვეტილებას ელოდებიან – როდის დაინიშნება ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანოს კიდევ ერთი სხდომა, რომ მეუფე პეტრეს საკითხი განიხილონ.  თეოლოგები ეპარქიიდან იძულებით განკვეთილ მეუფეს გადაწყვეტილების გასაჩივრებისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ აუცილებელია ჭყონდიდის ეპარქიამ სინოდს წერილობით მიმართოს. იმ შემთხვევაში თუ სინოდი მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, ჯერი მსოფლიო საპატრიარქოზე დადგება. ისინი მღვდელმთავრებს ურჩევენ მეუფე პეტრეს მიერ გაჟღერებულ მძიმე ბრალდებებზე კიდევ ერთხელ იმსჯელონ და მამხილებელი მტკიცებულებითაც დაინტერესდნენ.  ირკვევა, რომ სხდომაზე განცხადება მეუფემ […]

1,946 წაკითხვა„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ახალ ბრალდებასთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. აღნიშნულ განცხადებას „მედიაპრესი“ უცვლელად გთავაზობთ: „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის 20 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2″-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე. გამოძიების […]

1,840 წაკითხვა„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ყოველთის გამოირჩეოდა სახელმწიფოებრივი ნაბიჯებით და სიმტკიცით“ – აცხადებს საპატრიარქოს და სინოდის სკანდალური სხდომის ირგვლივ განვითარებული პროცესების შეფასებისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია. „კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ კათოლოკოს-პატრიარქი ეკლესიის შიგნით არსებულ ვითარებას ძირეულად აღიქვამს. იმედი მაქვს, კიდევ დიდხანს იქნება მისი უწმინდესობა ჩვენი ეკლესიის სათავეში. პატრიარქი წარმოადგენს სიმბოლოს ჩვენი ეროვნული იდენტობის და გარკვეულწილად, სახელმწიფოებრიობის. ეკლესიის და პატრიარქის მიმართ ნასროლი […]

943 წაკითხვაამერიკის შეეთებულმა შტატებმა ირანს ახალი ახალი სანქციების დაუწესა, ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ სანქციები სამშენებლო სექტორსა და იმ ოთხ მასალას შეეხება, რომელსაც ირანი სამხედრო ან ატომურ პროგრამებში იყენებს. კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განმარტებით, სანქციები წესდება ნედლეულის, ნახევრად მზა მეტალების, გრაფიტის, ნახშირის და პროგრამული უზრუნველყოფის გაყიდვაზე, თუკი ისინი ირანის სამშენებლო სექტორში იქნება გამოიყენება. […]

2,319 წაკითხვავიცე-პრემიერის, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, დოკუმენტების  დიგიტალიზაციის პროცესში მსჯავრდებულები ჩაერთვებიან.  პროექტი მიმდინარე წლის  1  ნოემბერს, გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში დაიწყება და ეს არის საჯარო  სამსახურში პატიმრების დასაქმების პირველი პრეცედენტი. პროექტში მონაწილე  მსჯავრდებულებს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი პირადად შეხვდა.  მისი თქმით,  მსჯავრდებულთა დასაქმება მათი რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისთვის   უმნიშვნელოვანესია. „იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტი არის პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულთა  რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაზე ზრუნვა.   მოგეხსენებათ, გლდანის  საპყრობილეში  უკვე […]

2,303 წაკითხვასინოდის სხდომაზე ფიზიკური შეხლა-შემოხლაც იყო — ამის შესახებ განცხადება მეუფე სტეფანემ (კალაიჯიშვილი) გააკეთა. მისი თქმით, ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, მას შემდეგ, რაც მის განყენებას მღვდელმთავრებმა მხარი დაუჭირეს, პატრიარქს დაუპირისპირდა. «როდესაც ეს განჩინება სინოდიდან მხარდაჭერილ იქნა, მან დაინახა რომ ცუდადაა საქმე, ისტერიკაში ჩავარდა, მივარდა პატრიარქს და დაუწყო თითების ქნევა და რაღაც უაზრობების ყვირილი … რომ მივარდა პატრიარქს, მღვდელმთავრები წინ ჩაუდგნენ,» — განაცხადა […]