2,035 წაკითხვარატომ არის დაბალი ეკონომიკური ზრდა?! ეკონომიკას უსაშველოდ აკლია ფული, აკლია დამოუკიდებელი ეკონომიკური ინსტიტუტები, საერთო “თამაშის წესები”, სამართლებრივი გარემოს და საკუთარი ინტერესების დაცვის სამართლებრივი გარანტიები, ფინანსური ინფრასტრუქტურა ცალმხრივი და მახინჯია, ფული ძვირია და ხელმიუწვდომელი, გადასახადები (თითქოს სულ 5-ია საერთო-სახელმწიფო დონეზე და 1 – მუნიციპალურ დონეზე), მაგრამ… ბიზნესის შემოსავლის 40-45%-ზე მეტი მიაქვს (საერთო ჯამში), მოსახლეობის შემოსავლები მწირია, რაც განაპირობებს დაბალ სამომხმარებლო […]

1,894 წაკითხვათბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ორი ადამიანი. ორივე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მე-9 საავადმყოფოში გადაიყვანა. თვითმხილველების ინფორმაციით, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირებაში სამი პირი ფიგურირებდა, რომელთა შორის ერთი ქალია. როგორც ისინი აცხადებენ, ორი პირიდან ერთი ბარძაყის არეშია დაჭრილი, მეორეს კი ჭრილობები თავის და მუცლის არეში აღენიშნება. ექიმი ირაკლი ფირცხალაშვილი ამბობს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის კვალი არც ერთ მათგანს […]

1,810 წაკითხვაბოკერიამ და ბოკერიასნაირმა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასეულობებისგან, – თქვა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავარ არხზე გადაცემა “მთავარი აქცენტებში” მისი თქმით, რასაც აკეთებს ბოკერია, ყველაფერი არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული. “ჩემი მრწამსით ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი. ვინც რა უნდა თქვას, ესეა – ვატარებ ჯვარს და… ბოკერიამ და ბოკერიასნაირმა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთა […]

1,932 წაკითხვაარ შეიძლება, საქართველომ არ სცადოს დიალოგის გზა რუსეთთან და იყოს ჩაკეტილი საკუთარ თავში, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაეროში ვიზიტის შეჯამებისას, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას. პრეზიდენტის განცხადებით, ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრას საქართველოს პარტნიორების მხრიდან დადებითი შეფასებები მოჰყვა. „გამოსვლის ტექსტშიც ნათლად ვთქვი, რომ ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს ამ ტიპის კონფლიქტი და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, არსებობს ორი გზა-ერთი არის ომის, სამხედრო გზა, რომელზეც […]

1,350 წაკითხვაპატიმართა შეწყალების საქმეზე გენერალურ პროკურატურაში 28 სექტემბერს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას საადვოკატო ბიუროს პარტნიორებს გამოკითხავენ. უწყებაში გიორგი ტალახაძეს, გიორგი მიროტაძეს და ლაშა ხურცილავას 13:00 საათზე ელოდებიან. შეწყალების საკითხზე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. შეწყალების საქმეზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი 27 სექტემბერს გამოკითხეს. 26 სექტემბერს კი გენპროკურატურაში ამ მიზნით პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ანგი […]

1,738 წაკითხვასოხუმის დაცემიდან დღეს 26 წელი შესრულდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა „აფხაზურმა გვარდიამ“, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა. სახელმწიფო საბჭომ სოჭი-ინგირის რკინიგზის მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთში ეროვნული გვარდიის შეყვანა 11 აგვისტოს, ვლადისლავ არძინბასთან შეთანხმების შემდეგ გადაწყვიტა. შეთანხმების […]

2,035 წაკითხვასაქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით სხვადასხვა პირების მიმართ ზეწოლისა და შანტაჟის შესახებ მის მიერ მედიაში გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, -ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დეპუტატს საგამოძიებო უწყებიდან გუშინ დაუკავშირდნენ, თუმცა მან განაცხადა, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში პროკურატურაში ვერ გამოცხადდება. „ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ საგამოძიებო უწყებაში მისვლის თარიღს პროკურატურას ორშაბათს თვითონ […]

1,631 წაკითხვააშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურის დაწყების შესახებ განაცხადა, – იუწყება CNN-ი. „მე ვაცხადებ იმის შესახებ, რომ წარმომადგენელთა პალატა იწყებს ოფიციალურ გამოძიებას იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში. ექვს კომიტეტს ვაძლევ განკარგულებას დაიწყონ თავიანთი გამოძიებები“, – განაცხადა ნენსი პელოსიმ ტელემიმართვაში. თავად ტრამპმა ამას „კუდიანებზე ნადირობა“ უწოდა. იმპიჩმენტის დაწყების მიზეზი ტრამპის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების შეჩერების შესახებ ბრძანება გახდა. მანამდე […]

1,889 წაკითხვა„პრეზიდენტის იმპიჩმენტზე ხელაღებით საუბარი დამაზიანებელია“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, მათ თავი უნდა აარიდონ ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის რეალური საფრთხის შექმნის საშიშროებას. “ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სტაბილურობა შევინარჩუნოთ ქვეყანაში და სტრესი არ მივაყენოთ ჩვენს სახელმწიფოს. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი დამოკიდებულება კონკრეტული შეწყალების მიმართ ლოიალურია, მაგრამ როცა საკამათო თემა ჩნდება საზოგადოებაში, ჩვენ, ხელისუფლება […]

2,050 წაკითხვაეკა ბესელიას ხმაურიანი განცხადება – დეპუტატი ამბობს, რომ უმრავლესობის რამდენიმე წევრს პირადი ცხოვრების კადრებით აშანტაჟებენ, ამის შესახებ მან „მთავარი არხი“-ს ეთერში სტუმრობისას განაცხადა. მანვე ისაუბრა მისი პირადი ცხოვრები კადრების შესახებ და განაცხადა, რომ ვიდეო ყოფილი ხელისუფლების დროს არის გადაღებული, თუმცა მაშინ მასალის გამოქვეყნება ვერავინ ვერ გაბედა. მისივე თქმით, ვიდეო, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა იყო დამონტაჟებული ვერსია.