2,132 წაკითხვა სავარაუდოდ ჰაკერული შეტევის გამო ტელეკომპანია „იმედი“ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში იყო გათიშული, „მაესტრო“ კი ამ დრომდე შეფერხებით მუშაობს. გამოძიება 2 მუხლით, 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო. ტელეკომპანიაში უკვე იმყოფებიან კიბერუსაფთხოების სამმართველოს სპეციალისტები. „იმედის“ იურისტის ანდრო ლაშხის თქით, ზარალი დიდია. „ახლანდელი მდგომარეობით „იმედი“ ეთერშია, „მაესტრო“ კი ვერ მაუწყებლობს, გაფუჭებული და განადგურებულია კომპიუტერები, მათ შორის ძვირადღირებული ტექნიკა, სისტემაზე ბოლომდე წვდომა კვლავაც არ […]
2,043 წაკითხვა დეკანოზი ალექსანდრე გალდავა ქართულ ეკლესიაში რუსული გავლენების არსებობას უარყოფს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. “მეუფე შიო არ არის რუსეთის კაცი, ის სულით ხორცამე ქართველია. ქალბატონმა ნესტან კირთაძემ რაც ილაპარაკა, არაფერი არ შეესაბამება სიმართლეს. ვინც იცნობს კათალიკოს პატრიარქს, იცის როგორი მყარია ის თავის გადაწყვეტილებებში და ქართული ეკლესიის საკეთილდღეოდ როგორ გადაწყვეტილებებს იღებს ყოველთვის”,- განაცხადა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ. კითხვაზე, […]
2,261 წაკითხვათუკი ქართულ-რუსულ ურთიერთობებს პოლიტიკის მიღმა, კულტურისა და ხელოვნების დონეზე განვიხილავთ, სურათი ბევრად უფრო კარგი ჩანს, ვიდრე პოლიტიკურ კონტექსტში. მაგრამ ამ მხრივაც ყველაფერი უპრობლემო როდია: გავიხსენოთ ქართული სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლ „ერისიონის“ გამოსვლა მოსკოვში 2013 წელს – მასმედიის მიერ მხარდაჭერილმა რამდენიმე მყვირალა „არასამთავრობო ორგანიზაციამ“ ისტერიკა მოაწყო ამ ფაქტთან დაკავშირებით. მაშინ ისინი უკმაყოფილონი დარჩნენ იმით, რომ „ერისიონი“ კრემლის დარბაზში გამოვიდა, […]
2,443 წაკითხვაბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობას ტოვებს. შესაბამისი განცხადება მეუფე იაკობმა რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტებთან, საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა. „მოსული ვიყავი სპეციალურად, რომ უწმინდესი მენახა და ჩემი გადაწყვეტილების შესახებ მესაუბრა. მივიღე გადაწყვეტილება და გადავდექი ქორეპისკოპოსობიდან და საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარეობიდან. ოღონდ მე გადავდექი. ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა. ვრჩები ეპარქიაში. მრევლს და ერს ყველას კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ შენდობას ვითხოვ და […]
1,574 წაკითხვაქართული სამღვდელოება კიდევ ერთხელ ავლენს თავის „უცოდველ სახეს“. ეპისკოპოსების ორთაბრძოლის მორიგი რაუნდი გახსნილად გამოცხადდა. სულიერი მამების ბინძური კომპრომატებით ომი აქტიურ ფაზაში შევიდა და ქართულ პოლიტიკურ სანაგვეზე მორიგი გასართობი გაჩნდა. სასულიერო პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებს პოლიტოლოგი გულბაათ რცხილაძე სოციალური ქსელით ეხმაურება: „ეკლესიის დისკრედიტაცია ფერებ-ფერებით დაიწყო სააკოვმა, როდესაც უგულავას და სხვათა ხელით უამრავი აგენტი ჩანერგა სამღვდელოებაში – აგენტი არა იმდენად მსტოვრის […]
1,581 წაკითხვაამერიკელი პოლიტიკური მრჩეველი და აშშ-ის არმიის ვეტერანი ლუკ კოფი სირიიდან გაყვანილი ამერიკელი სამხედროების საქართველოში განთავსების ინიციატივით გამოდის. აღნიშნული რეკომენდაცია კოფიმ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა. „შეთავაზება: ამერიკის შეერთებული შტატების ჯარი, რომელიც სირიას ტოვებს, შეიძლება, საქართველოში გაიგზავნოს და გახდეს „ჰორიზონტს მიღმა“ ძალა, რომელიც სწრაფად უპასუხებს „ისლამურ სახელმწიფოს“, იმ შემთხვევაში თუ ის კვლავ გაძლიერდება“,- წერს ლუკ კოფი „ტვიტერის“ გვერდზე. კოფის რეკომენდაციით, ამერიკის შეერთებულ […]
2,031 წაკითხვასასამართლო დარბაზში საქმის განხილვის დროს ადვოკატი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი ავრცელებს. „ახლა მაცნობეს სამწუხარო ამბავი, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ჩვენი კოლეგა ნოდარ ილურიძე გარდაიცვალა სასამართლო სხდომის დარბაზში. ადვოკატთა ასოციაციის სახელით ვუთანაგრძნობ ოჯახს და მეგობრებს, ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი“, – წერს ასათიანი.
2,282 წაკითხვააშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოხსნა სანქციები თურქეთის მიმართ, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ… რუსეთის სამხედრო ნაწილები თურქეთ-სირიის საზღვარზე განლაგდა.. სირიაში რუსული სამხედრო ნაწილების კონტინგენტი ძალიან სწრაფად იზრდება. პ.ს. რომ არა თურქეთის ოპერაცია, ეს ვერ მოხდებოდა, ანდა, დიდ სიხლთან იყო დაკავშირებული და… უზარმაზარ ნეგატიურ პროპაგანდასთან მთელს მსოფლიოში… პოლიტიკის გზები და ინსტრუმენტები შეუცნობელია გაუცნობიერებელი ადამიანებისათვის. დემურ გიორხელიძე
2,714 წაკითხვასახალხო დამცველი ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში პატიმრების ცემისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე განცხადებას ავრცელებს. „მედიაპრესი“ აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „2019 წლის 22 ოქტომბერს სოციალურ ქსელსა და მასმედიის საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია და ვიდეოჩანაწერი ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში პატიმრების ცემისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. სამწუხაროდ, აღნიშნული ინფორმაცია და ვიდეო მასალა კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ უმძიმეს […]
2,186 წაკითხვასაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვემო ქართლის რეგიონში ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით დროებითი სარგებლობის სანაცვლოდ, შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 2 000 […]