1,973 წაკითხვა„მიხეილ სააკაშვილის გარეშე ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დემონტაჟი გამორიცხულია“, – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ რადიო „პალიტრის“ ეთერში  განაცხადა. მისივე თქმით, სააკაშვილმა ბევრი რამ დააშავა და ბევრიც გააკეთა. „ის ხალხი მეძახის უპრინციპოს, რომელიც, როცა მე ჯალალედინს ვეძახდი სააკაშვილს, მაშინ სააკაშვილის მხარეს იყოს. ენები დაიმოკლონ და ღირსებაზე ლაპარაკს თავი დაანებონ. უღირსობა რატომ იქნებოდა იცით? მე რომ დამალულად მივსულიყავი. […]

1,673 წაკითხვა„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ თუ ხელისუფლება ე.წ. გერმანულ მოდელს დათანხმდება, აქციები შეწყდება. როგორც დავით ბაქრაძემ „პალიტრანიუსს“ განუცხადა, პოლიტიკური კრიზისი მთავრობის დაპირების არშესრულებამ შექმნა. „ქართული ოცნების“ განაცხადია ქართველ ხალხს ესაუბრობს პოლიციის, სპეცრაზმის და ყვითელი ავტობუსების ენაზე. პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებაზეა. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, პასუხს ვაგებთ, რომ ეს აქციები არის და იქნება მშვიდობიანი, არაძალადობრივი. გამოსავალი ე.წ. გერმანული მოდელია. ესაა […]

2,384 წაკითხვა„პირდაპირ გეტყვით, რომ თქვენ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად მართავთ ქვეყანას იმ გადაწყვეტილებებით, რომლებიც მიიღეთ, – ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრებს. კობერიძის განცხადებით, „დღეს „ქართული ოცნება“ საზოგადოებას არ ელაპარაკება. მისივე თქმით, შექმნილი ვითარება მმართველი პარტიისთვის ყველაზე მომგებიანია. „თქვენ მორალური უფლება მიეცით ისეთ ადამიანებსაც კი, რომლებსაც ამის მორალური უფლება არანაირად არ გააჩნდათ, რომ თავისი მმართველობის […]

2,359 წაკითხვასაქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება: „გეყოფათ ეს ფარისევლობა, რა! ახალგაზრდებმა იუმორისტულად ბიძინეს ხატები როგორ დაწერესო! რელიგიური გრძნობების „შეურაწყოფააო“! ის არ არის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, თქვე ძალიან ყურადღებიანებო, ქურდ-ბაცაცებით და ყაჩაღებით რომ სავსეა ეკლესია?! ის არ არის შეურაცხყოფა, წმინდა სინოდის სხდომა რომ მაფიოზურ „რაზბორკებსა“ ჰგავს?! არც ის შეურაცხგყოფთ, 46 სინოდის წევრი ეპისკოპოსიდან ერთს […]

1,268 წაკითხვაპარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ბოკერიას პარტიიდან დაადასტურა, რომ ბუტაფორია იყო მათი პარლამენტი. დღეს პარლამენტი მუშაობს, სახელმწიფო ვერ დაუშვებს იმას, რომ პარლამენტის ფუნქციონირება შეწყდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს ბიუროს სხდომის დაწყებამდე განუცხადა. მისივე თქმით, განვითარებული მოვლენები და აქციის დაშლის ფონზე სესიის ჩატარება ქმნის უხერხულობას, თუმცა, კიდევ უფრო ცუდი საყურებელია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების და აქტივისტების ქმედებები. „ჩვენ ვნახეთ წინა შემთხვევაში […]

2,105 წაკითხვა„ძალიან უხერხული სიტუაციაა, მაგრამ ეს არის პარლამენტი, ეს არ არის სალობიე, რომ ხან გამოცხვება ლობიო და ხან არა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ პარლამენტში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დღეს დილით აქცია მშვიდობიანად დაიშალა. ქანთარიას თქმით, აქციაზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. „მე, რამდენადაც ვიცი, აქცია მშვიდობიანად დაიშალა. მითხარით, რამე მოხდა?!“– აღნიშნა ქანთარიამ. ჟურნალისტის კითხვაზე, უყურებდა […]

2,198 წაკითხვა„თუ ეს პროცესები გაგრძელდა, მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი რიგგარეშე არჩევნებით დასრულდება“ – ეს განცხადება „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატმა, კახა ოქრიაშვილმა პარლამენტში შესვლამდე ჟურნალისტებთან გააკეთა.  „მე პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემს ქმედებებზე, მხარს ვუჭერ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას  და საპრეზიდენტო მმართველობას, ეს არის ჩემი ჩამოყალიბებული ხედვა და პასუხისმგებელი ვარ ჩემს ხედვებზე. განვითარდა სამწუხარო პოლიტიკური პროცესები და თუ ეს პროცესები გაგრძელდა, მე ვფიარობ, რომ […]

2,352 წაკითხვა„ამტელ ჰოსპიტალის” კლინიკური დირექტორის, ლაშა მაჭარაშვილის განცხადებით, აქციის მონაწილეს, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით სხეულის გადაციება ჰქონდა, ალკოჰოლური ინტოქსიკაცია დაუდგინდა. ექიმის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და დღის ბოლომდე საავადმყოფოდან გაწერენ. „08:30 საათისთვის შემოიყვანეს 23 წლის პაციენტი ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დიაგნოზით. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და რამდენიმე საათში გაეწერება. გადაციების შემთხვევა არ ყოფილა, წყლით დასველებული შეიძლება იყო, მაგრამ დიაგნოზი ალკოჰოლური ინტოქსიკაციაა”,- განაცხადა ლაშა მაჭარაშვილმა. […]

2,026 წაკითხვასალობიე „ბიას“  შეფ-მზარეული და მფლობელი ამბობს, რომ როცა ათასობით ადამიანი აქციაზე პოლიტიკურ მოვლენებს აკრიტიკებს, პრეზიდენტის ადგილი რესტორანში არ არის. „სალობიე „ბიაში“ საქართველოს პრეზიდენტი პირველად იმყოფებოდა. ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ მაინცდამაინც დღეს მოვიდა, როცა ამხელა აქცია იყო. დაახლოებით ერთ კილომეტრში ათასობით ადამიანი აქციაზე იმყოფება. ასეთ დროს, პრეზიდენტის ადგილი კვების ობიექტში არ არის. ჩვენ არ გვაქვს ე.წ. ფეისკონტროლი. ჩვენი ერთადერთი ფეისკონტროლი სტიკერია, რომელსაც „რუსეთი […]

1,492 წაკითხვასამწუხაროდ პოლიცია უსაძაგლესად მოქმედებს დღეს. მანიფესტაციის დაშლა არაა პრობლემა. დაავალეს და ასრულებს. მაგრამ როცა კანონის დარღვევით ადამიანებს გაყინვისთვის სწირავ, როცა სადისტის გაცემულ დავალებას სადისტურად ასრულებ, მუნდირს აბანძებ და თითო ღერ წალამს დასდევ, წასულია შენი საქმე. ეს უკვე პირადი კერძო გვარდიაა და ამათ პოლიციასთან საერთო არაფერი აქვს. დღეს პოლიცია გაფორმდა როგორც ბიძინას ოპრიჩნინა. სირცხვილი და ძალიან სამწუხაროა, თქვენ მადლობას აღარ […]