113 წაკითხვადეკემბერში ჩვენს კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით სამართლიან გადაწყვეტილებას ველით – ჩვენ არ ვარიდებთ თავს ვალდებულებების აღებას. მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც დანიშნულების ადგილამდე მისვლას სჭირდება, რათა გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხორვატიის პრემიერ-მინისტრთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, თუკი ევროკავშირი საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიანიჭებს, ეს ქვეყანაში განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა და პოზიტიური ტრანსფორმაციის დამსახურებული აღიარება იქნება. „ბოლო […]
75 წაკითხვამინდა შევუთვალო ივანიშვილს და რუსულ დაჯგუფებას, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია – თქვენ საქართველოს ვერ დაამარცხებთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძემ „გამარჯვების პლატფორმის“ ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით საკრებულოს წევრებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ძლიერი საქართველოს იდეიდან გამომდინარე, ყველა უნდა გაერთიანდეს. „ამ ქვეყანას ვერასდროს მუხლზე ვერ დააჩოქებთ იმიტომ, რომ ქართველი ხალხი არის ღირსეული ერი, ღირსების მქონე ადამიანების ერთობლიობა, […]
91 წაკითხვასაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას რუსულ-ქართული უნივერსიტეტის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსულ-ქართული სასწავლებლის გახსნის მოთხოვნით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განცხადება არ შესულა. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია, თითქოს საქართველოში რუსეთის დაფინანსებით იხსნება რუსულ-ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სიმართლეს არ შეესაბამება. გაცნობებთ, რომ რუსულ-ქართული სასწავლებლის გახსნის მოთხოვნით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ […]
80 წაკითხვაგერმანიამ უკრაინას Leopard 1A5 ტიპის საბრძოლო ტანკების პირველი პარტია გადასცა, – ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანიის მთავრობის ვებსაიტზე განთავსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. კერძოდ, უკრაინას უკვე მიეწოდა Leopard 1A5 ტიპის 10 ტანკი. სამომავლოდ კი ქვეყანა აპირებს, პროექტის ფარგლებში, რომელიც დანიასთან ერთობლივად ხორციელდება, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კიდევ 100 ასეთი ტანკი გადასცეს. ამასთან, გერმანიამ უკრაინას მძიმე ჯავშანტექნიკისთვის, კერძოდ, Leopard 2 ტანკებისთვის, Marder-ის ქვეითთა საბრძოლო […]
179 წაკითხვათურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთი, შესაძლოა, მარცვლეულის შეთანხმებას დაუბრუნდეს, თუ დასავლეთის ქვეყნები შესაბამის ზომებს მიიღებენ. თურქული მაუწყებლის Haberturk-ის ცნობით, ერდოღანი იმედოვნებს, რომ ამ საკითხს პუტინთან უახლოეს მომავალში განიხილავს სატელეფონო კომუნიკაციის გზით, ან თურქეთში ვიზიტის დროს. „რუსეთსაც აქვს გარკვეული მოლოდინები. თუ ისინი გადაილახება, მაშინ რუსეთი მხარს დაუჭერს ამ მარცვლეულის დერეფნის აქტიურ ფუნქციონირებას”, – განაცხადა ერდოღანმა. მისივე განმარტებით, მარცვლეულის ინიციატივის […]
77 წაკითხვაარავის მადლიერებას არ ვითხოვთ, მაგრამ ეს არის მეგობრობის, დიპლომატიის, ეტიკეტის დარღვევა, როცა კიევი იბომბებოდა, ჩვენი ელჩი ბოლო ელჩი იყო, რომელიც ბოლო წუთამდე დარჩა კიევში, ასეთი კაცი გამოაგზავნეს ვითომ „კონსულტაციისთვის”თბილისში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ომის დაწყების შემდეგ, ერთადერთი ქვეყანა, საიდანაც ელჩი გაიწვიეს, საქართველო იყო და უკრაინას დღემდე ჰყავს ელჩი იმ ქვეყანაში, საიდანაც ხდებოდა რუსეთის […]
83 წაკითხვაის, რაც ახლა ფრონტზე ხდება, სირცხვილია. ამის შესახებ “ვაგნერის” დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა ბელარუსში “ვაგნერის” მებრძოლებთან სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. ვიდეოს “ვაგნერთან” დაკავშირებული “ტელეგრამ” არხები ავრცელებენ. ვიდეოში პრიგოჟინი ბელარუსში ჩასულ “ვაგნერის” მებრძოლებს მიესალმება და აცხადებს, რომ ისინი ბელარუსული არმიის მომზადებით დაკავდებიან. “ღირსეულად ვიბრძოდით. რუსეთისთვის ძალიან ბევრი გააკეთეთ. ის, რაც ახლა ფრონტზე ხდება, სირცხვილია, რომელში მონაწილეობაც არ გვჭირდება. და უნდა დაველოდოთ […]
86 წაკითხვაჩვენი გაცხადება, შეთავაზება იყო შემდეგი: ჩვენ არ ვიქნებოდით და არ ვიქნებით წინააღმდეგი, რომ სააკაშვილის ოჯახმა ჩამოიყვანოს ნებისმიერი ექიმი, ნებისმიერი კლინიკიდან, ადგილზე სამკურნალოდ, ხაზგასმით მინდა ვთქვა – ჩვენ რაც ვიხილეთ ახლა, ეს არც ადგილზე მკურნალობა იყო, არც ამისი მცდელობა იყო, საერთოდ, გაუგებარი მოქმედება ჩაატარეს პოლონელმა ექიმებმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ვივამედში” ერთ-ერთ პოლონელ ექიმთან დაკავშირებულ ინციდენტს, რომლის […]
78 წაკითხვამოგიწოდებთ, ნუ ახდენთ “პოლონელი ექიმების სკანდალის” შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ტირაჟირებას – სკანდალია ჩემი წამების და იზოლაციაში ყოფნის ყოველი დღე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში წერს. სააკაშვილის განცხადებით, დროა ბოლო მოეღოს “კაგებეშნიკური” მეთოდებით ქვეყნის ნგრევას. „მოგიწოდებთ, ნუ ახდენთ “პოლონელი ექიმების სკანდალის” შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ტირაჟირებას. სკანდალურია არა ევროკავშირის ქვეყნების ინიციატივით შექმნილი მაღალი კვალიფიკაციის ექიმების […]
86 წაკითხვა„ბანდა“ ძალიან სწორად უწოდა „ქართულ ოცნებას“ ევროპარლამენტარმა იმიტომ, რომ სახელმწიფოს მართვა არ ჩანს, აქ ჩანს პარტია, პარტიული სტრუქტურები, რომლებიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად ჟონგლიორობენ , – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც „ტვიტერზე“ „ქართულ ოცნების“ შესახებ დაწერა, რომ „ესაა პოლიტიკური ბანდა და არა კოლექტიურ უსაფრთხოებაზე დაფუძნებული აზროვნება“. ანა ნაცვლიშვილის […]